მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სამწუხაროდ, თამუნა ამაზე არ საუბრობს და რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ - რა გაიხსენა მაია ასათიანმა თამუნა მუსერიძესთან და “ჩვილებით ვაჭრობასთან“ დაკავშირებით (ვიდეო)
“სამწუხაროდ, თამუნა ამაზე არ საუბრობს და რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ - რა გაიხსენა მაია ასათიანმა თამუნა მუსერიძესთან და “ჩვილებით ვაჭრობასთან“ დაკავშირებით (ვიდეო)

ჟურ­ნა­ლის­ტმა, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაია ასა­თი­ან­მა გა­იხ­სე­ნა წლე­ბი, რო­დე­საც მისი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის მთე­ლი გუნ­დი “ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის“ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჟურ­ნა­ლისტ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა.

მაია ასა­თი­ა­ნის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ასე...

“ბევ­რი ვი­ფიქ­რე ჩა­მე­წე­რა თუ არა ეს ვი­დეო. დღეს, მე რომ ეთერ­ში ვიყო, ხუთ­შა­ბათს სტუმ­რად აუ­ცი­ლებ­ლად მე­ყო­ლე­ბო­და თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე მის მა­მას­თან ერ­თად. “პრო­ფი­ლის“ მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით მინ­და ვთქვა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვხა­რობთ შენი სი­ხა­რუ­ლით თა­მუ­ნა. სუ­ლით და გუ­ლით გი­ლო­ცავ, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი ძებ­ნა დას­რულ­და,“ - მაია ასა­თი­ან­მა მი­მარ­თვა­ში გა­იხ­სე­ნა, რომ “და­კარ­გუ­ლი ჩვი­ლე­ბის ძებ­ნა ჯერ კი­დევ 2008 წელს, ჟურ­ნა­ლისტ სოფო ოჩხი­კი­ძეს­თან ერ­თად, გა­და­ცე­მის მთელ­მა გუნ­დმა და­ი­წყო.

პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა ეხე­ბო­და გა­ყი­დულ ჩვი­ლებს.

“2008 წლი­დან, 2021 წლამ­დე ჩემი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის დახ­მა­რე­ბით, ასო­ბით გა­ყი­დულ­მა ჩვილ­მა და უკვე გაზ­რდილ­მა იპო­ვა თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი. ვეხ­მა­რე­ბო­დით დე­დებს, რომ­ლებ­საც სამ­შო­ბი­ა­რო­ში უთხრეს რომ მათი შვი­ლი და­ი­ღუ­პა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ყიდ­დნენ,“ - გა­იხ­სე­ნა ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

  • ასა­თი­ა­ნის თქმით, სწო­რედ “პრო­ფი­ლის“ გუნ­დმა და­არ­წმუ­ნა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომ მისი ის­ტო­რია გა­ე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა და გა­და­ცე­მა­ში ესა­უბ­რა.

“რო­გორ გა­ვი­გეთ ჩვენ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ამ­ბა­ვი? - სამ­წუ­ხა­როდ, თა­მუ­ნა ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობს და რა­ხან თემა ასე­თი სა­ჯა­როა, მინ­და მო­გიყ­ვეთ. ეს იყო რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც მისი გამ­ზრდე­ლი დედა გარ­და­იც­ვა­ლა და მა­შინ “პრო­ფი­ლის“ პრო­დი­უ­სე­რი“ ნიკა ხა­ჩი­ძე იყო თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რი. მახ­სოვს ჩვენს ოფის­ში რამ­დე­ნი ხანი ვე­სა­უბ­რე­ბო­დი თა­მუ­ნას, რომ ეს ის­ტო­რია გა­ე­ხა­და სა­ჯა­რო და მო­ე­ყო­ლა “პრო­ფილ­ში“.

თა­მუ­ნა გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად იყო ორ­ჯერ - პირ­ვე­ლი სტუმ­რო­ბი­სას გაჩ­ნდა კვა­ლი სა­მეგ­რე­ლო­დან, თუმ­ცა მა­შინ ეს ძი­ე­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მე­ო­რე­ჯე­რაც იყო სტუმ­რად, თუმ­ცა ამის შემ­დეგ რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, რო­მელ­ზეც ალ­ბათ მოვა დრო და ვი­სა­უბ­რებ, “პრო­ფი­ლი“ და­ი­ხუ­რა, მე წა­მო­ვე­დი “რუს­თა­ვი 2“- დან და ჩვე­ნი ძი­ე­ბაც შე­წყდა...

მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ სა­დღაც, ვი­ღა­ცას ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ “ჩვი­ლე­ბით ყიდ­ვა- გა­ყიდ­ვის“ კარ­ტელს ფარ­და ახა­და ჩემ­მა სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მამ“, - გა­ნა­ცხა­და მაია ასა­თი­ან­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“სამწუხაროდ, თამუნა ამაზე არ საუბრობს და რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ - რა გაიხსენა მაია ასათიანმა თამუნა მუსერიძესთან და “ჩვილებით ვაჭრობასთან“ დაკავშირებით (ვიდეო)

“სამწუხაროდ, თამუნა ამაზე არ საუბრობს და რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ - რა გაიხსენა მაია ასათიანმა თამუნა მუსერიძესთან და “ჩვილებით ვაჭრობასთან“ დაკავშირებით (ვიდეო)

ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გაიხსენა წლები, როდესაც მისი საავტორო გადაცემის მთელი გუნდი “ჩვილებით ვაჭრობის“ გახმაურებული საქმეების გამოძიებაში იყო ჩართული. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინეს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ისტორია, რომელმაც 8-წლიანი ძებნის შემდეგ მისი ბიოლოგიური მშობლები იპოვა.

მაია ასათიანის თქმით, ყველაფერი დაიწყო ასე...

“ბევრი ვიფიქრე ჩამეწერა თუ არა ეს ვიდეო. დღეს, მე რომ ეთერში ვიყო, ხუთშაბათს სტუმრად აუცილებლად მეყოლებოდა თამუნა მუსერიძე მის მამასთან ერთად. “პროფილის“ მთელი გუნდის სახელით მინდა ვთქვა, რომ თითოეული ჩვენგანი ვხარობთ შენი სიხარულით თამუნა. სულით და გულით გილოცავ, რომ ამდენწლიანი ძებნა დასრულდა,“ - მაია ასათიანმა მიმართვაში გაიხსენა, რომ “დაკარგული ჩვილების ძებნა ჯერ კიდევ 2008 წელს, ჟურნალისტ სოფო ოჩხიკიძესთან ერთად, გადაცემის მთელმა გუნდმა დაიწყო.

პირველი გადაცემა ეხებოდა გაყიდულ ჩვილებს.

“2008 წლიდან, 2021 წლამდე ჩემი საავტორო გადაცემის დახმარებით, ასობით გაყიდულმა ჩვილმა და უკვე გაზრდილმა იპოვა თავისი ბიოლოგიური ოჯახი. ვეხმარებოდით დედებს, რომლებსაც სამშობიაროში უთხრეს რომ მათი შვილი დაიღუპა, სინამდვილეში კი ყიდდნენ,“ - გაიხსენა ტელეწამყვანმა.

  • ასათიანის თქმით, სწორედ “პროფილის“ გუნდმა დაარწმუნა თამუნა მუსერიძე, რომ მისი ისტორია გაესაჯაროებინა და გადაცემაში ესაუბრა.

“როგორ გავიგეთ ჩვენ თამუნა მუსერიძის ამბავი? - სამწუხაროდ, თამუნა ამ თემაზე არ საუბრობს და რახან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ. ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც მისი გამზრდელი დედა გარდაიცვალა და მაშინ “პროფილის“ პროდიუსერი“ ნიკა ხაჩიძე იყო თამუნას მეგობარი. მახსოვს ჩვენს ოფისში რამდენი ხანი ვესაუბრებოდი თამუნას, რომ ეს ისტორია გაეხადა საჯარო და მოეყოლა “პროფილში“.

თამუნა გადაცემაში სტუმრად იყო ორჯერ - პირველი სტუმრობისას გაჩნდა კვალი სამეგრელოდან, თუმცა მაშინ ეს ძიება უშედეგოდ დასრულდა.

მეორეჯერაც იყო სტუმრად, თუმცა ამის შემდეგ რიგი მიზეზების გამო, რომელზეც ალბათ მოვა დრო და ვისაუბრებ, “პროფილი“ დაიხურა, მე წამოვედი “რუსთავი 2“- დან და ჩვენი ძიებაც შეწყდა...

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც საკუთარ დამსახურებებზე უყვარს საუბარი. უბრალოდ გამიხარდებოდა, რომ სადღაც, ვიღაცას ეხსენებინა, რომ “ჩვილებით ყიდვა- გაყიდვის“ კარტელს ფარდა ახადა ჩემმა საავტორო გადაცემამ“, - განაცხადა მაია ასათიანმა.

იხილეთ ასევე: