სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის ანგარიშებზე“ - რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა
“ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის ანგარიშებზე“ - რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, “გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯამ­ში მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე“.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­შიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, მო­რი­გი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია და ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თულ 4 პირს, ასე­ვე და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი ორ ფი­ზი­კურ პირს და ერთ იუ­რი­დი­ულ პირს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის - შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დი“-ს ბა­ზა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ, ჩა­მო­ყა­ლიბ­და და 2019-2021 წლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მის მქო­ნე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის მი­ზანს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბა და შემ­დგომ­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დი“-ს სა­ხე­ლით იჯა­რით აღე­ბულ ფარ­თში მო­წყო­ბი­ლი ქოლ-ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს და მო­ტყუ­ე­ბით იყო­ლი­ებ­დნენ, წი­ნას­წარ შექ­მნილ ყალბ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებ­ზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ თით­ქოს­და მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია.

თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე, არე­გის­ტრი­რებ­დნენ მათ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებ­ზე, კრიპ­ტო ბირ­ჟებ­ზე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის თან­ხით შე­ძე­ნილ ვირ­ტუ­ა­ლურ აქ­ტი­ვებს რი­ცხავ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ელექტრო­ნულ სა­ფუ­ლე­ებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყალბ პლატ­ფორ­მებ­ზე სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აჩ­ვე­ნებ­დნენ ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ზრდას, ხოლო და­ბან­დე­ბუ­ლი თან­ხი­სა და მო­გე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, წყვეტ­დნენ ყო­ველ­გვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, სლო­ვე­ნი­ი­სა და სლო­ვა­კე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნილ და­ახ­ლო­ე­ბით 3 170 000 ევ­როს.

თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს ხსე­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბა და ჩარ­თვა ეკო­ნო­მი­კურ ბრუნ­ვა­ში, მათ შო­რის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის შე­ძე­ნის გზით. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯამ­ში მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, მათ შო­რის უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა და­მა­ტე­ბით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის ანგარიშებზე“ - რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა

“ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის ანგარიშებზე“ - რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, “გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს “მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე“.

როგორც საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება.

“საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს “მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

შპს “მორგან ლიმიტედი“-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.

თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.

თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს “მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: