საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოფენა ლუვრში, ინტერესი ვან გოგის მუზეუმიდან და მის შემოქმედებაზე შეყვარებული ამერიკელი მწერალი - "ყველაფერში ვხედავ ღმერთს და მის ხელს..."
გამოფენა ლუვრში, ინტერესი ვან გოგის მუზეუმიდან და მის შემოქმედებაზე შეყვარებული ამერიკელი მწერალი - "ყველაფერში ვხედავ ღმერთს და მის ხელს..."

"ქარ­თვე­ლი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა 2018 წელს გა­მიც­ნო, რა­საც მოჰ­ყვა სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­კურ­სებ­სა და გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა. ინ­ტე­რე­სი უცხო­ე­თი­დან, მათ შო­რის ამ­სტერ­და­მის ვან გო­გის მუ­ზე­უ­მი­დან, რო­მელ­მაც თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ჩემი ნა­ხა­ტი ვან გო­გის ნა­ხატ­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ასე­ვე 2019 წელს, ჩემი ორი ნა­ხა­ტი შე­ი­ძი­ნა კა­ნა­დის ოქ­როს მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი და­ხუ­რუ­ლი კო­ლექ­ცი­ის­თვის..." დიდი მუ­შა­ო­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, 2021 წელს, მი­ვი­ღე კი­დევ ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი მოწ­ვე­ვა ლუვ­რის მუ­ზე­უ­მი­დან, სა­დაც ჩემი ხარ­ჯე­ბით და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით (რომ­ლებ­მაც ნა­ხა­ტე­ბი შე­ი­ძი­ნეს), მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ოთხდღი­ან გა­მო­ფე­ნა­ში..." - გვიყ­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი ალექ­სან­დრე ვა­შაყ­მა­ძე რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აღაფრ­თო­ვა­ნებს...

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, მალე თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა იგეგ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში...

- დიახ... ამ წლის და­სა­წყის­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლი­დან მი­ვი­ღე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს გა­და­წყდა, რომ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ექ­სპო­ზი­ცია, ძი­რი­თა­დად, ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი იხი­ლავს ტი­ლო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზეა ატ­ვირ­თუ­ლი და ბევ­რის­თვის ნაც­ნო­ბია, მაგ­რამ აქამ­დე არ­სად გა­მო­ფე­ნი­ლა... მთე­ლი წლის და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 7 სექ­ტემ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოცამ­დე ახალ ნა­მუ­შე­ვარს გა­ეც­ნო­ბა. გა­მო­ფე­ნას ჰქვია "EXODUS” რაც სიმ­ბო­ლუ­რად, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან გა­მოს­ვლა­სა და ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს ტრანსფორ­მა­ცია ფერ­წე­რის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა...

- რომ გა­იხ­სე­ნოთ კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და ვან გო­გის მუ­ზე­უ­მის და­ინ­ტე­რე­სე­ბა...

- ჩემი სამ­ხატ­ვრო კა­რი­ე­რა, და­ი­წყო 2015 წელს, რო­დე­საც თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ი­დან, "Life beyond tourism“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სხვა სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ფლო­რენ­ცი­ა­ში გა­მაგ­ზავ­ნეს, სა­დაც მხო­ლოდ ჩემ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი და რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მი­ვი­ღე. ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი გახ­და. შემ­დე­გი ეტა­პი იყო პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თვის მზა­დე­ბა და ქარ­თვე­ლი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის თა­ვის გაც­ნო­ბა 2018 წელს, რა­საც მოყ­ვა სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­კურ­სებ­სა და გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა. მათ შო­რის ამ­სტერ­და­მის ვან გო­გის მუ­ზე­უ­მი­დან, რო­მელ­მაც თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ჩემი ნა­ხა­ტი ვან გო­გის ნა­ხატ­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ასე­ვე 2019 წელს, ჩემი ორი ნა­ხა­ტი შე­ი­ძი­ნა კა­ნა­დის ოქ­როს მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი და­ხუ­რუ­ლი კო­ლექ­ცი­ის­თვის...

- რო­გორც ვიცი, მი­ი­ღეთ ბი­ე­ნა­ლის პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი მოწ­ვე­ვა...

- 2020 წელს, ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე - მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის, ფლო­რენ­ცი­ის ბი­ე­ნა­ლეს, დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და პრე­ზი­დენ­ტმა პას­კალ სე­ლო­ნამ პი­რა­დად მი­მიწ­ვია ბი­ე­ნა­ლე­ზე, რო­მელ­ზეც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ წა­ვე­დი. შემ­დეგ­ში კი­დევ ორი მოწ­ვე­ვა მო­მი­ვი­და მის­გან, მისი გუნ­დის­გან. ბოლო ფეს­ტი­ვა­ლი 2025 წელს ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

- რო­გო­რი იყო გა­მო­ფე­ნა ლუვრში და მისი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი?

- დიდი მუ­შა­ო­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, 2021 წელს, მი­ვი­ღე კი­დევ ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი მოწ­ვე­ვა ლუვ­რის მუ­ზე­უ­მი­დან, სა­დაც ჩემი ხარ­ჯე­ბით და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით (რომ­ლებ­მაც ნა­ხა­ტე­ბი შე­ი­ძი­ნეს), მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ოთხდღი­ან გა­მო­ფე­ნა­ში. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­მა ღრმა ემო­ცი­ე­ბი გა­მო­ხა­ტეს ჩემს სტენდთან, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი ახალ­გაზ­რდა ქალი და­მა­მახ­სოვ­რდა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ერთ-ერთ ნა­ხატ­თან გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით იდგა. რო­დე­საც მე და ჩემი მე­უღ­ლე მი­ზე­ზით და­ვინ­ტე­რეს­დით, გვი­თხრა, რომ ეს ერ­თა­დერ­თი ნა­ხა­ტი იყო მთელ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მელ­მაც მის სულ­ში შე­აღ­წია ... ბევ­რი მსგავ­სი კო­მენ­ტა­რი და კომ­პლი­მენ­ტი მი­ვი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დე­გაც. პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლე­ბიც გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლე­ბიც უკვე გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ, მთლი­ა­ნად გა­ეც­ნენ ჩემს იმ­ჟა­მინ­დელ შე­მოქ­მე­დე­ბას და ნა­ხა­ტე­ბი შე­ი­ძი­ნეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემ­მა პა­რი­ზელ­მა კუ­რა­ტორ­მა, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯგუ­ფის სა­ხე­ლით, მო­მა­ვალ გა­მო­ფე­ნებ­ში და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, კერ­ძოდ 2023 წელს, ნიუ იორკში artsy გა­ლე­რე­ა­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ში, მაგ­რამ, მე­უღ­ლის ორ­სუ­ლო­ბის გამო, ვერ წა­ვე­დი (რა­საც, რა თქმა უნდა, არ ვნა­ნობ).

2024 წელს უკვე, მე­სა­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე ლონ­დო­ნის გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას... გა­მო­ფე­ნას ლუვრში, სხვა ბევრ ახალ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მოყ­ვა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ რი­გით გა­მო­ფე­ნებ­სა და პრო­ექ­ტებ­ზე, მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რო­მელ­თა­გა­ნაც ბრი­ტა­ნუ­ლი პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია. დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი პი­რა­დად ჩა­მოფ­რინ­და თბი­ლის­ში ორი დღით ჩემ­თან შე­სახ­ვედ­რად, რათა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე პი­რა­დად გვე­სა­უბ­რა. ეს პრო­ექ­ტი დღემ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და იმე­დია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად დას­რულ­დე­ბა.

- ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და პო­ე­ტი დინ გარ­დნე­რი ისევ აგ­რძე­ლებს თქვე­ნი ფერ­წე­რის მი­ხედ­ვით წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას?

- მან ჩემი ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ექ­ვსი კრე­ბუ­ლი გა­მოს­ცა. წელს კი­დევ ორ წიგნ­ზე მუ­შა­ობს და გა­მო­ფე­ნას მო­უთ­მენ­ლად ელის, ახა­ლი ნა­ხა­ტე­ბი­დან რომ აარ­ჩი­ოს წიგ­ნის გა­რე­კა­ნი. ერთი პი­რა­დად მო­მი­ძღვნა, რად­გან თავს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვარ გულ­შე­მატ­კივ­რად მი­იჩ­ნევს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე დავ­მე­გობ­რდით, რომ კვი­რა არ გავა, ერ­თმა­ნე­თი არ მო­ვი­კი­თხოთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ დინ გარ­დნე­რი გაქ­რის­ტი­ან­და, რაც მის პო­ე­ზი­ა­შიც აი­სა­ხა. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო ჩემი მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად. მსურს ჩვე­ნი კულ­ტუ­რა გა­ვაც­ნო. მად­ლი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად დავ­ხა­ტე მისი პორ­ტრე­ტი, მის­თვის საყ­ვა­რელ ფო­ვის­ტურ სტილ­ში და შევ­პირ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას პი­რა­დად ვა­ჩუ­ქებ.

მთე­ლი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის აზრი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბაა და ამ უმ­ძი­მეს გზა­ზე ნაბ­რძო­ლი და გან­ცდილ-და­ნა­ხუ­ლი ხდე­ბა ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ცხოვ­რე­ბას ვცდი­ლობ და ყვე­ლა ჩემი მოქ­მე­დე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ზო­გა­დად ყვე­ლა­ფერ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, გარე სამ­ყა­რო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვხე­დავ ღმერ­თს და მის ხელს, რაც ჩემი აზ­რით გან­სხვა­ვე­ბულს ხდის ჩემს ნა­მუ­შევ­რებს. თუ რას ვგუ­ლის­ხმობ, ნა­ხატ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის მი­მინ­დვია. ზო­გა­დად რაც მხატ­ვრო­ბის როლს შე­ე­ხე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ძნე­ლია გად­მოვ­ცე თუ რო­გო­რია ის გან­ცდა, რო­დე­საც შე­მოქ­მე­დე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შევ­დი­ვარ, თუმ­ცა მა­ინც შე­ვეც­დე­ბი ორი­ო­დე სი­ტყვით გი­თხრათ: შთა­გო­ნე­ბის და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან, მე მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი ძა­ლის გამ­ტა­რი ვხდე­ბი, უკვე კარ­გად მომ­წი­ფე­ბუ­ლი და და­ნა­ხუ­ლი კი ტი­ლო­ზე გად­მო­მაქვს, რად­გან შე­მოქ­მე­დე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სუ­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და უბ­რა­ლო ხე­ლო­ბა და სი­ცა­რი­ე­ლეა.

ასე რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის იმე­დად არა­სო­დეს მიც­დია ხატ­ვა, არა­მედ ყო­ველ­თვის ლოც­ვით და სუ­ლი­ე­რი მომ­ზა­დე­ბით ვი­წყებ და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი შე­მოქ­მე­დი უფა­ლია, რო­დე­საც მის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი, გა­მო­რი­ცხუ­ლია მი­სი­ვე ნე­ბის გა­რე­შე, რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი შექ­მნა ან თუნ­დაც სხვას, ვინ­მე უკე­თესს და­უ­მო­წაფ­დე. ბო­ლოს კი და­ვა­მა­ტებ, ღმერ­თი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ნე­ტა­რებს ადა­მი­ან­ში, ხოლო ადა­მი­ა­ნი, მისი შეც­ნო­ბით, რისი ცო­ცხა­ლი დას­ტუ­რი­ცაა ის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ხე­ლო­ვა­ნი გა­ნიც­დის სამ­ყა­რო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის, გა­აზ­რე­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბის დროს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გამოფენა ლუვრში, ინტერესი ვან გოგის მუზეუმიდან და მის შემოქმედებაზე შეყვარებული ამერიკელი მწერალი - "ყველაფერში ვხედავ ღმერთს და მის ხელს..."

გამოფენა ლუვრში, ინტერესი ვან გოგის მუზეუმიდან და მის შემოქმედებაზე შეყვარებული ამერიკელი მწერალი - "ყველაფერში ვხედავ ღმერთს და მის ხელს..."

"ქართველი დამთვალიერებელმა 2018 წელს გამიცნო, რასაც მოჰყვა საზღვარგარეთ კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობა, გამარჯვება. ინტერესი უცხოეთიდან, მათ შორის ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმიდან, რომელმაც თავის სოციალურ ქსელებში, ჩემი ნახატი ვან გოგის ნახატთან ერთად გამოაქვეყნა. ასევე 2019 წელს, ჩემი ორი ნახატი შეიძინა კანადის ოქროს მწარმოებელმა კომპანიამ თავისი დახურული კოლექციისთვის..." დიდი მუშაობისა და სხვადასხვა პოპულარულ პლატფორმებზე გამოჩენის შემდეგ, 2021 წელს, მივიღე კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოწვევა ლუვრის მუზეუმიდან, სადაც ჩემი ხარჯებით და გულშემატკივრების დახმარებით (რომლებმაც ნახატები შეიძინეს), მონაწილეობა მივიღე ოთხდღიან გამოფენაში..." - გვიყვება ახალგაზრდა მხატვარი ალექსანდრე ვაშაყმაძე რომლის შემოქმედება მსოფლიოში უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს...

- ბატონო ალექსანდრე, მალე თქვენი ნამუშევრების გამოფენა იგეგმება საქართველოს ხელოვნების სასახლეში...

- დიახ... ამ წლის დასაწყისში, ხელოვნების სასახლიდან მივიღე პერსონალური გამოფენის მოწყობის შემოთავაზება. ორგანიზატორებთან მოლაპარაკების დროს გადაწყდა, რომ ექსკლუზიური ექსპოზიცია, ძირითადად, ახალი ნამუშევრებით იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, დამთვალიერებელი იხილავს ტილოებსაც, რომლებიც სოციალურ პლატფორმებზეა ატვირთული და ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ აქამდე არსად გამოფენილა... მთელი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ, 7 სექტემბერს საზოგადოება ოცამდე ახალ ნამუშევარს გაეცნობა. გამოფენას ჰქვია "EXODUS” რაც სიმბოლურად, ჩემი შემოქმედების გარკვეული პერიოდიდან გამოსვლასა და ახალ ეტაპზე გადასვლაზე მიანიშნებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ტრანსფორმაცია ფერწერის თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო იქნება...

- რომ გაიხსენოთ კარიერის დასაწყისი, პირველი ნაბიჯები და ვან გოგის მუზეუმის დაინტერესება...

- ჩემი სამხატვრო კარიერა, დაიწყო 2015 წელს, როდესაც თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, "Life beyond tourism“ პროექტის ფარგლებში, სხვა სტუდენტებთან ერთად ფლორენციაში გამაგზავნეს, სადაც მხოლოდ ჩემმა ნამუშევრებმა გამოიწვიეს ღონისძიების ორგანიზატორებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და რამდენიმე სერიოზული შემოთავაზებაც მივიღე. ეს ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი გახდა. შემდეგი ეტაპი იყო პირველი პერსონალური გამოფენისთვის მზადება და ქართველი დამთვალიერებლისთვის თავის გაცნობა 2018 წელს, რასაც მოყვა საზღვარგარეთ კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება, გამარჯვება. მათ შორის ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმიდან, რომელმაც თავის სოციალურ ქსელებში, ჩემი ნახატი ვან გოგის ნახატთან ერთად გამოაქვეყნა.

ასევე 2019 წელს, ჩემი ორი ნახატი შეიძინა კანადის ოქროს მწარმოებელმა კომპანიამ თავისი დახურული კოლექციისთვის...

- როგორც ვიცი, მიიღეთ ბიენალის პრეზიდენტის პირადი მოწვევა...

- 2020 წელს, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შემოთავაზება მივიღე - მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული და პრესტიჟული ფესტივალის, ფლორენციის ბიენალეს, დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა პასკალ სელონამ პირადად მიმიწვია ბიენალეზე, რომელზეც გარკვეული მიზეზების გამო ვერ წავედი. შემდეგში კიდევ ორი მოწვევა მომივიდა მისგან, მისი გუნდისგან. ბოლო ფესტივალი 2025 წელს ჩატარდება, რომელზეც აუცილებლად გავემგზავრები.

- როგორი იყო გამოფენა ლუვრში და მისი გამოხმაურებები?

- დიდი მუშაობისა და სხვადასხვა პოპულარულ პლატფორმებზე გამოჩენის შემდეგ, 2021 წელს, მივიღე კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოწვევა ლუვრის მუზეუმიდან, სადაც ჩემი ხარჯებით და გულშემატკივრების დახმარებით (რომლებმაც ნახატები შეიძინეს), მონაწილეობა მივიღე ოთხდღიან გამოფენაში. დამთვალიერებლებმა ღრმა ემოციები გამოხატეს ჩემს სტენდთან, განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა ქალი დამამახსოვრდა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი ერთ-ერთ ნახატთან გაქვავებულივით იდგა. როდესაც მე და ჩემი მეუღლე მიზეზით დავინტერესდით, გვითხრა, რომ ეს ერთადერთი ნახატი იყო მთელ გამოფენაზე, რომელმაც მის სულში შეაღწია ... ბევრი მსგავსი კომენტარი და კომპლიმენტი მივიღე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც. პოტენციური მყიდველებიც გავიცანი, რომლებიც უკვე გამოფენის შემდეგ დამიკავშირდნენ, მთლიანად გაეცნენ ჩემს იმჟამინდელ შემოქმედებას და ნახატები შეიძინეს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩემმა პარიზელმა კურატორმა, დამფუძნებელი ჯგუფის სახელით, მომავალ გამოფენებში და ღონისძიებებში მონაწილეობა შემომთავაზა, კერძოდ 2023 წელს, ნიუ იორკში artsy გალერეაში გამართულ გამოფენაში, მაგრამ, მეუღლის ორსულობის გამო, ვერ წავედი (რასაც, რა თქმა უნდა, არ ვნანობ).

2024 წელს უკვე, მესამე ოფიციალური მოწვევა მივიღე ლონდონის გალერეაში გამოფენაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და ყველანაირად შევეცდები მონაწილეობის მიღებას... გამოფენას ლუვრში, სხვა ბევრ ახალ პროექტში მონაწილეობის მიღება მოყვა, აღარაფერს ვამბობ რიგით გამოფენებსა და პროექტებზე, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებზე მოგახსენებთ, რომელთაგანაც ბრიტანული პროექტი განსაკუთრებით აღსანიშნავია. დამფუძნებელი ბიზნესმენი პირადად ჩამოფრინდა თბილისში ორი დღით ჩემთან შესახვედრად, რათა თანამშრომლობის დეტალებზე პირადად გვესაუბრა. ეს პროექტი დღემდე ხორციელდება და იმედია უახლოეს მომავალში წარმატებულად დასრულდება.

- ამერიკელი მწერალი და პოეტი დინ გარდნერი ისევ აგრძელებს თქვენი ფერწერის მიხედვით წიგნების გამოცემას?

- მან ჩემი ნახატებით გაფორმებული ექვსი კრებული გამოსცა. წელს კიდევ ორ წიგნზე მუშაობს და გამოფენას მოუთმენლად ელის, ახალი ნახატებიდან რომ აარჩიოს წიგნის გარეკანი. ერთი პირადად მომიძღვნა, რადგან თავს ჩემი შემოქმედების მთავარ გულშემატკივრად მიიჩნევს და წლების განმავლობაში ისე დავმეგობრდით, რომ კვირა არ გავა, ერთმანეთი არ მოვიკითხოთ. აღსანიშნავია რომ დინ გარდნერი გაქრისტიანდა, რაც მის პოეზიაშიც აისახა. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სურვილი მაქვს საქართველოში ჩამოვიყვანო ჩემი მისდამი პატივისცემის ნიშნად. მსურს ჩვენი კულტურა გავაცნო. მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად დავხატე მისი პორტრეტი, მისთვის საყვარელ ფოვისტურ სტილში და შევპირდი, რომ საქართველოში სტუმრობისას პირადად ვაჩუქებ.

მთელი ჩემი შემოქმედება და ზოგადად ცხოვრების აზრი, ჭეშმარიტების ძიებაა და ამ უმძიმეს გზაზე ნაბრძოლი და განცდილ-დანახული ხდება ჩემი შთაგონების წყარო. იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანულად ცხოვრებას ვცდილობ და ყველა ჩემი მოქმედება, ქრისტიანული პრიზმიდან გამომდინარეობს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არამარტო ხელოვნებაში, ზოგადად ყველაფერში საკუთარი თავიდან დაწყებული, გარე სამყაროთი დამთავრებული, ვხედავ ღმერთს და მის ხელს, რაც ჩემი აზრით განსხვავებულს ხდის ჩემს ნამუშევრებს. თუ რას ვგულისხმობ, ნახატთან პირისპირ დარჩენილი დამთვალიერებლისთვის მიმინდვია. ზოგადად რაც მხატვრობის როლს შეეხება ჩემს ცხოვრებაში, ძნელია გადმოვცე თუ როგორია ის განცდა, როდესაც შემოქმედებით მდგომარეობაში შევდივარ, თუმცა მაინც შევეცდები ორიოდე სიტყვით გითხრათ: შთაგონების დაბადების მომენტიდან, მე მხოლოდ სულიერი ძალის გამტარი ვხდები, უკვე კარგად მომწიფებული და დანახული კი ტილოზე გადმომაქვს, რადგან შემოქმედება, ჭეშმარიტების სულის გარეშე არ არსებობს და უბრალო ხელობა და სიცარიელეა.

ასე რომ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად არასოდეს მიცდია ხატვა, არამედ ყოველთვის ლოცვით და სულიერი მომზადებით ვიწყებ და იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი შემოქმედი უფალია, როდესაც მის საქმეს ემსახურები, გამორიცხულია მისივე ნების გარეშე, რაიმე ღირებული შექმნა ან თუნდაც სხვას, ვინმე უკეთესს დაუმოწაფდე. ბოლოს კი დავამატებ, ღმერთი თავის შემოქმედების გაზიარებით ნეტარებს ადამიანში, ხოლო ადამიანი, მისი შეცნობით, რისი ცოცხალი დასტურიცაა ის სიყვარული, რომელსაც ხელოვანი განიცდის სამყაროზე დაკვირვების, გააზრების და შემოქმედების დროს.

იხილეთ ასევე: