ავტორი:

ჯორჯიის შტატში სკოლაზე თავდასხმისთვის 14 წლის ბიჭია დაკავებული, დააკავეს მოზარდის მამაც - დედა ნარკოდანაშაულისთვის ციხეშია, ერთი წლით ადრე კი ბიჭმა შეტყობინებები გაგზავნა, სადაც....

ჯორჯიის შტატში სკოლაზე თავდასხმისთვის 14 წლის ბიჭია დაკავებული, დააკავეს მოზარდის მამაც - დედა ნარკოდანაშაულისთვის ციხეშია, ერთი წლით ადრე კი ბიჭმა შეტყობინებები გაგზავნა, სადაც....

გასულ ოთხშაბათს აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ უინდერის სკოლაში, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამაიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში მოათავსეს.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა - ის 14 წლის კოლტ გრეია. თავდამსხმელი სასამართლო პროცესზე უკვე გამოცხადდა. მოსამართლემ თავდაპირველად თქვა, რომ გრეის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ, თუმცა, მოგვიანებით, დამნაშავის ასაკის გამო ეს სასჯელი გამოირიცხა.

მედიის ინფორმაციით, მას როგორც სრულწლოვანს გაასამართლებენ. ხანმოკლე მოსმენის დროს გრეი საპროცესო განცხადებით არ გამოსულა. მისმა ადვოკატმა მოზარდისთვის გირაო არ მოითხოვა.

  • ცნობილია, რომ გრეი გასულ წელს ინტერნეტ სივრცეში ანონიმური შეტყობინებების გაგზავნის გამო დაკითხეს - ის სკოლაში სროლის მოწყობის განზრახვაზე წერდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ასევე დააკავა კოლტ გრეის მამა, კოლინ გრეიც. როგორც ცნობილია, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც კოლტი სკოლაში შეიჭრა, მას სწორედ მამამ მისცა. მამაკაცს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა და ბავშვებთან არასათანადო მოპყრობა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

მანამდე, 2023 წელს, ბრალდებული არასრულწლოვანის დედა, მარსი გრეი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.