საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სასწაულებრივი, შემაძრწუნებელი ქართული დრამა” - მსოფლიო პრესა ეხმაურება დეა კულუმბეგაშვილის “აპრილს”, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა
“სასწაულებრივი, შემაძრწუნებელი ქართული დრამა” - მსოფლიო პრესა ეხმაურება დეა კულუმბეგაშვილის “აპრილს”, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ახა­ლი ფილ­მის, "აპ­რი­ლის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა.

კი­ნო­სუ­რათს ცნო­ბილ­მა უცხო­ურ­მა გა­მო­ცე­მებ­მა რე­ცენ­ზი­ე­ბი მი­უ­ძღვნეს. Guardian, Hollywood Reporter და Variety, ფილ­მს და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ და კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კი­ნო­სუ­რა­თად იხ­სე­ნი­ე­ბენ. გთა­ვა­ზობთ თი­თო­ე­ულ რე­ცენ­ზი­ას.

  • Guardian-ის რე­ცენ­ზი­ის სა­თა­უ­რი ასე­თია: “ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დრა­მით აბორ­ტის თე­მა­ზე, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი თა­ვის მთლი­ან პო­ტენ­ცი­ალს აღ­წევს”. კი­ნოკ­რი­ტი­კო­სის, პი­ტერ ბრედ­შო­უს სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რია, რომ­ლის სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შე­ვარ­მა "და­სა­წყის­მა" 'ოქ­როს" შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ამ ფილ­მის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი სკეპ­ტი­ციზ­მით ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, რად­გან მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სტი­ლი სხვა რე­ჟი­სო­რე­ბის­გან იყო ნა­სეს­ხე­ბი - მა­გა­ლი­თად, კარ­ლოს რე­ი­გა­და­სი­სა და მი­ხა­ელ ჰა­ნე­კეს შე­მოქ­მე­დე­ბი­დან.

მისი მე­ო­რე ფილ­მი, "აპ­რი­ლი", ახლა ვე­ნე­ცი­ა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს თვე ჯერ არას­დროს უჩ­ვე­ნე­ბი­ათ ასე მძაფ­რად და მკაც­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ტჰა­უს სტი­ლის გავ­ლე­ნე­ბი კვლავ შე­სამ­ჩნე­ვია, კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვილ­მა მათი ოს­ტა­ტუ­რად ათ­ვი­სე­ბა შეძ­ლო და სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ენა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ფილმში კვლავ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი სტა­ტი­კუ­რი კად­რე­ბი, შო­რე­ულ მან­ძილ­ზე დი­ა­ლო­გე­ბი და ძა­ლა­დო­ბის ღია სცე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უც­ნა­უ­რი, თუმ­ცა ზღაპ­რუ­ლი კად­რე­ბის სე­რი­ე­ბი უფრო შო­კის­მომ­გვრე­ლად აქ­ცევს.

ნინა (ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი) მე­ა­ნია, რო­მე­ლიც დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, რად­გან ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, თით­ქოს ჩვი­ლის ამოყ­ვა­ნი­სას შეც­დო­მა და­უშ­ვა, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ ნინა სოფ­ლებ­ში პა­ცი­ენ­ტებს არა­ლე­გა­ლუ­რად აწ­ვდის კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებს და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ, უკა­ნო­ნო აბორ­ტებს ატა­რებს. მამა, რო­მელ­მაც შვი­ლი და­კარ­გა, აღ­შფო­თე­ბუ­ლია, ნი­ნას რე­პუ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს და გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს, რად­გან ეჭ­ვობს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ნი­ნამ სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თით­ქოს მისი ღა­რი­ბი ოჯა­ხი ბავ­შვე­ბის გა­რე­შე უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და.

ნი­ნას კო­ლე­გა და ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი (კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი) ამ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მთა­ვა­რი კონ­სულ­ტან­ტის მიერ და­ი­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ ნი­ნი­ძე თა­მა­შობს.

მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა რო­დია. ნინა სე­რი­ო­ზუ­ლად იტან­ჯე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ით; ის და­დის სოფ­ლებ­ში, მა­მა­კა­ცებს ქუ­ჩა­ში იც­ნობს და ძა­ლა­დობ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებს იწყებს, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ელფ­რი­დე იე­ლი­ნე­კის რო­მა­ნი­სა და ჰა­ნე­კეს ადაპ­ტა­ცი­უ­რი ფილ­მის გმი­რის, პი­ა­ნის­ტის ქცე­ვის მსგავ­სია. ფილ­მი წარ­სულ­ში ნი­ნას სექ­სუ­ა­ლუ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი ტკი­ვი­ლის და­მარ­ხულ ის­ტო­რი­ა­სა და შე­საძ­ლო ფეხ­მძი­მო­ბა­ზე გვაძ­ლევს მი­ნიშ­ნე­ბებს.

ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კი ის არის, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნე­ბი უც­ნა­უ­რი, ჩუმი სცე­ნე­ბით ნაც­ვლდე­ბა, სა­დაც ფარ­თო ლან­დშაფ­ტებ­სა და მუქ ინ­ტე­რი­ე­რებ­ში ბუნ­დო­ვა­ნი აჩ­რდი­ლი თუ მონ­სტრი ჩანს. ეს ნა­წა­მე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბაა თუ და­უმ­შვი­დე­ბე­ლი სინ­დი­სი? ან იქ­ნებ, ზრდას­რუ­ლი ჩა­ნა­სა­ხის ზმა­ნე­ბა?

ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "აბორ­ტის" თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ფილ­მი, სა­დაც რე­აქ­ცი­უ­ლი ან­ტი­ა­ბორ­ტის ძა­ლე­ბი აშ­კა­რა­დაა გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლი, ხოლო ორ­სუ­ლი ქა­ლის ის­ტო­რია ცალ­სა­ხა ემ­პა­თი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც ოდრი დი­ვა­ნის "მოვ­ლე­ნა­ში". არც ის ფილ­მია, სა­დაც აბორ­ტის გამ­კე­თე­ბე­ლი პირი მო­ძა­ლა­დედ ან შე­უ­რა­ცხა­და­დაა ასა­ხუ­ლი, რო­გორც კრის­ტი­ან მუნ­გი­უს "4 თვე, 3 კვი­რა და 2 დღე" ან მაიკ ლიის "ვერა დრე­ი­კი". ფილ­მი გა­ცი­ლე­ბით დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსხვერ­პლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის ნი­ნას მიერ აბორ­ტით გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მისი ქცე­ვა ცალ­სა­ხად ამით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი კი არ არის, არა­მედ - პი­რა­დი, და­მა­ლუ­ლი ტრავ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

"აპ­რი­ლის" ძალა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის წარ­მო­ა­ჩენს, რამ­დე­ნად ილუ­ზო­რუ­ლია მო­დერ­ნუ­ლო­ბის იდეა. ნინა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მე­თო­დე­ბით იწო­ნებს თავს, რაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, უსაფრ­თხო და ჰი­გი­ე­ნუ­რი მშო­ბი­ა­რო­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, ამ მხრივ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა კი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით ახა­ლი, მკაც­რი მე­თო­დე­ბით გა­მო­იკ­ვლე­ვენ: ღიად, გამჭვირ­ვა­ლედ, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მაგ­რამ ამ დიდ სივ­რცე­ებ­ში კვლავ ძვე­ლი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ბა­ტო­ნო­ბენ. ქა­ლის სხე­უ­ლე­ბი კვლავ მა­მა­კა­ცე­ბის ხელ­შია, ხოლო ნი­ნას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ კვლავ და­მორ­ჩი­ლე­ბის სადო-მა­ზო­ხის­ტუ­რი ფორ­მაა. კი­ნო­სუ­რა­თი ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მე­დი­ტა­ცი­აა სექ­სუ­ა­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­ულ­ზე”, - ასე აფა­სებს Guardian-ის კრი­ტი­კო­სი კი­ნო­სუ­რათს.

  • Hollywood Reporter-ის რე­ცენ­ზია, რო­მელ­ზეც კი­ნოკ­რი­ტი­კოს­მა ლეს­ლი ფელ­პე­რინ­მა იმუ­შა­ვა, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს აკე­თებს ფილ­მის გა­და­ღე­ბის სტილ­ზე და სი­უ­რე­ა­ლის­ტურ ელე­მენ­ტებ­ზე. სა­თა­ურ­ში ფილ­მი “სას­წა­უ­ლებ­რივ, შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ ქარ­თულ დრა­მად” არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

“დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ამა­ღელ­ვე­ბელ მე­ო­რე ფილმში "აპ­რი­ლი“, ნინა (ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი), პა­ტივ­ცე­მუ­ლი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, სა­ქარ­თვე­ლო­ში (ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა, არა - ამე­რი­კის შტა­ტი), გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქა­ლებს ჩუ­მად უკე­თებს აბორ­ტებს. ისე­ვე, რო­გორც მის წინა ნა­მუ­შე­ვარ­ში, "და­სა­წყი­სი“, რო­მე­ლიც ასე­ვე სუ­ხი­ტაშ­ვილ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი ერ­თგვა­რად მწა­რე რე­ა­ლიზმს, რაც რუ­მი­ნუ­ლი ახა­ლი ტალ­ღის­თვი­საა (გრძე­ლი კად­რე­ბი, ირი­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტი­კა, ჰი­პერ-ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი შეს­რუ­ლე­ბა) და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, გარ­კვე­ულ ფან­ტას­ტი­კურ ელე­მენ­ტებ­თან აერ­თი­ა­ნებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მთა­ვა­რი გმი­რის არე­უ­ლი გო­ნე­ბის პრო­ექ­ცია იყოს, ან, უბ­რა­ლოდ, სიმ­ბო­ლუ­რი თუ ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი ელე­მენ­ტი.

ეს სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ას­პექ­ტი მთლად კარ­გა­დაც არ მუ­შა­ობს, მაგ­რამ სუფ­თა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დრა­მა­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია, რომ ეს ფილ­მი ამ შე­მოდ­გო­მის ფეს­ტი­ვალ­თა სე­ზონ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ფილ­მებ­ში შე­დის. "აპ­რი­ლის" პრე­მი­ე­რა ვე­ნე­ცი­ა­ში შედ­გა და ის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ტო­რონ­ტო­ში, სან-სე­ბას­ტი­ან­ში და ნიუ-იორკში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

აბორ­ტი­სა და ქალ­თა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ თე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, თუ სას­წრა­ფო არა, ყო­ველ­თვის დრო­უ­ლია. არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა ისაა, რა­საც ამა თუ იმ ეტაპ­ზე თით­ქმის ყვე­ლა ქალი სა­კუ­თარ ან სხვის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ კი­ნო­ინ­დუსტრი­ის თვალ­საზ­რი­სით, ამ თე­მა­ზე ფილ­მე­ბი ჟი­უ­რის­თან და სხვა პრი­ზე­ბის გამ­ცემ ორ­გა­ნო­ებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ოქ­როს ლო­მის" სამი მფლო­ბე­ლი ფილ­მი პირ­და­პირ შე­ე­ხე­ბო­და აბორ­ტს ან ქა­ლის არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას:

"ვერა დრე­ი­კი", "მოვ­ლე­ნა" და გა­სუ­ლი წლის "საბ­რა­ლო­ნი". "აპ­რილ­ში", რუ­მი­ნუ­ლი ახა­ლი ტალ­ღის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელ­ფე­რი იმ­დე­ნად თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ გა­გახ­სე­ნებთ კრის­ტი­ან მუნ­გი­უს ფილ­მს - "4 თვე, 3 კვი­რა და 2 დღე“, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს გი­ნე­კო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რა­ზე და უკა­ნო­ნო აბორ­ტე­ბის რის­კებ­ზე".

  • Variety-ის რე­ცენ­ზია კი გაი ლოჯს ეკუთ­ვნის და შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: “ქა­ლე­ბის სი­ცო­ცხლის, უფ­ლე­ბე­ბი­სა და სხე­უ­ლე­ბის რა­დი­კა­ლურ, და­მან­გრე­ველ კვლე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი თვე თა­ვის რე­პუ­ტა­ცი­ას ამარ­თლებს”.

მი­მო­ხილ­ვა თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აბორ­ტი ორ­სუ­ლო­ბის 12 კვი­რამ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ლე­გა­ლუ­რია, თუმ­ცა ქა­ლებს იმგვა­რი კლი­ნი­კის მო­ძი­ე­ბა უჭირთ, რო­მე­ლიც მათ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და­თან­ხმდე­ბა.

“ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი უფ­ლე­ბაა, “კი, მაგ­რამ არა“ ხა­სი­ა­თის თაღ­ლი­თო­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გზა­თა­გან, რომ­ლი­თაც ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა იზღუ­დე­ბა იმ სამ­ყა­როს მიერ, რაც მათ მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში ანი­ჭებს. ნინა სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ღა­რიბ რე­გი­ონ­ში გა­მოც­დი­ლი მე­ა­ნია, რო­მელ­საც უკვე ჩვე­ვად ექცა ამ ჩაგ­ვრის მოთ­მე­ნა. ის იყე­ნებს თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და შე­და­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ პრი­ვი­ლე­გი­ებს, რათა შე­ზღუდ­ვე­ბის­თვის გვერ­დის ავლა შეძ­ლოს, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მას­თან ბრძო­ლა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს - და დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი მე­ო­რე სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის, "აპ­რი­ლის“ ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რავ მო­მენ­ტებ­ში - მისი პი­როვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა­საც კი.

რა თქმა უნდა, პატ­რი­არ­ქა­ტის, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თა­ვად ბუ­ნე­ბის სი­სას­ტი­კის შე­ტე­ვის ქვეშ მყო­ფი ქალ­თა იდენ­ტო­ბის, უფ­ლე­ბე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის უშე­ღა­ვა­თო და მძაფ­რი პა­ნო­რა­მა, "აპ­რი­ლი“ წარ­მო­ად­გენს კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ფორ­მა­ლურ რიტმს, ისე­ვე, რო­გორც ჩა­გუ­ბე­ბულ, ხში­რად თავ­ბრუ­დამ­ხვევ ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ის სრულ­ყო­ფი­ლად ახორ­ცი­ე­ლებს იმ დიდ და­ნა­პი­რებს, რაც კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის 2020 წლის დე­ბი­უტ­მა, "და­სა­წყის­მა“ დაგ­ვი­ტო­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში ქა­ლე­ბის დევ­ნი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­მა­ოგ­ნე­ბელ ამ­ბავს გვთა­ვა­ზობ­და, ხოლო ამ ფილმში კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვილს თა­ვი­სი რე­ჟი­სუ­რა სი­უ­რე­ა­ლიზმსა და რე­ა­ლურ სამ­ყა­როს შო­რის დაკ­ვირ­ვე­ბით მეტი უკი­დუ­რე­სო­ბე­ბის­კენ მიჰ­ყავს. შე­საძ­ლოა, ვე­ნე­ცი­ის წლე­ვან­დელ კონ­კურ­სში ეს იყოს ყვე­ლა­ზე მტკი­ცე და გა­მომ­წვე­ვი რე­ჟი­სო­რუ­ლი გა­ნა­ცხა­დი, რო­მელ­მაც 38 წლის რე­ჟი­სო­რი ფეს­ტი­ვა­ლის ავ­ტო­რე­ბის მო­წი­ნა­ვე ლი­გა­ში უნდა და­ამ­კვიდ­როს, თუმ­ცა ფილ­მი დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის­თვის რთულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

სან სე­ბას­ტი­ა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე იმ წელს, რო­დე­საც "და­სა­წყი­სი" გა­მო­ვი­და, იტა­ლი­ელ რე­ჟი­სორ ლუკა გუ­ა­და­ნი­ნო­ზე კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის პირ­ველ­მა ფილმმა იმ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ მის მე­ო­რე ფილმში პრო­დი­უ­სე­რად დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"აპ­რი­ლი“ სა­კუ­თა­რი თა­ვის ახ­სნას არ ცდი­ლობს, არა­მედ გვთა­ვა­ზობს, თა­ვად ვუ­ყუ­როთ, მო­ვუს­მი­ნოთ და გან­ვი­ცა­დოთ - ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც, ისე­ვე რო­გორც ფილ­მის ცენ­ტრში მდგა­რი კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბის მქო­ნე, მაგ­რამ მი­უწ­ვდო­მე­ლი ქალი, უზარ­მა­ზა­რი თა­ნაგ­რძნო­ბი­თა და გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი, უნუ­გე­შო სა­სო­წარ­კვე­თით აღი­ნიშ­ნე­ბა”, - წე­რია Variety-ს შე­ჯა­მე­ბა­ში.

წყა­რო: Guardian, Hollywood Reporter, Variety

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“სასწაულებრივი, შემაძრწუნებელი ქართული დრამა” - მსოფლიო პრესა ეხმაურება დეა კულუმბეგაშვილის “აპრილს”, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

“სასწაულებრივი, შემაძრწუნებელი ქართული დრამა” - მსოფლიო პრესა ეხმაურება დეა კულუმბეგაშვილის “აპრილს”, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, "აპრილის" პრემიერა გაიმართა.

კინოსურათს ცნობილმა უცხოურმა გამოცემებმა რეცენზიები მიუძღვნეს. Guardian, Hollywood Reporter და Variety, ფილმს დადებითად აფასებენ და კინოფესტივალზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კინოსურათად იხსენიებენ. გთავაზობთ თითოეულ რეცენზიას.

  • Guardian-ის რეცენზიის სათაური ასეთია: “ამაღელვებელი დრამით აბორტის თემაზე, დეა კულუმბეგაშვილი თავის მთლიან პოტენციალს აღწევს”. კინოკრიტიკოსის, პიტერ ბრედშოუს სტატიაში ვკითხულობთ:

“დეა კულუმბეგაშვილი საინტერესო ქართველი რეჟისორია, რომლის სადებიუტო ნამუშევარმა "დასაწყისმა" 'ოქროს" შეფასებები მიიღო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ ფილმის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმით ვიყავი განწყობილი, რადგან მეჩვენებოდა, რომ სტილი სხვა რეჟისორებისგან იყო ნასესხები - მაგალითად, კარლოს რეიგადასისა და მიხაელ ჰანეკეს შემოქმედებიდან.

მისი მეორე ფილმი, "აპრილი", ახლა ვენეციაშია წარმოდგენილი. ეს თვე ჯერ არასდროს უჩვენებიათ ასე მძაფრად და მკაცრად. მიუხედავად იმისა, რომ არტჰაუს სტილის გავლენები კვლავ შესამჩნევია, კულუმბეგაშვილმა მათი ოსტატურად ათვისება შეძლო და საკუთარი უნიკალური კინემატოგრაფიული ენა ჩამოაყალიბა. ფილმში კვლავ გამოიყენება ხანგრძლივი სტატიკური კადრები, შორეულ მანძილზე დიალოგები და ძალადობის ღია სცენები, რომლებსაც უცნაური, თუმცა ზღაპრული კადრების სერიები უფრო შოკისმომგვრელად აქცევს.

ნინა (ია სუხიტაშვილი) მეანია, რომელიც დიდი პრობლემების წინაშე დგას, რადგან ადანაშაულებენ, თითქოს ჩვილის ამოყვანისას შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ნინა სოფლებში პაციენტებს არალეგალურად აწვდის კონტრაცეპტივებს და არაოფიციალურ, უკანონო აბორტებს ატარებს. მამა, რომელმაც შვილი დაკარგა, აღშფოთებულია, ნინას რეპუტაციის შესახებ ინფორმაციას ფლობს და გამოძიებას ითხოვს, რადგან ეჭვობს, რომ სინამდვილეში, ნინამ სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო, თითქოს მისი ღარიბი ოჯახი ბავშვების გარეშე უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.

ნინას კოლეგა და ყოფილი პარტნიორი (კახა კინწურაშვილი) ამ გამოძიებაზე მთავარი კონსულტანტის მიერ დაინიშნა, რომელსაც ვეტერანი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს.

მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა როდია. ნინა სერიოზულად იტანჯება სექსუალური დისფუნქციით; ის დადის სოფლებში, მამაკაცებს ქუჩაში იცნობს და ძალადობრივ ურთიერთობებს იწყებს, რაც გარკვეულწილად ელფრიდე იელინეკის რომანისა და ჰანეკეს ადაპტაციური ფილმის გმირის, პიანისტის ქცევის მსგავსია. ფილმი წარსულში ნინას სექსუალური და რომანტიკული ტკივილის დამარხულ ისტორიასა და შესაძლო ფეხმძიმობაზე გვაძლევს მინიშნებებს.

ყველაზე გამაოგნებელი კი ის არის, რომ ტრადიციული დრამატული სცენები უცნაური, ჩუმი სცენებით ნაცვლდება, სადაც ფართო ლანდშაფტებსა და მუქ ინტერიერებში ბუნდოვანი აჩრდილი თუ მონსტრი ჩანს. ეს ნაწამები მოჩვენებაა თუ დაუმშვიდებელი სინდისი? ან იქნებ, ზრდასრული ჩანასახის ზმანება?

ეს არ არის ჩვეულებრივი "აბორტის" თემაზე შექმნილი ფილმი, სადაც რეაქციული ანტიაბორტის ძალები აშკარადაა გაკრიტიკებული, ხოლო ორსული ქალის ისტორია ცალსახა ემპათიითაა წარმოდგენილი, როგორც ოდრი დივანის "მოვლენაში". არც ის ფილმია, სადაც აბორტის გამკეთებელი პირი მოძალადედ ან შეურაცხადადაა ასახული, როგორც კრისტიან მუნგიუს "4 თვე, 3 კვირა და 2 დღე" ან მაიკ ლიის "ვერა დრეიკი". ფილმი გაცილებით დისტანცირებული და მიუკერძოებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ახალგაზრდა ქალებისთვის ნინას მიერ აბორტით გაწეული დახმარება მართლაც აუცილებელია, მისი ქცევა ცალსახად ამით მოტივირებული კი არ არის, არამედ - პირადი, დამალული ტრავმის გამოვლინებაა.

"აპრილის" ძალა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის წარმოაჩენს, რამდენად ილუზორულია მოდერნულობის იდეა. ნინა თანამედროვე საავადმყოფოში მუშაობს, რომელიც თანამედროვე სამედიცინო მეთოდებით იწონებს თავს, რაც, პრაქტიკულად, უსაფრთხო და ჰიგიენური მშობიარობის გარანტიას იძლევა, ამ მხრივ წარუმატებლობა კი ძალიან სერიოზული საკითხია, რომელსაც შედარებით ახალი, მკაცრი მეთოდებით გამოიკვლევენ: ღიად, გამჭვირვალედ, ანგარიშვალდებულობის გათვალისწინებით. მაგრამ ამ დიდ სივრცეებში კვლავ ძველი, საუკუნეების განმავლობაში უცვლელი პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები ბატონობენ. ქალის სხეულები კვლავ მამაკაცების ხელშია, ხოლო ნინას წინააღმდეგობა ამ ყველაფრის მიმართ კვლავ დამორჩილების სადო-მაზოხისტური ფორმაა. კინოსურათი ღრმად შემაშფოთებელი მედიტაციაა სექსუალობასა და დანაშაულზე”, - ასე აფასებს Guardian-ის კრიტიკოსი კინოსურათს.

  • Hollywood Reporter-ის რეცენზია, რომელზეც კინოკრიტიკოსმა ლესლი ფელპერინმა იმუშავა, ასევე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ფილმის გადაღების სტილზე და სიურეალისტურ ელემენტებზე. სათაურში ფილმი “სასწაულებრივ, შემაძრწუნებელ ქართულ დრამად” არის მოხსენიებული.

“დეა კულუმბეგაშვილის ამაღელვებელ მეორე ფილმში "აპრილი“, ნინა (ია სუხიტაშვილი), პატივცემული მეან-გინეკოლოგი, საქართველოში (ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, არა - ამერიკის შტატი), გამოუვალი მდგომარეობაში მყოფ ქალებს ჩუმად უკეთებს აბორტებს. ისევე, როგორც მის წინა ნამუშევარში, "დასაწყისი“, რომელიც ასევე სუხიტაშვილთან იყო დაკავშირებული, კულუმბეგაშვილი ერთგვარად მწარე რეალიზმს, რაც რუმინული ახალი ტალღისთვისაა (გრძელი კადრები, ირიბი სოციალური კრიტიკა, ჰიპერ-ნატურალისტური შესრულება) დამახასიათებელი, გარკვეულ ფანტასტიკურ ელემენტებთან აერთიანებს, რომელიც შეიძლება მთავარი გმირის არეული გონების პროექცია იყოს, ან, უბრალოდ, სიმბოლური თუ ექსპერიმენტალური ელემენტი.

ეს სიურეალისტური ასპექტი მთლად კარგადაც არ მუშაობს, მაგრამ სუფთა კინემატოგრაფია და ცხოვრებისეული დრამატული ელემენტები იმდენად ეფექტურია, რომ ეს ფილმი ამ შემოდგომის ფესტივალთა სეზონზე წარმოდგენილ ყველაზე ძლიერ ფილმებში შედის. "აპრილის" პრემიერა ვენეციაში შედგა და ის ფესტივალებზე ტორონტოში, სან-სებასტიანში და ნიუ-იორკში იქნება წარმოდგენილი.

აბორტისა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების გლობალური ცვლილებების ფონზე, ფილმები, რომლებიც ამ თემაზე დეტალურად ამახვილებენ ყურადღებას, თუ სასწრაფო არა, ყოველთვის დროულია. არასასურველი ორსულობა ისაა, რასაც ამა თუ იმ ეტაპზე თითქმის ყველა ქალი საკუთარ ან სხვის ცხოვრებაში განიხილავს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კინოინდუსტრიის თვალსაზრისით, ამ თემაზე ფილმები ჟიურისთან და სხვა პრიზების გამცემ ორგანოებთან განსაკუთრებულად წარმატებულია.

ვენეციის კინოფესტივალზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, "ოქროს ლომის" სამი მფლობელი ფილმი პირდაპირ შეეხებოდა აბორტს ან ქალის არჩევანის უფლებას:

"ვერა დრეიკი", "მოვლენა" და გასული წლის "საბრალონი". "აპრილში", რუმინული ახალი ტალღის დამახასიათებელი ელფერი იმდენად თვალსაჩინოა, რომ გაგახსენებთ კრისტიან მუნგიუს ფილმს - "4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გინეკოლოგიურ პროცედურაზე და უკანონო აბორტების რისკებზე".

  • Variety-ის რეცენზია კი გაი ლოჯს ეკუთვნის და შემდეგნაირადაა დასათაურებული: “ქალების სიცოცხლის, უფლებებისა და სხეულების რადიკალურ, დამანგრეველ კვლევაში ყველაზე სასტიკი თვე თავის რეპუტაციას ამართლებს”.

მიმოხილვა თავიდან ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში აბორტი ორსულობის 12 კვირამდე ოფიციალურად ლეგალურია, თუმცა ქალებს იმგვარი კლინიკის მოძიება უჭირთ, რომელიც მათ პროცედურის ჩატარებაზე დათანხმდება.

“ეს მოჩვენებითი უფლებაა, “კი, მაგრამ არა“ ხასიათის თაღლითობა, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალფეროვან გზათაგან, რომლითაც ქალების ცხოვრება იზღუდება იმ სამყაროს მიერ, რაც მათ მეტ თავისუფლებას ჰპირდება, ვიდრე სინამდვილეში ანიჭებს. ნინა საქართველოს აღმოსავლეთში, ღარიბ რეგიონში გამოცდილი მეანია, რომელსაც უკვე ჩვევად ექცა ამ ჩაგვრის მოთმენა. ის იყენებს თავის შესაძლებლობებსა და შედარებით სოციალურ პრივილეგიებს, რათა შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა შეძლოს, თუმცა წლების განმავლობაში სისტემასთან ბრძოლა მნიშვნელოვნად აზიანებს მის შინაგან სამყაროს - და დეა კულუმბეგაშვილის შემაძრწუნებელი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის, "აპრილის“ ყველაზე შემზარავ მომენტებში - მისი პიროვნების შეგრძნებასაც კი.

რა თქმა უნდა, პატრიარქატის, მაგრამ ზოგჯერ თავად ბუნების სისასტიკის შეტევის ქვეშ მყოფი ქალთა იდენტობის, უფლებებისა და სურვილების უშეღავათო და მძაფრი პანორამა, "აპრილი“ წარმოადგენს კონტროლირებულ ფორმალურ რიტმს, ისევე, როგორც ჩაგუბებულ, ხშირად თავბრუდამხვევ ადამიანურ გრძნობებს. შესაბამისად, ის სრულყოფილად ახორციელებს იმ დიდ დანაპირებს, რაც კულუმბეგაშვილის 2020 წლის დებიუტმა, "დასაწყისმა“ დაგვიტოვა, რომელიც ასევე საქართველოს სოფლებში ქალების დევნისა და ძალადობის გამაოგნებელ ამბავს გვთავაზობდა, ხოლო ამ ფილმში კულუმბეგაშვილს თავისი რეჟისურა სიურეალიზმსა და რეალურ სამყაროს შორის დაკვირვებით მეტი უკიდურესობებისკენ მიჰყავს. შესაძლოა, ვენეციის წლევანდელ კონკურსში ეს იყოს ყველაზე მტკიცე და გამომწვევი რეჟისორული განაცხადი, რომელმაც 38 წლის რეჟისორი ფესტივალის ავტორების მოწინავე ლიგაში უნდა დაამკვიდროს, თუმცა ფილმი დისტრიბუტორებისთვის რთულ გამოწვევად რჩება.

სან სებასტიანის ფესტივალზე იმ წელს, როდესაც "დასაწყისი" გამოვიდა, იტალიელ რეჟისორ ლუკა გუადანინოზე კულუმბეგაშვილის პირველმა ფილმმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მის მეორე ფილმში პროდიუსერად დახმარება შესთავაზა.

"აპრილი“ საკუთარი თავის ახსნას არ ცდილობს, არამედ გვთავაზობს, თავად ვუყუროთ, მოვუსმინოთ და განვიცადოთ - ნამუშევარი, რომელიც, ისევე როგორც ფილმის ცენტრში მდგარი კეთილი განზრახვების მქონე, მაგრამ მიუწვდომელი ქალი, უზარმაზარი თანაგრძნობითა და განმარტოებული, უნუგეშო სასოწარკვეთით აღინიშნება”, - წერია Variety-ს შეჯამებაში.

წყარო: Guardian, Hollywood Reporter, Variety

იხილეთ ასევე: