პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როსტომ ჩხეიძე - ავტორის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და იმ პერიოდის საქართველო
როსტომ ჩხეიძე - ავტორის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და იმ პერიოდის საქართველო

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი და­წე­რი­ლა, თუმ­ცა როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ქმი­რის - ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა.

სა­თა­უ­რი - „შავი ჩოხა“ შთა­გო­ნე­ბუ­ლია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მიერ უბის წიგ­ნაკ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით. უც­ნო­ბია, მწე­რალს რო­მა­ნის და­წე­რა სურ­და თუ მო­თხრო­ბის, ან რო­გორ სი­უ­ჟეტს შექ­მნი­და ის ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ?

როს­ტომ ჩხე­ი­ძის რო­მან­ში „შავი ჩოხა“ მხატ­ვრუ­ლად არის აღ­წე­რი­ლი 1921 წელს ბოლ­შე­ვი­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა, მთავ­რო­ბის ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­დახ­ვე­წი­სა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი; იმ პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აჯან­ყე­ბის ჩაშ­ლა, შეთ­ქმულ­თა დას­ჯი­სა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ის­ტო­რია.

რო­გო­რია როს­ტომ ჩხე­ი­ძის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი?

წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში ნანა კუ­ცია წერს: „სა­ბე­დის­წე­რო ჟა­მი­ა­ნო­ბი­სას სწო­რედ რჩე­ულ­თა სის­ხლი იღ­ვრე­ბა (მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი რომ უშუ­ა­ლოდ ბრძო­ლის ველ­ზე არ იღუ­პე­ბა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მა­მუ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბაა - პირ­შე­უკ­რა­ვი).

რო­გორც ყვე­ლა რო­მან­ში როს­ტომ ჩხე­ი­ძი­სა, ქა­ქუ­ცას - ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის - პორ­ტრე­ტის გარ­შე­მო შე­მო­იქ­სო­ვე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ტილო - ეპო­ქის მო­ნუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რი­ულ-მხატ­ვრუ­ლი გა­ნაზ­რე­ბა, სა­დაც, მე­ტა­ფო­რულ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე, თი­თო­ე­ულ „ფი­გუ­რას“ (მე­ფეს თუ პაის) თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და სვლა, ერ­თა­დერ­თი როლი თუ ნი­ღა­ბი აქვს და სა­ბე­დის­წე­რო“.

ასე­თია, როს­ტომ ჩხე­ი­ძის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი. მისი ბედი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში უნდა გა­ლი­ოს.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად და­უ­ღა­ლა­ვად ებ­რძო­და ბოლ­შე­ვი­კურ რე­ჟიმს. 3-წლი­ა­ნი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­დეგ, 1924 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 29 აგ­ვის­ტოს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფ­რან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­შიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შე­უს­რუ­ლეს. 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ბოლო ნატ­ვრა ას­რულ­და. მისი ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

„პერ­სო­ნა­ჟის ყო­ფის ტრა­გი­კუ­ლო­ბას ამ­კვეთ­რებს ტექ­სტის ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლო­კა­ლიც (ფრან­გუ­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მი ფილ­ტვე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის) და იძუ­ლე­ბი­თი ემიგ­რან­ტის მწა­რე ფიქ­რიც: „ლა­მა­ზი მხა­რეა, მაგ­რამ ჩვენს მთებ­თან სი­ლა­მა­ზით არა­ფე­რი შე­და­რე­ბა არ არის...“, - წერს „შავი ჩო­ხის“ წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბის ავ­ტო­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ტრა­გი­კულ და­სას­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წელს 1924 წლის აჯან­ყე­ბის 100 წლის­თა­ვია, რო­მელ­საც „პა­ლიტ­რა L-მა“ როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩო­ხის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მა მი­უ­ძღვნა. წიგ­ნი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე 9 სექ­ტემ­ბრი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა.

ასმათი
0

გახსენით რა კომენტარები დეა კულუმბეგაშვილის ფილმის პრემიერაზე ვენეციის ბიენალეზე. შევაქოთ და წარმატება ვუსურვოთ. ძალიან მაღალი დონე აჩვენეს წითელ ხალიჩაზე. რაც არანაკლებად რთული საქმეა ვიდრე კარგი ფილმის გადაღება. ძალიან დონე ჩაცმა მიცეს ოთხივემ - რეჟისორმაც და მსახიობებმაც. განსაკუთრებით კახამ. მისი გარეგნობა სრულად ჯდება დღეს ჰოლივუდში ასე ტრენდული silver fox პარამეტრებში. წინა დღეებში იგივე სილვერ ფოქსის იმიჯში იჯდნენ ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, დანიელ კრეიგი. მაგრამ ჩვენმა კახამ imo ყველას აჯობა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

როსტომ ჩხეიძე - ავტორის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და იმ პერიოდის საქართველო

როსტომ ჩხეიძე - ავტორის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და იმ პერიოდის საქართველო

ქართველი ისტორიული ფიგურების შესახებ ბევრი ბიოგრაფიული რომანი დაწერილა, თუმცა როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. წიგნი საქართველოს ეროვნული ქმირის - ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრებას ეხება.

სათაური - „შავი ჩოხა“ შთაგონებულია მიხეილ ჯავახიშვილის მიერ უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერით. უცნობია, მწერალს რომანის დაწერა სურდა თუ მოთხრობის, ან როგორ სიუჟეტს შექმნიდა ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ?

როსტომ ჩხეიძის რომანში „შავი ჩოხა“ მხატვრულად არის აღწერილი 1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლა, მთავრობის ემიგრაციაში გადახვეწისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დარჩენის ამბავი; იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი აჯანყების ჩაშლა, შეთქმულთა დასჯისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ემიგრაციაში გარდაცვალების ისტორია.

როგორია როსტომ ჩხეიძის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი?

წიგნის შესავალში ნანა კუცია წერს: „საბედისწერო ჟამიანობისას სწორედ რჩეულთა სისხლი იღვრება (მნიშვნელობა არა აქვს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი რომ უშუალოდ ბრძოლის ველზე არ იღუპება. მისი გარდაცვალების მიზეზი მამულის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობაა - პირშეუკრავი).

როგორც ყველა რომანში როსტომ ჩხეიძისა, ქაქუცას - ცენტრალური პერსონაჟის - პორტრეტის გარშემო შემოიქსოვება პანორამული ტილო - ეპოქის მონუმენტური ისტორიულ-მხატვრული განაზრება, სადაც, მეტაფორულ საჭადრაკო დაფაზე, თითოეულ „ფიგურას“ (მეფეს თუ პაის) თავისი ერთადერთი დანიშნულება და სვლა, ერთადერთი როლი თუ ნიღაბი აქვს და საბედისწერო“.

ასეთია, როსტომ ჩხეიძის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია, ცხოვრება სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უნდა გალიოს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის თანამებრძოლებთან ერთად დაუღალავად ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს. 3-წლიანი დაუმორჩილებლობის შემდეგ, 1924 წელს დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში, თუმცა შეიტყო დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გამოცხადებული პროკლამაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აჯანყება დამარცხდა. ამასთან, აჯანყებულებს უკვე აღარ შეეძლოთ თბილისის აღება, რადგან ბოლშევიკები კარგად იყვნენ შეტევისთვის მომზადებულები. საბოლოოდ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია.

1924 წელს საქართველოს ეროვნული გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოსმალეთის გავლით საფრანგეთში ჩადის, თუმცა იცის, რომ ჩეკისტები მის ახლობლებს სასტიკად სდევნიან და ავიწროებენ, რაც მის ცხოვრებას მძიმე დაღს ასვამს. განუწყვეტელი დარდი, ოჯახის მონატრება და ძველი ჭრილობები მალევე აისახება მის ჯანმრთელობაზე. 1930 წლის 27 ივნისს სანატორიუმში ხდება ცუდად. სიკვდილის წინ კრემაცია ითხოვა, იქნებ ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო, თუმცა თხოვნა ვერ შეუსრულეს. 2005 წელს საქართველოს ეროვნული გმირის ბოლო ნატვრა ასრულდა. მისი ნეშტი საფრანგეთიდან გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

„პერსონაჟის ყოფის ტრაგიკულობას ამკვეთრებს ტექსტის ექსპოზიციაში წარმოდგენილი ლოკალიც (ფრანგული სანატორიუმი ფილტვებით დაავადებულთათვის) და იძულებითი ემიგრანტის მწარე ფიქრიც: „ლამაზი მხარეა, მაგრამ ჩვენს მთებთან სილამაზით არაფერი შედარება არ არის...“, - წერს „შავი ჩოხის“ წინასიტყვაობის ავტორი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულთან დაკავშირებით.

წელს 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავია, რომელსაც „პალიტრა L-მა“ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხის“ ახალი გამოცემა მიუძღვნა. წიგნი მაღაზიების თაროებზე 9 სექტემბრიდან გამოჩნდება.