სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“ - რას წერს The Washington Post?
“უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“ - რას წერს The Washington Post?

“უკა­ნას­კნე­ლი მო­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“ - The Washington Post სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ სპექტრს მი­მო­ი­ხი­ლავს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი, იმუქ­რე­ბა, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს, აკ­რძა­ლავს ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უკა­ნას­კნე­ლი მო­წო­დე­ბა“.

“პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე დე­მოკ­რა­ტია ვერ იარ­სე­ბებს. სწო­რედ ამი­ტო­მაა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ღე­ბუ­ლი ბოლო ცნო­ბე­ბი ასე სა­გან­გა­შო. მმარ­თვე­ლი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი, იმუქ­რე­ბა, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს, აკ­რძა­ლავს ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უკა­ნას­კნე­ლი მო­წო­დე­ბა. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია მის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რის თქმით, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის არის ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი რჩე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის ერ­თგუ­ლი ევ­რო­პას­თან კავ­ში­რე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მცი­რე ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ი­დან მო­დის და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ კრი­ტი­კუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი, გა­სულ თვე­ში გა­მოს­ვლა­ში პირ­და­პირ თქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი “ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რია“. “არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის მო­ნო­ბა­სა და ევ­რო­პას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და ქალ­ბა­ტონ­მა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ სხვა რეპ­რე­სი­ულ ქვეყ­ნებ­ში მსგავს კა­ნო­ნებს იყე­ნე­ბენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და მათი და­ფი­ნან­სე­ბის ჩა­სახ­შო­ბად.

  • “რო­დე­საც პარ­ტია “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სცა­და გა­ე­ტა­რე­ბი­ნა რეპ­რე­სი­უ­ლი “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ამ წლის და­სა­წყის­ში, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩებ­ში, რომ გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ ის, რა­საც “რუ­სულ კა­ნონს“ უწო­დებ­დნენ და ხალ­ხს წინ ახალ­გაზ­რდე­ბი მი­უ­ძღოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ი­მარ­ჯვა, საპ­რე­ზი­დენ­ტო ვეტო გა­და­ლა­ხა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ძა­ლა­ში შე­ვი­და. სხვა რეპ­რე­სი­ულ ქვეყ­ნებ­ში მსგავს კა­ნო­ნებს იყე­ნე­ბენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და მათი და­ფი­ნან­სე­ბის ჩა­სახ­შო­ბად. ევ­რო­კავ­შირ­მა და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­აფრ­თხი­ლეს, რომ კა­ნო­ნი სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რაც უდა­ვოდ, არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მისი რუსი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მხარს უჭე­რენ მას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი იხ­სე­ნებს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ცალ­სა­ხად და­ი­მუქ­რა გა­სულ თვე­ში, რომ გა­ა­უქ­მებს მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და კო­ა­ლი­ცი­ებს, თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ 150-კა­ცი­ან პარ­ლა­მენ­ტში მი­ნი­მუმ 113 მან­დატს მო­ი­გებს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა“, - გა­ნა­ცხა­და მან ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და კო­ა­ლი­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­ა­არ­სა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ­მა რე­ჟიმ­მა და­ა­პა­ტიმ­რა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბოლო კო­მენ­ტა­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემ­ზა­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ბა­ტონ­მა კო­ბა­ხი­ძემ ცალ­სა­ხად არ თქვა, რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს, მაგ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ “მმარ­თვე­ლი პარ­ტია“ და­ამ­ტკი­ცებს, რომ ოპო­ზი­ცი­ამ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა რუ­სე­თის 2008 წლის შეჭ­რა­ში. ეს აბ­სურ­დია: რუ­სე­თი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს მისი ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი. “შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ და­ვა­ი­ნი­ცი­როთ, ან სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია შე­იქ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა და დას­ძი­ნა, რომ ეს გა­მო­იწ­ვევს ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­ძე­ვე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“ - რას წერს The Washington Post?

“უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“ - რას წერს The Washington Post?

“უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“ - The Washington Post საქართველოში არსებული პოლიტიკურ სპექტრს მიმოიხილავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შეიძლება იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანასკნელი მოწოდება“.

“პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნიდან, საქართველოდან მიღებული ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია “ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შეიძლება იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანასკნელი მოწოდება. შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია მის გადასარჩენად“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორის თქმით, რაც საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება დემოკრატიული მომავლის ერთგული ევროპასთან კავშირებით, “ქართული ოცნების“ რუსეთთან კავშირში ყოფნის მიუხედავად.

“საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მცირე ლიბერალური პარტიიდან მოდის და “ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, გასულ თვეში გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები “ეგზისტენციალურია“. “არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის“, - განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავს კანონებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად.

  • “როდესაც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ სცადა გაეტარებინა რეპრესიული “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი ამ წლის დასაწყისში, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რომ გაეპროტესტებინათ ის, რასაც “რუსულ კანონს“ უწოდებდნენ და ხალხს წინ ახალგაზრდები მიუძღოდნენ. საბოლოოდ “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავს კანონებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს, რომ კანონი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, რაც უდავოდ, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ქართული ოცნება“ და მისი რუსი მხარდამჭერები მხარს უჭერენ მას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი იხსენებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცალსახად დაიმუქრა გასულ თვეში, რომ გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს, თუ “ქართული ოცნება“ 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 113 მანდატს მოიგებს.

"სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალაა“, - განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, რომელიც დააარსა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღევანდელმა რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. პრემიერ-მინისტრის ბოლო კომენტარები კატეგორიულად მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ ცალსახად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ “მმართველი პარტია“ დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ, სააკაშვილის მეთაურობით, დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა რუსეთის 2008 წლის შეჭრაში. ეს აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი. “შესაძლებელია პროკურატურამ დაიწყოს კონკრეტული გამოძიება, რომელიც შეიძლება ჩვენ დავაინიციროთ, ან საპარლამენტო კომისია შეიქმნას“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს გამოიწვევს ოპოზიციის წევრების პარლამენტიდან გაძევებას“, - აღნიშნულია სტატიაში. იხილეთ ვრცლად