მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სასიამოვნო იქნებოდა, ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა“ - რას აცხადებს ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ
“სასიამოვნო იქნებოდა, ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა“ - რას აცხადებს ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ

“სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბას დიდი ხა­ნია მო­ვე­ლი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და, სულ ცოტა, ეს ინ­ფორ­მა­ცია არა მე­დი­ი­დან გა­მე­გო, ან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე მე­ნა­ხა, არა­მედ სა­მი­ნის­ტრო­დან ვინ­მე შემ­ხმი­ა­ნე­ბო­და“, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლაშა ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ლაშა ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა.

"სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბას მე უკვე დიდი ხა­ნია, მო­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლიც არის, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სხვა­დას­ხვა პრო­ტეს­ტში და მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ტი­კა­ში წა­მო­ვე­დი, ჩემ­თვის ცხად­ზე ცხა­დი იყო, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჩემი ყოფ­ნა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბო­და. ჩემ­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი არის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს წლე­ბი, რაც გა­ვა­ტა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში. 14 წე­ლია, იქ ვმუ­შა­ობ და ისე­დაც, გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომ­ხრე, ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა ამ მუ­ზე­უ­მის მი­მართ. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, თუნ­დაც ამ მუ­ზე­უ­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით, იმა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, რომ ასო­ბით გა­მო­ფე­ნა გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, გა­მო­ცე­მუ­ლი გვაქვს მრა­ვა­ლი წიგ­ნი და ვფიქ­რობ, ჩემი იქ მუ­შა­ო­ბა იყო ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც.

ცხა­დია, რომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და, სულ ცოტა, ის მა­ინც, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არა მე­დი­ი­დან გა­მე­გო, ან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე და­დე­ბუ­ლი მე­ნა­ხა, არა­მედ სა­მი­ნის­ტრო­დან ვინ­მე შემ­ხმი­ა­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამას უკვე, მე ვფიქ­რობ, ახლა მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს", - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ლაშა ბაქ­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, ლაშა ბაქ­რა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უწყე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლაშა ბაქ­რა­ძის მიერ დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ნიშ­ნით მი­ი­ღო. ლაშა ბაქ­რა­ძე სსიპ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა 2010 წლის 16 მარტს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“სასიამოვნო იქნებოდა, ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა“ - რას აცხადებს ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ

“სასიამოვნო იქნებოდა, ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა“ - რას აცხადებს ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ

“სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია მოველი, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა“, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, თუნდაც ამ მუზეუმის ცნობადობის ამაღლების კუთხით, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ასობით გამოფენა გვაქვს გაკეთებული, გამოცემული გვაქვს მრავალი წიგნი და ვფიქრობ, ჩემი იქ მუშაობა იყო ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც.

ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნით მიიღო. ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით.

იხილეთ ასევე: