სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ომთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ” - უკრაინის მოდის კვირეული დაბრუნდა
“ომთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ” - უკრაინის მოდის კვირეული დაბრუნდა

მას შემ­დეგ, რაც 2022 წელს რუ­სე­თის შეჭ­რამ ქვე­ყა­ნა ომის პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნა, უკ­რა­ი­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლი კი­ევ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. მო­დის ჩვე­ნე­ბის და­წყე­ბამ­დე მა­ყუ­რე­ბელ­მა წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც ბრძო­ლის ველ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. ამის შემ­დეგ გა­ნა­თე­ბა ჩაქ­რა, მუ­სი­კა ჩა­ირ­თო და მო­დე­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე გა­მოჩ­ნდნენ, რაც დამ­სწრე­ებ­მა მო­ბი­ლუ­რე­ბით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში აღ­ბეჭ­დეს.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის ფონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მა­ინც გრძელ­დე­ბა. კი­ევ­ში თე­ატ­რე­ბი და ოპე­რე­ბი ღიაა და ქა­ლა­ქის რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს შუ­ა­ღა­მემ­დე, ვიდ­რე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­ი­წყე­ბა. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბიც სავ­სეა დამ­სვე­ნებ­ლე­ბით, თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლი აქამ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და ახლა პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა კი­ევ­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბებს მო­ი­ცავს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩვე­ნე­ბა დი­ზა­ი­ნერ ივან ფრო­ლო­ვის ნა­მუ­შევ­რებს წარ­მო­ად­გენ­და, შოუს თე­მა­ტი­კა კი უკ­რა­ი­ნულ ზღა­პარ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნე­ბა კი­ევ­ში ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ერთ-ერთ ყო­ფილ კლუბ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც სტუმ­რებს ვი­დე­ო­ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბით, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კი­თა და ემო­ცი­უ­რი მხატ­ვრუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო კონ­ცეფ­ცია ელო­დათ.

უკ­რა­ი­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებ­ში ომის გავ­ლე­ნე­ბი ასა­ხონ. მა­გა­ლი­თად, კოს­ტი­ან­ტინ ომე­ლი­ამ თა­ვი­სი კო­ლექ­ცია იმ ხმელ ყვა­ვი­ლებ­ზე და­ა­ფუძნა, რო­მე­ლიც 2022 წლის მა­ის­ში, კი­ევ­ში, თა­ვის სტუ­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ნახა. ასე­ვე, ქსე­ნია შნა­ი­დერ­მა შექ­მნა პი­ჯა­კი ძვე­ლი ჰალ­სტუ­ხე­ბის­გან, რად­გან ომის დროს მა­მა­კა­ცებს ჰალ­სტუ­ხე­ბის ტა­რე­ბის დრო არ აქვთ და ძი­რი­თა­დად სამ­ხედ­რო ან ყო­ველ­დღი­უ­რი ტან­საც­მლით იმო­სე­ბი­ან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი კო­ლექ­ცია ომის ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ა­ლო­ბის­გან შორ­საა, ომმა მო­დის ინ­დუსტრი­ა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. დი­ზა­ი­ნე­რი რუს­ლან ბა­გინ­სკი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქუ­დე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე მუ­შა­ობს, აღ­ნიშ­ნავს, რომ ომი მის შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­საც შე­ე­ხო.

“რა თქმა უნდა, ომში სამ­ხედ­რო­ე­ბის გაწ­ვე­ვამ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ჩემი ნა­ხე­ვარძმა ფრონ­ტის ხაზ­ზე და­ი­ღუ­პა", - აცხა­დებს დი­ზა­ი­ნე­რი.

მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, ცხოვ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში გრძელ­დე­ბა.

"მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, მო­დის ინ­დუსტრია მუ­შა­ობ­და - ლონ­დონ­ში ხალ­ხი იმო­სე­ბო­და და რეს­ტორ­ნებ­ში და­დი­ო­და. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, რომ ცხოვ­რე­ბა აქაც გრძელ­დე­ბა”, - აღ­ნიშ­ნავს ბა­გინ­სკი.

უკ­რა­ი­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ირი­ნა და­ნი­ლევ­სკას თქმით, კვი­რე­უ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გლო­ბა­ლუ­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნა­ში უამ­რავ­მა ხე­ლო­ვან­მა გა­ნი­ცა­და ახ­ლე­ბუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი გა­აზ­რე­ბა და ბევ­რი მათ­გა­ნი ცდი­ლობს, მა­ნამ­დე ნა­წი­ლობ­რივ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი ის­ტო­რია და ფოლკ­ლო­რი შთა­გო­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს.

კომ­პა­ნია Gunia, რო­მე­ლიც 2017 წელს და­არ­სდა, ტრა­დი­ცი­ულ უკ­რა­ი­ნულ თე­მებს ეხე­ბა. მათი შე­მოქ­მე­დე­ბა ხალ­ხურ მო­ტი­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მო­სი­სა და კე­რა­მი­კის წარ­მო­ე­ბას მო­ი­ცავს.

ბრენ­დის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­რია გავ­რი­ლი­უ­კი ამ­ბობს, რომ მსოფ­ლიო ახლა იწყებს უკ­რა­ი­ნუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კის აღი­ა­რე­ბას, რაც სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ომის შე­დე­გია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“ომთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ” - უკრაინის მოდის კვირეული დაბრუნდა

“ომთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ” - უკრაინის მოდის კვირეული დაბრუნდა

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთის შეჭრამ ქვეყანა ომის პირობებში ჩააყენა, უკრაინის მოდის კვირეული კიევში პირველად ჩატარდა. მოდის ჩვენების დაწყებამდე მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ამის შემდეგ განათება ჩაქრა, მუსიკა ჩაირთო და მოდელები პოდიუმზე გამოჩნდნენ, რაც დამსწრეებმა მობილურებით გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში აღბეჭდეს.

უკრაინაში ომის ფონზე ყოველდღიური ცხოვრება მაინც გრძელდება. კიევში თეატრები და ოპერები ღიაა და ქალაქის რესტორნები და ბარებიც აქტიურად მუშაობს შუაღამემდე, ვიდრე კომენდანტის საათი დაიწყება. შავი ზღვის სანაპიროებიც სავსეა დამსვენებლებით, თუმცა, უკრაინის მოდის კვირეული აქამდე შეჩერებული იყო და ახლა პირველად გაიმართა.

ღონისძიება კიევში, სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებს მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენება დიზაინერ ივან ფროლოვის ნამუშევრებს წარმოადგენდა, შოუს თემატიკა კი უკრაინულ ზღაპარზე იყო დაფუძნებული. ჩვენება კიევში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყოფილ კლუბში გაიმართა, სადაც სტუმრებს ვიდეოინსტალაციებით, ცოცხალი მუსიკითა და ემოციური მხატვრული ნამუშევრებით გაჯერებული საიდუმლო კონცეფცია ელოდათ.

უკრაინელი დიზაინერები ცდილობენ, თავიანთ ნამუშევრებში ომის გავლენები ასახონ. მაგალითად, კოსტიანტინ ომელიამ თავისი კოლექცია იმ ხმელ ყვავილებზე დააფუძნა, რომელიც 2022 წლის მაისში, კიევში, თავის სტუდიაში დაბრუნების შემდეგ ნახა. ასევე, ქსენია შნაიდერმა შექმნა პიჯაკი ძველი ჰალსტუხებისგან, რადგან ომის დროს მამაკაცებს ჰალსტუხების ტარების დრო არ აქვთ და ძირითადად სამხედრო ან ყოველდღიური ტანსაცმლით იმოსებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კოლექცია ომის ყოველდღიური რეალობისგან შორსაა, ომმა მოდის ინდუსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინა. დიზაინერი რუსლან ბაგინსკი, რომელიც ძირითადად ქუდების წარმოებაზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ ომი მის შემოქმედებით პროცესსაც შეეხო.

“რა თქმა უნდა, ომში სამხედროების გაწვევამ ჩემს შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. ჩემი ნახევარძმა ფრონტის ხაზზე დაიღუპა", - აცხადებს დიზაინერი.

მაგრამ მისივე თქმით, ცხოვრება უკრაინაში გრძელდება.

"მეორე მსოფლიო ომის დროს, მოდის ინდუსტრია მუშაობდა - ლონდონში ხალხი იმოსებოდა და რესტორნებში დადიოდა. მსოფლიოში ყველას უნდა ესმოდეს, რომ ცხოვრება აქაც გრძელდება”, - აღნიშნავს ბაგინსკი.

უკრაინის მოდის კვირეულის აღმასრულებელი დირექტორის, ირინა დანილევსკას თქმით, კვირეულის მთავარი მიზანი უკრაინული დიზაინისა და შემოქმედების გლობალური პოპულარიზაციაა. რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინაში უამრავმა ხელოვანმა განიცადა ახლებური კულტურული გააზრება და ბევრი მათგანი ცდილობს, მანამდე ნაწილობრივ უგულებელყოფილი ისტორია და ფოლკლორი შთაგონებისთვის გამოიყენოს.

კომპანია Gunia, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ტრადიციულ უკრაინულ თემებს ეხება. მათი შემოქმედება ხალხურ მოტივებზე დაფუძნებული სამოსისა და კერამიკის წარმოებას მოიცავს.

ბრენდის თანადამფუძნებელი, მარია გავრილიუკი ამბობს, რომ მსოფლიო ახლა იწყებს უკრაინული კულტურისა და უნიკალური ტექნიკის აღიარებას, რაც სამწუხაროდ, სწორედ ომის შედეგია.

წყარო