სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ...“ - როგორია მამარდაშვილისა და სანიოლის განწყობა ალბანეთთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე
"ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ...“ - როგორია მამარდაშვილისა და სანიოლის განწყობა ალბანეთთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე

ხვალ, 10 სექ­ტემ­ბერს, ერთა ლი­გის მე­ო­რე ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ალ­ბა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ალ­ბა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში უკვე ჩა­ვიდ­ნენ და შეხ­ვედ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

ერთი დღით ადრე, მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა:

“ვი­ცით, რომ ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და და ტრი­ბუ­ნა­ზე სა­ფეხ­ბურ­თო ატ­მოს­ფე­რო იქ­ნე­ბა. მაგ­რამ, ჩვენ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ...

  • სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­რის "მშრა­ლად" შე­ნახ­ვა პირ­ვე­ლად სწო­რედ ალ­ბა­ნეთ­ში მო­ვა­ხერ­ხე. მა­შინ ევ­რო­პუ­ლი კა­რი­ე­რა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და. ამის შემ­დეგ, ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. იმე­დია, ისე ვი­თა­მა­შებთ, რო­გორც ჩე­ხეთ­თან, გა­ვი­მარ­ჯვებთ და ამ სტა­დი­ო­ნი­დან ხვა­ლაც კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი გამ­ყვე­ბა...

ეს მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის - წინა მატ­ჩებ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი იმით, თუ რო­გორ თა­მა­შობ­დნენ ბი­ჭე­ბი შე­ტე­ვა­ში, ამ რე­სურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლო­გი­კუ­რად, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლაც შეგ­ვიძ­ლია.

რა­ტომ გა­და­ვე­დი ქო­მა­გებ­ში ჩე­ხებ­თან მატ­ჩის შემ­დეგ? ეს მად­ლო­ბის ჟეს­ტი იყო. ვფიქ­რობ, მათ გა­რე­შე ვერ მი­ვი­დო­დით იმ დო­ნე­ზე, სა­დაც ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით. ქო­მა­გე­ბი ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩვენ ერთი გუნ­დი ვართ", - დას­ძი­ნა გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა.

ვილი სა­ნი­ო­ლის თქმით, ალ­ბა­ნელ ფეხ­ბურ­თე­ლებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჰყავთ:

  • “კარ­გად ვიც­ნობთ ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რებს, მათ­თან ორი წლის წინ ფრედ ვი­თა­მა­შეთ. ჩემს ფეხ­ბურ­თე­ლებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი, რომ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თონ. ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რებ­მა, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თავი კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა. ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ძლი­ერ გუნდს ვხვდე­ბით, რომ სტა­დი­ონ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ატ­მოს­ფე­რო და რომ რთულ გა­რე­მო­ში თა­მა­ში გვე­ლის. ეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ფხიზ­ლად ითა­მა­შონ...

ორი წლის წინ ალ­ბა­ნეთ­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი 0:0 და­ვას­რუ­ლეთ და მე­ტო­ქე კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ. შე­ვეც­დე­ბით, ისე­თი ფეხ­ბურ­თი ვაჩ­ვე­ნოთ და ისე­თი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ვი­თა­მა­შოთ, რო­გორც თბი­ლის­ში ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან მო­ვარ­ხერ­ხეთ...

მი­უ­ხე­და­ვად ან­გა­რი­ში­სა, ვერ ვი­ტყვი, რომ ჩე­ხეთ­თან იოლი მატ­ჩი გვქონ­და - უბ­რა­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ამ დღეს სა­უ­კე­თე­სო თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს. მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მე­ო­რე მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბა გვი­წევს, დას­ვე­ნე­ბის­თვის ერთი დღე გვქონ­და, მაგ­რამ ვეც­დე­ბით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ...

ვინ არის პე­ნალ­ტის­ტი? პე­ნალ­ტებს კარ­გად ბევ­რი ას­რუ­ლებს - კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე, გვე­ლე­სი­ა­ნი... ამ მხრივ, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაქვს. სხვა­დას­ხვა მატ­ჩე­ბის წინ, არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც წი­ნას­წარ ვგეგ­მავთ, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ შეხ­ვედ­რა­ში გა­დამ­წყვე­ტი ის არის, თუ ვინ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე...

უკ­რა­ი­ნას­თან მატჩში ალ­ბა­ნეთ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ა­ტა­რა. რო­დე­საც გუნ­დი იგებს, მისი შე­ფა­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია. ვფიქ­რობ, ჩვენ­სა და ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რებს შო­რის ბევ­რი სა­ერ­თოა", - გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ოლ­მა, რო­ლის კო­მენ­ტარ­საც lelo.ge ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ...“ - როგორია მამარდაშვილისა და სანიოლის განწყობა ალბანეთთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე

"ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ...“ - როგორია მამარდაშვილისა და სანიოლის განწყობა ალბანეთთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე

ხვალ, 10 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. ქართველი ფეხბურთელები ალბანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ და შეხვედრისთვის ემზადებიან.

ერთი დღით ადრე, მოლოდინების შესახებ კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

“ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნაზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. მაგრამ, ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ...

  • საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება...

ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - წინა მატჩებში სიამოვნებას ვიღებდი იმით, თუ როგორ თამაშობდნენ ბიჭები შეტევაში, ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც შეგვიძლია.

რატომ გადავედი ქომაგებში ჩეხებთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - დასძინა გიორგი მამარდაშვილმა.

ვილი სანიოლის თქმით, ალბანელ ფეხბურთელებს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ:

  • “კარგად ვიცნობთ ალბანეთის ნაკრებს, მათთან ორი წლის წინ ფრედ ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მაქსიმუმი გააკეთონ. ალბანეთის ნაკრებმა, ისევე, როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო და რომ რთულ გარემოში თამაში გველის. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ...

ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი 0:0 დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისეთი კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვარხერხეთ...

მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა - უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, დასვენებისთვის ერთი დღე გვქონდა, მაგრამ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ...

ვინ არის პენალტისტი? პენალტებს კარგად ბევრი ასრულებს - კვარაცხელია, მიქაუტაძე, გველესიანი... ამ მხრივ, არჩევანის თავისუფლება გვაქვს. სხვადასხვა მატჩების წინ, არის რაღაცები, რასაც წინასწარ ვგეგმავთ, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში გადამწყვეტი ის არის, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე...

უკრაინასთან მატჩში ალბანეთმა ძალიან კარგად ჩაატარა. როდესაც გუნდი იგებს, მისი შეფასება გაცილებით მარტივია. ვფიქრობ, ჩვენსა და ალბანეთის ნაკრებს შორის ბევრი საერთოა", - განაცხადა ვილი სანიოლმა, როლის კომენტარსაც lelo.ge ავრცელებს.

იხილეთ ასევე: