მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებებზე
დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მო­რი­გი მცდე­ლო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ავრცე­ლებს.

  • რო­გორც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს ადას­ტუ­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბაც, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინგს მა­ლე­ვე მოჰ­ყვა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­ნაგ­რძობს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ას. 6 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მო­რი­გი მცდე­ლო­ბაა. სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს ადას­ტუ­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბაც, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინგს მა­ლე­ვე მოჰ­ყვა, ასე­ვე სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ე­ბის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბე­ბის ღიად პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა.

  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მო­რიგ თავ­დას­ხმას წინ უძღო­და აშშ-ის ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კო­მი­სი­ის (ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის) გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ნა­თელს ჰფენს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ მოქ­მე­დე­ბებს და მო­ტი­ვებს. ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ამ პირ­და­პირ თქვა, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ქოლ­ცენ­ტრე­ბის ქსე­ლე­ბი­დან მი­ღე­ბულ შავ ფულს იყე­ნებს, რათა და­ა­ფი­ნან­სოს სა­კუ­თა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი და შე­ა­ვიწ­რო­ვოს ოპო­ზი­ცია. ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის მხი­ლე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, თა­ვი­დან აი­რი­დოს შე­დე­გე­ბი, რა­საც მას უქა­დის ამ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში სა­ხელ­მწი­ფოს ზურ­გით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამი­ტომ ცდი­ლობს, ის­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის­კენ მი­მარ­თოს.

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს სა­ხელს მცდა­რად აკავ­ში­რებ­და ქოლ­ცენ­ტრე­ბის ქსელ­თან, გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ბრი­ტა­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში და ეს გა­რე­მო­ე­ბა, შე­ნიშ­ვნის სა­ხით, ხსე­ნე­ბულ ფილ­მს თან ერ­თვის. ამ მოვ­ლე­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მისი სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­სა­ცა­ვად, თა­ნამ­შრომ­ლებს გა­და­ე­ცა. ფილ­მის შე­სა­ხებ და­ვის შე­დე­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მისი დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გახ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "ფორ­მუ­ლა“ ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ შპს "მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯამ­ში მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე.

ავტორი:

დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებებზე

დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებებზე

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა, - ამის შესახებ განცხადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ავრცელებს.

  • როგორც დავით კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა.

"საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.

  • მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ქართული ოცნება მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჩემს სახელს მცდარად აკავშირებდა ქოლცენტრების ქსელთან, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში და ეს გარემოება, შენიშვნის სახით, ხსენებულ ფილმს თან ერთვის. ამ მოვლენების მიმდინარეობისას, მისი საკონტროლო პაკეტი, ტელეკომპანიის დასაცავად, თანამშრომლებს გადაეცა. ფილმის შესახებ დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე გახდება", - ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, რომელსაც "ფორმულა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.