ავტორი:

სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება სავალდებულო გახდება?! - რაზე მუშაობს მთავრობა

სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება სავალდებულო გახდება?! - რაზე მუშაობს მთავრობა

საქართველოს მთავრობა მუშაობს მიწის კოდექსის პროექტზე, რომლის პარლამენტისთვის წარდგენაც მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე განიხილება.

როგორც პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, მიწის კოდექსის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ მიწის კანონმდებლობა არ არის სისტემატიზებული, მიწასთან დაკავშირებული საკითხები დაქსაქსულია და მოწესრიგებულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც ართულებს მიწასთან დაკავშირებული რეგულაციების აღქმადობას.

"გარდა აღნიშნულისა:

სხვადასხვა კანონში ტერმინები სხვადასხვაგვარად არის განმარტებული და ურთიერთშეუსაბამოა. საკანონმდებლო აქტები მიღებულია სხვადასხვა წლებში და არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შინაარსობრივად ერთგვაროვან საკითხებზე;

არსებული საკანონმდებლო აქტების აღსრულება წარმოადგენს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას, ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად არ არის გამიჯნული კომპეტენციები ან ბუნდოვანია რომელ უწყებას ექვემდებარება საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური უწყება, რომელიც ნიადაგის მიხედვით დაადგენს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და კატეგორიას;

არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის შემთხვევაში, მიწის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც დაეფუძნება ნიადაგის შეფასებას, მოსავლიანობას, მიწის ნაკვეთის ღირებულებას და ა.შ; გააგრძელეთ კითხვა