სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის ოჯახის მწუხარებას - ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს...“ - შალვა პაპუაშვილი
“ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის ოჯახის მწუხარებას - ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს...“ - შალვა პაპუაშვილი

“ხე­ლის გულ­ზე იდო, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ მიერ ზი­ზღის და სი­ძულ­ვი­ლის ჯერ ნორ­მა­ლი­ზე­ბა, შემ­დეგ კი სა­ქე­ბარ საქ­მედ ქცე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვან­და ასეთ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვამ­დე“, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რის ერ­მი­ლე გი­გი­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნავს, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დო­ნო­რებს გა­მო­ე­ჩი­ნათ სიფრ­თხი­ლე და გა­მი­ჯვნოდ­ნენ ზი­ზღის და ძა­ლა­დო­ბის კამ­პა­ნი­ას უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. მისი თქმით, ტრა­გე­დია უკვე მოხ­და და ამას ვე­ღა­რა­ფე­რი გა­მო­ას­წო­რებს.

“ვი­ზი­ა­რებ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რის, ერ­მი­ლე გი­გი­ა­ძის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. თა­ნა­ზი­ა­რი ვარ მათი გან­ცდე­ბის და ფიქ­რე­ბის.

ხე­ლის გულ­ზე იდო, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ მიერ ზი­ზღის და სი­ძულ­ვი­ლის ჯერ ნორ­მა­ლი­ზე­ბა, შემ­დეგ კი სა­ქე­ბარ საქ­მედ ქცე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვან­და ასეთ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვამ­დე.

ამი­ტომ ვაფრ­თხი­ლებ­დი დო­ნო­რებს, ყო­ფი­ლიყ­ვნენ მკაც­რი მათ მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ მი­მართ. ამი­ტომ ვი­თხოვ­დი მათ­გან და­ეგ­მოთ და გა­მი­ჯვნოდ­ნენ ამ ზი­ზღის და ძა­ლა­დო­ბის კამ­პა­ნი­ას.

ვე­უბ­ნე­ბო­დი პი­რად შეხ­ვედ­რებ­ზე - შე­დე­გი ნული. ვა­ცხა­დებ­დი სა­ჯა­როდ - შე­დე­გი ნული. ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ტა­რეს - "მე ვეს­რო­ლე" კამ­პა­ნი­აც, შუბ­ლში 84 ტყვი­ის და­პი­რე­ბაც, სა­ტე­ლე­ფო­ნო ტე­რო­რიც, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბუ­ლინ­გიც, მო­ნე­ბის ძა­ხი­ლი და შემ­დეგ სოცქსე­ლებ­ში ამით კეკ­ლუ­ცო­ბაც. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი.

ტრა­გე­დია მოხ­და და ამას უკვე ვე­ღა­რა­ფე­რი გა­მო­ას­წო­რებს,” - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მათი გუნ­დის წევ­რს, ერ­მი­ლე გი­გი­ა­ძეს წყალ­ტუ­ბო­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც გი­გი­ა­ძე, ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის ოჯახის მწუხარებას - ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს...“ - შალვა პაპუაშვილი

“ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის ოჯახის მწუხარებას - ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს...“ - შალვა პაპუაშვილი

“ხელის გულზე იდო, რომ “ნაცმოძრაობის“ და “ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ დონორებს გამოეჩინათ სიფრთხილე და გამიჯვნოდნენ ზიზღის და ძალადობის კამპანიას უშედეგო აღმოჩნდა. მისი თქმით, ტრაგედია უკვე მოხდა და ამას ვეღარაფერი გამოასწორებს.

“ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.

ხელის გულზე იდო, რომ “ნაცმოძრაობის“ და “ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.

ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული “ენჯეოების“ მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.

ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე - შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ - შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს - "მე ვესროლე" კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.

ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, “ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.