პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოვიძახეთ ახალი სახეები... გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო" - რა თქვა სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ?
"გამოვიძახეთ ახალი სახეები...  გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო" - რა თქვა სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ?

დღეს, 7 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი უე­ფას ერთა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს.

მატ­ჩი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ამას­თან, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მო­ე­წყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე, სა­დაც დიდ ეკ­რან­ზე მატ­ჩის ყუ­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ნაკ­რებ­მა მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში სა­გუ­რა­მოს საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე ჩა­ა­ტა­რა. ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც მთა­ვარ მწვრთნელ­თან ერ­თად, მე­დი­ის შე­კი­თხვებს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, გუ­რამ კა­ში­ამ უპა­სუ­ხა.

"ჩე­ხე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბე­ბი თით­ქმის იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით ხვდე­ბი­ან ხვა­ლინ­დელ შეხ­ვედ­რას, რო­გორც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იყო. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ხა­სი­ა­თის თა­მაშს ველი. ვი­ცით, რა კომ­პო­ნენ­ტებ­შია გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩვე­ნი მე­ტო­ქე. სამი ქუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად უკეთ უნდა ვი­თა­მა­შოთ, ვიდ­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ძა­ლი­ან რთუ­ლი შეხ­ვედ­რა გვე­ლის.

ბოლო პე­რი­ოდ­ში დაც­ვის ხაზ­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და. და­ვით ხო­ჭო­ლა­ვამ კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა, სო­ლო­მონ კვერ­კვე­ლია სიის და­სა­ხე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში უგუნ­დოდ იყო. ასე რომ, გა­მო­ვი­ძა­ხეთ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. ლუკა გად­რა­ნი და საბა გოგ­ლი­ჩი­ძე, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დით. რო­დე­საც ემ­პო­ლი­ში და­ი­წყო თა­მა­ში, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ლო­დი­ნი სა­ჭი­რო აღარ იყო. გუნდთან ერ­თად უკვე რამ­დე­ნი­მე ვარ­ჯი­ში ჩა­ა­ტა­რა. მისი ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს არის მო­თა­მა­შე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია დაგ­ვეხ­მა­როს ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო. თუმ­ცა, რაც უფრო მეტს მი­აღ­წევ, ყო­ველ­თვის უფრო მეტი გინ­და. ვფიქ­რობ, ფეხ­ბურ­თე­ლებს სწო­რედ ასე­თი მო­ტი­ვა­ცია აქვს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ხით რა­ღაც შე­სა­ნიშ­ნავს მი­აღ­წი­ეს და მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, რათა კი­დევ ერთხელ მოხ­ვდნენ ასე­თი დო­ნის ტურ­ნირ­ზე.

ერთა ლიგა შე­და­რე­ბით ახა­ლი ტურ­ნი­რია. ზო­გი­ერ­თი გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ზო­გის­თვის კი ნაკ­ლე­ბად. ბევ­რი დიდი გუნ­დი ამ ტურ­ნირს ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბი­ვით უყუ­რებს, რათა მო­ემ­ზა­დოს დიდი ტურ­ნი­რე­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთა ლიგა ორ­ჯერ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ახლა უკვე B ლი­გა­ში ვართ, სა­დაც ყვე­ლა მე­ტო­ქე რე­ი­ტინ­გში ჩვენ­ზე მაღ­ლა დგას. ეს არ იქ­ნე­ბა ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბი ჩვენ­თვის. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი რთუ­ლი ტურ­ნი­რი იყო. ამის შემ­დეგ, ასეთ ძლი­ერ გუნ­დებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა კარ­გია, რად­გან ვნა­ხავთ რა გვას­წავ­ლა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­მა. ეს ერთა ლიგა იქ­ნე­ბა ტეს­ტი ჩვენ­თვის, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად ვის­წავ­ლეთ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში“ - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­ოლ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა:

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ვა­ლენ­სია, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ლო­რია (ომო­ნია არა­დი­პუ, კვიპ­რო­სი), ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (პან­სე­რა­ი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი)

დაც­ვა: გუ­რამ კა­შია (სლო­ვა­ნი, სლო­ვა­კე­თი), ოთარ კა­კა­ბა­ძე (კრა­კო­ვია, პო­ლო­ნე­თი), გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი (პერ­სე­პო­ლი­სი, ირა­ნი), ლაშა დვა­ლი (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი (კრე­მო­ნე­ზე, იტა­ლია), გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი (კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი, და­ნია), ირაკ­ლი აზა­რო­ვი (შახ­ტა­რი, უკ­რა­ი­ნა), ლუკა გად­რა­ნი (კა­ი­რა­თი, ყა­ზა­ხე­თი), საბა გოგ­ლი­ჩი­ძე (ემ­პო­ლი, იტა­ლია), ჯიმი ტა­ბი­ძე (დი­ნა­მო მა­ხა­ჩყა­ლა, რუ­სე­თი)

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა/თავ­დას­ხმა: გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (უო­ტფორ­დი, ინ­გლი­სი), ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი (შტურ­მი, ავ­სტრია), გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი (ლე­ვან­ტე, ეს­პა­ნე­თი), სან­დრო ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი (ვოლფსბერ­გი, ავ­სტრია), შოთა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი (ჩერ­კა­სი, უკ­რა­ი­ნა), გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი (გრა­ნა­და, ეს­პა­ნე­თი), საბა ლობ­ჟა­ნი­ძე (ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი, აშშ), გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე (ლი­ო­ნის ოლიმ­პი­კი, საფ­რან­გე­თი), ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე (კარლსრუე, გერ­მა­ნია), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ნა­პო­ლი, იტა­ლია), ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი (სენტ-ეტი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი)

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
0

გამარჯვება ბიჭებო!

გულშემატკივარი
0

წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მინდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვახარონ. ♥️✌🏽🇬🇪

ავტორი:

"გამოვიძახეთ ახალი სახეები... გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო" - რა თქვა სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ?

"გამოვიძახეთ ახალი სახეები...  გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო" - რა თქვა სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ?

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი.

ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ უპასუხა.

"ჩეხეთის და საქართველოს ნაკრებები თითქმის იგივე შემადგენლობით ხვდებიან ხვალინდელ შეხვედრას, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო. დაახლოებით იგივე ხასიათის თამაშს ველი. ვიცით, რა კომპონენტებშია გამორჩეული ჩვენი მეტოქე. სამი ქულის მოსაპოვებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან რთული შეხვედრა გველის.

ბოლო პერიოდში დაცვის ხაზში გარკვეული პრობლემები გვქონდა. დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, სოლომონ კვერკველია სიის დასახელების პერიოდში უგუნდოდ იყო. ასე რომ, გამოვიძახეთ ახალი სახეები. ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ძალიან კარგად ვიცნობდით. როდესაც ემპოლიში დაიწყო თამაში, გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო. გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. მისი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ახლაც და მომავალშიც.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის საოცარი შეგრძნება იყო. თუმცა, რაც უფრო მეტს მიაღწევ, ყოველთვის უფრო მეტი გინდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სწორედ ასეთი მოტივაცია აქვს. ევროპის ჩემპიონატის სახით რაღაც შესანიშნავს მიაღწიეს და მომავალში უფრო მეტის გაკეთების სურვილი აქვთ, რათა კიდევ ერთხელ მოხვდნენ ასეთი დონის ტურნირზე.

ერთა ლიგა შედარებით ახალი ტურნირია. ზოგიერთი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგისთვის კი ნაკლებად. ბევრი დიდი გუნდი ამ ტურნირს ამხანაგური მატჩებივით უყურებს, რათა მოემზადოს დიდი ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. საქართველოსთვის ერთა ლიგა ორჯერ იყო წარმატებული. ახლა უკვე B ლიგაში ვართ, სადაც ყველა მეტოქე რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას. ეს არ იქნება ამხანაგური მატჩები ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირი იყო. ამის შემდეგ, ასეთ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირება კარგია, რადგან ვნახავთ რა გვასწავლა ევროპის ჩემპიონატმა. ეს ერთა ლიგა იქნება ტესტი ჩვენთვის, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად ვისწავლეთ საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში“ - აღნიშნა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

წყარო