საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს" - რა თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა წაგებული მატჩის შემდეგ?
"ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს" - რა თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა წაგებული მატჩის შემდეგ?

ერთა ლი­გის პირ­ველ ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჩე­ხე­თი დიდი ან­გა­რი­შით და­ა­მარ­ცხა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­კენ სვლას წარ­მა­ტე­ბით შე­უდ­გა. თა­მა­ში ორი­ვე გუნ­დმა ფრთხი­ლად და­ი­წყო, პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი სტუმ­რებ­მა შექ­მნეს, რო­დე­საც ში­კის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვილ­მა მო­ი­გე­რია. ჩე­ხე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უპი­რა­ტე­სო­ბას და­ე­უფლნენ, უფრო მარ­ჯვე­ნა ფლან­გი­დან გვი­ტევ­დნენ, სა­ი­და­ნაც ცენ­ტრში აკე­თებ­დნენ გა­და­ცე­მებს. მას­პინ­ძლე­ბი სწრა­ფი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბით ცდი­ლობ­დნენ მიზ­ნის მიღ­წე­ვას, 32-ე წუთ­ზე კრე­იჩ­მა„კვა­რა“ სა­ჯა­რი­მო­ში წა­აქ­ცია და პე­ნალ­ტი თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:0 დას­რულ­და. მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყი­სი­დან­ვე „ჯვა­როს­ნე­ბი“ სი­ტუ­ა­ცი­ას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­დნენ. 53-ე წუთ­ზე გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძემ დრიბ­ლინ­გი ულა­მა­ზე­სი გო­ლით და­აგ­ვირ­გვი­ნა. 63-ე წუთ­ზე ჩე­ხე­ბის კარი უკვე გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ და­ლაშ­ქრა, 66-ზე კი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა. მე-80 წუთ­ზე სტუმ­რებ­მა ერთი გო­ლის გაქ­ვით­ვა შეძ­ლეს. მატ­ჩის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში 4:1 და­ფიქ­სირ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან და­მარ­ცხე­ბის შემ­დგომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი ჩე­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ივან ჰა­შეკ­მა გა­ა­კე­თა:

"დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩის შე­დე­გი თა­ვად იხი­ლეთ, შე­დე­გი ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტყვე­ლებს, პო­ზი­ტი­ურს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი და უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ემო­ცი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა არა­სა­თა­ნა­დო გვქონ­და და შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნა ამა­ნაც მო­ახ­დი­ნა.

დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩის დროს ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა დიდი სხვა­ო­ბით გვა­ჯო­ბეს. ჩვე­ნი მატ­ჩის­წი­ნა პროგ­ნო­ზი და მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა. ისევ ხაზს გა­ვუ­სამ, რომ ეს შე­დე­გი ძა­ლი­ან ცუ­დია და იმედს გა­მოვ­თქვამ, უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­თან სხვა­ნა­ირ შეხ­ვედ­რას ვი­ხი­ლავთ".

მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რას ჩვე­ნი გუნ­დი 10 სექ­ტემ­ბერს, გას­ვლა­ზე ალ­ბა­ნეთ­თან ჩა­ა­ტა­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
0

უდიდესი სიხარული ვიგრძენი. ასე ვთამაშობდით, მანამ ვიტალი დაიღუპებოდა. 40 წელია, ჩამკვდარია ქართული ფეხბურთი. დიდება სანიოლს, დიდება ქართველ ფეხბურთელებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს" - რა თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა წაგებული მატჩის შემდეგ?

"ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს" - რა თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა წაგებული მატჩის შემდეგ?

ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ სვლას წარმატებით შეუდგა. თამაში ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც შიკის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. ჩეხები გარკვეული პერიოდი უპირატესობას დაეუფლნენ, უფრო მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ, საიდანაც ცენტრში აკეთებდნენ გადაცემებს. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, 32-ე წუთზე კრეიჩმა„კვარა“ საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე „ჯვაროსნები“ სიტუაციას სრულად აკონტროლებდნენ. 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დრიბლინგი ულამაზესი გოლით დააგვირგვინა. 63-ე წუთზე ჩეხების კარი უკვე გიორგი მიქაუტაძემ დალაშქრა, 66-ზე კი გიორგი ქოჩორაშვილმა. მე-80 წუთზე სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდგომ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა გააკეთა:

"დღევანდელი მატჩის შედეგი თავად იხილეთ, შედეგი ყველაფერზე მეტყველებს, პოზიტიურს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა არასათანადო გვქონდა და შედეგზე გავლენა ამანაც მოახდინა.

დღევანდელი მატჩის დროს ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს. ჩვენი მატჩისწინა პროგნოზი და მოლოდინი არ გამართლდა. ისევ ხაზს გავუსამ, რომ ეს შედეგი ძალიან ცუდია და იმედს გამოვთქვამ, უკრაინის ნაკრებთან სხვანაირ შეხვედრას ვიხილავთ".

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს, გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.

იხილეთ ასევე: