მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორც უპოვა დედამ ლედი გაგას იდეალური საქმრო - "მაიკლის მსგავსი არავინ შემხვედრია... მას არ შეეშინდა ჩემთვის ხელის ჩაჭიდება"
როგორც უპოვა დედამ ლედი გაგას იდეალური საქმრო - "მაიკლის მსგავსი არავინ შემხვედრია... მას არ შეეშინდა ჩემთვის ხელის ჩაჭიდება"

ლედი გა­გას თქმით, დე­და­მის­მა მაიკლ პო­ლანსკის­თან ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. პოპ ვარ­სკვლა­ვი ამ­ბობს, რომ მა­ნამ, ვიდ­რე ის საქმროს გა­იც­ნობ­და, დე­და­მის­მა უკვე იცო­და, რომ მა­იკლ პო­ლანსკი მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბო­და.

ლედი გა­გამ, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ­ზე აპ­რილ­ში და­ი­ნიშ­ნა, Vogue-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გამ­ჟღავ­ნა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დე­და­მი­სის, სინ­თია გერ­მა­ნო­ტას მეშ­ვე­ო­ბით 2019 წელს გა­იც­ნო. გერ­მა­ნო­ტამ, რო­მე­ლიც გა­გას Born This Way ფონდს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, პო­ლანსკი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­იც­ნო.

“მას­თან შეხ­ვედ­რის მერე, დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, - მგო­ნი, ახ­ლა­ხან შენი ქმა­რი გა­ვი­ცა­ნიო, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, - ჩემი ქმრის გა­საც­ნო­ბად თვი­თონ არ ვარ მზად- მეთ­ქი... ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ დე­და­ჩემ­მა ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იპო­ვა?“

თა­ვად წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ან­ტერპრე­ნე­რი შონ პარ­კე­რის 40 წლის იუ­ბი­ლე­ზე, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­იც­ნო:

"მოწ­ვე­ვა რომ მი­ვი­ღე, ვი­კი­თხე, - ნეტა მა­იკ­ლი იქ იქ­ნე­ბა - მეთ­ქი... დე­დამ მი­პა­სუ­ხა, ი კიო, ასე რომ, წვე­უ­ლე­ბა­ზე წა­ვე­დი და გა­მუდ­მე­ბით მას ვკი­თხუ­ლობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, მა­იკ­ლი ჩემ­თან მი­ვი­და და სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყვე­ტად ვლა­პა­რა­კობ­დით. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი დი­ა­ლო­გი გვქონ­და“.

გა­გამ და პო­ლანსკიმ ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძე­ლეს, ვიდ­რე პირ­ველ პა­ე­მან­ზე წა­ვი­დოდ­ნენ და "ერ­თმა­ნე­თი მა­შინ­ვე შე­უყ­ვარ­დე­ბო­დათ“. COVID-19-ის პან­დე­მი­ის დროს პო­ლანსკი, გა­გას­თან ერ­თად, მის სახ­ლში, მა­ლი­ბუ­ში ცხოვ­რობ­და.

"ეს ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო... თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის შემ­დეგ, სულ ჩემს კა­რი­ე­რა­ზე ვი­ყა­ვი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. პან­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო ის, რომ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მო­ვახ­დი­ნე სრუ­ლი ფო­კუ­სი­რე­ბა. ასე­თი მხარ­დამ­ჭე­რი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­საც ლედი გა­გას მიღ­მა, სურ­და ჩემი გაც­ნო­ბა“.

თუმ­ცა გა­გამ აღი­ა­რა, რომ პან­დე­მია ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის ასე­თი და­დე­ბი­თი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა:

"ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო იმის ყუ­რე­ბა, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამან მსოფ­ლი­ო­ზე. არა­მარ­ტო იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ავად იყ­ვნენ და ბევ­რი გარ­და­იც­ვა­ლა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ბევ­რი მარ­ტო იყო. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მე მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ. მა­იკ­ლის მსგავ­სი არა­ვინ შემ­ხვედ­რია. ის სა­ოც­რად ჭკვი­ა­ნი და კე­თი­ლია. მისი და ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ის პრი­ვა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ჩემ­თან მარ­ტო იმ მი­ზე­ზი­თაა, რომ ერ­თმა­ნეთს ვერ­გე­ბით. მინ­და, ჩემ­მა ფა­ნებ­მა იცოდ­ნენ, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.“

მომ­ღერ­ლის სი­ტყვე­ბით, მისი 2020 წლის ალ­ბო­მი Chromatica ისე­თი მძი­მე იყო, მსგავს აღა­რას­დროს შექ­მნის...

"ეს ალ­ბო­მი ჩემი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ნელ პე­რი­ოდს შე­ე­ხე­ბო­და. სიბ­ნე­ლე­ში ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ტან­ჯე­ბო­დი. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა შეც­ვლა და­ი­წყო, რად­გან რე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი გა­მიჩ­ნდა, რო­მე­ლიც ხე­დავ­და იმ ყვე­ლა­ფერს, რის გა­მოც უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყა­ვი. მას არ შე­ე­შინ­და ჩემ­თვის ხე­ლის ჩა­ჭი­დე­ბა და ჩემი გაც­ნო­ბა..."

წყვი­ლი ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­ზეც გა­გას ფილ­მის Joker: folie à Deux-ის პრე­მი­ე­რა შედ­გა. ვარ­სკვლა­ვი პარტნი­ო­რო­ბას ხო­ა­კინ ფე­ნიქსს უწევს.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორც უპოვა დედამ ლედი გაგას იდეალური საქმრო - "მაიკლის მსგავსი არავინ შემხვედრია... მას არ შეეშინდა ჩემთვის ხელის ჩაჭიდება"

როგორც უპოვა დედამ ლედი გაგას იდეალური საქმრო - "მაიკლის მსგავსი არავინ შემხვედრია... მას არ შეეშინდა ჩემთვის ხელის ჩაჭიდება"

ლედი გაგას თქმით, დედამისმა მაიკლ პოლანსკისთან ქალიშვილის ქორწინება იწინასწარმეტყველა. პოპ ვარსკვლავი ამბობს, რომ მანამ, ვიდრე ის საქმროს გაიცნობდა, დედამისმა უკვე იცოდა, რომ მაიკლ პოლანსკი მისი ქალიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გახდებოდა.

ლედი გაგამ, რომელიც ბიზნესმენზე აპრილში დაინიშნა, Vogue-თან ინტერვიუში გამჟღავნა, რომ შეყვარებული დედამისის, სინთია გერმანოტას მეშვეობით 2019 წელს გაიცნო. გერმანოტამ, რომელიც გაგას Born This Way ფონდს ხელმძღვანელობს, პოლანსკი საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიცნო.

“მასთან შეხვედრის მერე, დედაჩემმა მითხრა, - მგონი, ახლახან შენი ქმარი გავიცანიო, რაზეც ვუპასუხე, - ჩემი ქმრის გასაცნობად თვითონ არ ვარ მზად- მეთქი... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემმა ჩემთვის საუკეთესო ადამიანი იპოვა?“

თავად წყვილმა ერთმანეთი ანტერპრენერი შონ პარკერის 40 წლის იუბილეზე, ლოს-ანჯელესში გაიცნო:

"მოწვევა რომ მივიღე, ვიკითხე, - ნეტა მაიკლი იქ იქნება - მეთქი... დედამ მიპასუხა, ი კიო, ასე რომ, წვეულებაზე წავედი და გამუდმებით მას ვკითხულობდი. საბოლოოდ, მაიკლი ჩემთან მივიდა და სამი საათის განმავლობაში, უწყვეტად ვლაპარაკობდით. ყველაზე საოცარი დიალოგი გვქონდა“.

გაგამ და პოლანსკიმ ტელეფონით საუბარი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელეს, ვიდრე პირველ პაემანზე წავიდოდნენ და "ერთმანეთი მაშინვე შეუყვარდებოდათ“. COVID-19-ის პანდემიის დროს პოლანსკი, გაგასთან ერთად, მის სახლში, მალიბუში ცხოვრობდა.

"ეს ნამდვილად განსაკუთრებული იყო... თინეიჯერობის შემდეგ, სულ ჩემს კარიერაზე ვიყავი კონცენტრირებული. პანდემიის ნამდვილი საჩუქარი იყო ის, რომ პირად ურთიერთობაზე მოვახდინე სრული ფოკუსირება. ასეთი მხარდამჭერი, სიყვარულით სავსე ადამიანი გავიცანი, რომელსაც ლედი გაგას მიღმა, სურდა ჩემი გაცნობა“.

თუმცა გაგამ აღიარა, რომ პანდემია ბევრი სხვა ადამიანისთვის ასეთი დადებითი სულაც არ ყოფილა:

"ძალიან მტკივნეული იყო იმის ყურება, რა გავლენა მოახდინა ამან მსოფლიოზე. არამარტო იმიტომ, რომ ადამიანები ავად იყვნენ და ბევრი გარდაიცვალა, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი მარტო იყო. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მე მარტო არ ვყოფილვარ. მაიკლის მსგავსი არავინ შემხვედრია. ის საოცრად ჭკვიანი და კეთილია. მისი და ჩემი ცხოვრება ძალიან განსხვავებულია. ის პრივატული ადამიანია და ჩემთან მარტო იმ მიზეზითაა, რომ ერთმანეთს ვერგებით. მინდა, ჩემმა ფანებმა იცოდნენ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.“

მომღერლის სიტყვებით, მისი 2020 წლის ალბომი Chromatica ისეთი მძიმე იყო, მსგავს აღარასდროს შექმნის...

"ეს ალბომი ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშინელ პერიოდს შეეხებოდა. სიბნელეში ვიყავი. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდი. მაგრამ ყველაფერმა შეცვლა დაიწყო, რადგან რეალური მეგობარი გამიჩნდა, რომელიც ხედავდა იმ ყველაფერს, რის გამოც უკმაყოფილო ვიყავი. მას არ შეეშინდა ჩემთვის ხელის ჩაჭიდება და ჩემი გაცნობა..."

წყვილი ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, რომელზეც გაგას ფილმის Joker: folie à Deux-ის პრემიერა შედგა. ვარსკვლავი პარტნიორობას ხოაკინ ფენიქსს უწევს.

წყარო