კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და გადაწყვიტეს ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად" - ლევან ხაბეიშვილი
"კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და გადაწყვიტეს ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად" - ლევან ხაბეიშვილი

"კო­ბა­ხი­ძე და ივა­ნიშ­ვი­ლი არი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი, იცი­ან აგე­ბენ არ­ჩევ­ნებს და ახლა გა­და­წყვი­ტეს შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი აიყ­ვა­ნონ მძევ­ლად, და­ი­ჭი­რონ ან მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ატა­რონ სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე. მო­ვი­თხოვთ, რომ მოგ­ვე­ცეს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მშვი­დად ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ყველ­გან დაგ­ხვდე­ბათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა", - გა­ნა­ცხა­და “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ენმ-ის წევ­რის, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ.

  • ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სას­წრა­ფოდ უნდა შე­წყდეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის მი­მართ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, რად­გან მი­ე­ცეთ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში იმუ­შა­ონ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან.

"გამ­წა­რე­ბუ­ლია კო­ბა­ხი­ძე, ივა­ნიშ­ვი­ლი, აგე­ბენ არ­ჩევ­ნებს, აგე­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბით დე­და­ქა­ლაქ­ში. გლ­დან­ში და სამ­გორ­ში ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ 2020-ში წა­ა­გეს არ­ჩევ­ნე­ბი და ახლა ორი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი წი­ნა­ზე მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს, ახლა სა­სა­მარ­თლო­ში უნდა ატა­რონ. ჩვენ გვინ­და ვი­სა­უბ­როთ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ხელ­ფა­სებ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის ყოფა რო­გორ შემ­სუ­ბუქ­დეს, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ მათ უნ­დათ პენ­სი­ე­ბის ზრდა­ზე კი არ ვი­ლა­პა­რა­კოთ - არა! არა­მედ უნ­დათ, რომ და­ი­ჭი­რონ ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე. 1000 ლა­რი­ან პენ­სი­ა­ზე კი არ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, უნდა და­ი­ჭი­რონ ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე. სა­ბან­კო ოლი­გარ­ქი­ის დაშ­ლა­ზე კი არ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი არ უნ­დათ რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, არა­მედ სა­სა­მარ­თლო­ში, და­კი­თხვებ­ზე უნდა გვა­ტა­რონ. და­კა­ვე­ბუ­ლი უნდა ჰყავ­დეთ შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე. ცხა­დია, მო­სა­მარ­თლეც მო­ნა­წი­ლე­ობს ამ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ მოქ­მე­დე­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ხელი გვეშ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ისე­დაც ორი თვეა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და თუ გლ­და­ნის ხელ­მძღვა­ნელს სა­სა­მარ­თლო­ში ატა­რე­ბენ და და­ა­კა­ვე­ბენ, სამ­გო­რის ხელ­მძღვა­ნელს და­ა­კა­ვე­ბენ და სა­სა­მარ­თლო­ში ეყო­ლე­ბათ, რო­გორ უნდა ჩა­ვა­ტა­როთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რო­გო­რი დე­მოკ­რა­ტი­აა ეს? მათი სურ­ვი­ლით არც გლ­დან­ში უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, არც სამ­გორ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში ალ­ბათ ანა წით­ლი­ძეს და­ი­ჭე­რენ, იმე­რეთ­ში კი­დევ ვი­ღა­ცას, ვინ­მე არ მო­ე­წო­ნე­ბათ და და­ი­ჭე­რენ, ეს რო­გო­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­აა? ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მშვი­დად ვი­მუ­შა­ოთ და ავუხ­სნათ ამ არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს იზო­ლა­ცი­ას და სი­ღა­ტა­კეს, ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ევ­რო­კავ­შირს და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი არ­ჩე­ვა­ნია და უნდა იცო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვი­ზე­ბი­თაც კი აღარ შეგ­ვიშ­ვე­ბენ ევ­რო­პა­ში, არა­თუ უვი­ზოდ. ქვე­ყა­ნა და­ი­ხუ­რე­ბა მარ­თლა ჩა­ლით და და­ვემ­სგავ­სე­ბით ჩეჩ­ნეთს და ამ ქვეყ­ნის ჩეჩ­ნე­თი­ზა­ცია აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი ზუს­ტად ივა­ნიშ­ვილს. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა სას­წრა­ფოდ შე­წყდეს ეს ე.წ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი და მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვე­მუ­შა­ოთ ადა­მი­ა­ნებს. დავ­დი­ვართ ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ვე­სა­უბ­რე­ბით ხალ­ხს და გვა­ცა­დონ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ჯერ­ზე მი­ი­ღე­ბენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. არა­ვინ არ აპი­რებს და­ნე­ბე­ბას და ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბას, ვა­პი­რებთ ბო­ლომ­დე ბრძო­ლას ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მო­სა­მარ­თლეს გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­უ­ტა­ნია, გა­და­ი­დო და ახლა მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია უნდა ვი­ა­როთ და­კი­თხვებ­ზე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე. სა­სა­ცი­ლოა, რომ თურ­მე ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე ყო­ფი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა და კო­ბა­ი­ძე არის და­ლა­გე­ბუ­ლი და გო­მე­ლა­უ­რი არა­სა­ხი­ფა­თო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში სცემს 19-20 წლის ახალ­გაზ­რდებს თა­ვი­სი "ზონ­დე­რი“ ხა­რე­ბას მეშ­ვე­ო­ბით. თურ­მე ეს ხალ­ხი უნდა იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ხალ­ხთან სა­უ­ბა­რი. ასე არ გა­მო­ვა მე­გობ­რე­ბო, აუ­ცი­ლებ­ლად ყველ­გან შეგ­ხვდე­ბათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მო­სა­მარ­თლეს, რომ შე­წყვი­ტოს ეს პრო­ცე­სე­ბი და მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” შტა­ბის უფ­რო­სებს და ლი­დე­რებს მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ვა­ტა­როთ კამ­პა­ნია და ავუხ­სნათ ხალ­ხს თუ რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს არ­ჩევ­ნე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე შსს-მ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით ორი დღის წინ და­ა­კა­ვა. მა­ნამ­დე, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძის სახ­ლთან ხმა­უ­რი იყო.

რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტეს, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, კერ­ძოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძემ, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას­თან.

"ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე იმა­ვე ღა­მეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე კი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მომ­დევ­ნო სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 13 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა.

ავტორი:

"კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და გადაწყვიტეს ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად" - ლევან ხაბეიშვილი

"კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და გადაწყვიტეს ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად" - ლევან ხაბეიშვილი

"კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და ახლა გადაწყვიტეს შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად, დაიჭირონ ან მთელი საარჩევნო კამპანია ატარონ სასამართლოებზე. მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარების შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველგან დაგხვდებათ წინააღმდეგობა", - განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.

  • ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ სასამართლო პროცესები, რადგან მიეცეთ მათ შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში იმუშაონ მოქალაქეებთან.

"გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი წინაზე მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ - არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ. დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში. უკაცრავად, მაგრამ ისედაც ორი თვეა საარჩევნო კამპანია და თუ გლდანის ხელმძღვანელს სასამართლოში ატარებენ და დააკავებენ, სამგორის ხელმძღვანელს დააკავებენ და სასამართლოში ეყოლებათ, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, როგორი დემოკრატიაა ეს? მათი სურვილით არც გლდანში უნდა ვილაპარაკოთ, არც სამგორში, სამეგრელოში ალბათ ანა წითლიძეს დაიჭერენ, იმერეთში კიდევ ვიღაცას, ვინმე არ მოეწონებათ და დაიჭერენ, ეს როგორი საარჩევნო კამპანიაა? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა მშვიდად ვიმუშაოთ და ავუხსნათ ამ არჩევნების მნიშვნელობა.

ივანიშვილი გვთავაზობს იზოლაციას და სიღატაკეს, ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს და ქვეყნის განვითარებას. ძალიან მარტივი არჩევანია და უნდა იცოდეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ვიზებითაც კი აღარ შეგვიშვებენ ევროპაში, არათუ უვიზოდ. ქვეყანა დაიხურება მართლა ჩალით და დავემსგავსებით ჩეჩნეთს და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაცია აქვს გადაწყვეტილი ზუსტად ივანიშვილს. მთავარი მოთხოვნაა სასწრაფოდ შეწყდეს ეს ე.წ. სასამართლო პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა ვემუშაოთ ადამიანებს. დავდივართ ყველგან საქართველოს მასშტაბით და ვესაუბრებით ხალხს და გვაცადონ ადამიანებთან კომუნიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯერზე მიიღებენ წინააღმდეგობას. არავინ არ აპირებს დანებებას და ხელების ჩამოშვებას, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია, გადაიდო და ახლა მთელი საარჩევნო კამპანია უნდა ვიაროთ დაკითხვებზე, სასამართლო პროცესებზე. სასაცილოა, რომ თურმე ირაკლი ნადირაძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კობაიძე არის დალაგებული და გომელაური არასახიფათო ადამიანი, რომელიც ქუჩაში სცემს 19-20 წლის ახალგაზრდებს თავისი "ზონდერი“ ხარებას მეშვეობით. თურმე ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფლებაზე და ჩვენ არ შეგვიძლია ხალხთან საუბარი. ასე არ გამოვა მეგობრებო, აუცილებლად ყველგან შეგხვდებათ წინააღმდეგობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსებს და ლიდერებს მშვიდ გარემოში ჩავატაროთ კამპანია და ავუხსნათ ხალხს თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს არჩევნები”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

"ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. ირაკლი ეძგვერაძე კი სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა.