მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როგორც ადამიანს არ შეუძლია ევთანაზიით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ შეეძლება, ბიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული მანიპულაციები ჩაიტაროს“ - შალვა პაპუაშვილი
“როგორც ადამიანს არ შეუძლია ევთანაზიით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ შეეძლება, ბიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული მანიპულაციები ჩაიტაროს“ - შალვა პაპუაშვილი

“რო­გორც ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში ვინ­მეს ევ­თა­ნა­ზი­ის მიზ­ნით მი­მარ­თოს და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლოს, ასე­ვე არ შე­ეძ­ლე­ბა ვინ­მეს მი­მარ­თოს იმის­თვის, რომ სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე ბი­ო­ლო­გი­ურ სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ჩა­ი­ტა­როს“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

პა­პუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის იმ მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რის სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის მიზ­ნით ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის სხვის­თვის ჩა­ტა­რე­ბა ან სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სხვის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი ხდე­ბა.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ ნორ­მა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო რო­გორც სხვას არ აძ­ლევს ევ­თა­ნა­ზი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას, თუ სურს სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლოს, ასე­ვე არ აძ­ლევს სქე­სის შეც­ლის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას, იმის მი­უ­ხე­და­ვად თუ რა სურს ადა­მი­ანს, რომ სა­კუ­თარ სხე­ულს და­მარ­თოს.

“ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია არა სქე­სის შეც­ვლა­ზე, არა­მედ მი­კუთ­ვნე­ბა­ზე. მი­კუთ­ვნე­ბა არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თავი სხვა სქესს მი­ა­კუთ­ვნო... მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სქე­სის მი­კუთ­ვნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბით და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­დეს - პი­რო­ბი­თად ოპე­რა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რებს იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი სხვა სქესს მი­ამ­სგავ­სოს და სქე­სის ცვლი­ლე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში იუ­რი­დი­უ­ლად გა­ა­ფორ­მოს. ამი­ტო­მაც ტერ­მი­ნო­ლო­გია ზუს­ტად არის შერ­ჩე­უ­ლი - ერთი არის ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სი, რო­მე­ლიც ქრო­მო­სო­მე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და სწო­რედ ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა გე­ნე­ტი­კა. მე­ო­რეა, რომ ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს არის ცვლი­ლე­ბა, არა­მედ, ეს არის ის, რომ სა­კუ­თა­რი თავი სა­მარ­თლებ­რი­ვად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად მი­ა­კუთ­ვნო, შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გე­ბით.

სრულ­წლო­ვანს არა­ვინ უშ­ლის, სა­კუ­თარ სხე­ულს შე­უძ­ლია და­მარ­თოს რაც უნდა. მათ შო­რის ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა­ზე არა­ვის არ სჯის. ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც მი­დის და არც ეს მცდე­ლო­ბა ის­ჯე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­თა­ნა­ზია დაშ­ვე­ბუ­ლი არ არის.

ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ამ პრო­ცეს­ში სხვის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე და არა იმა­ზე, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სხე­ულს რას და­მარ­თებს - ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ სხე­ულს რაც უნდა ის და­მარ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტში ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით - მუხ­ლობ­რი­ვად გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი 19 კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან ძი­რი­თა­დია პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - “ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“, და­ნარ­ჩე­ნი 18 კი, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტია. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი და სო­ზარ სუ­ბა­რი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­მარ­ტე­ბით, “კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა“.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას, ხოლო კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტით 17 მა­ი­სი ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღედ ცხად­დე­ბა და ის უქმე დღე იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

“როგორც ადამიანს არ შეუძლია ევთანაზიით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ შეეძლება, ბიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული მანიპულაციები ჩაიტაროს“ - შალვა პაპუაშვილი

“როგორც ადამიანს არ შეუძლია ევთანაზიით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ შეეძლება, ბიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული მანიპულაციები ჩაიტაროს“ - შალვა პაპუაშვილი

“როგორც ადამიანს არ შეუძლია სამედიცინო სექტორში ვინმეს ევთანაზიის მიზნით მიმართოს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ შეეძლება ვინმეს მიმართოს იმისთვის, რომ საკუთარ სხეულზე ბიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული მანიპულაციები ჩაიტაროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა განმარტება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის იმ მუხლთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას ეხება. უმრავლესობის კანონპროექტით, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, აღნიშნულ ნორმაში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო როგორც სხვას არ აძლევს ევთანაზიის ჩატარების უფლებას, თუ სურს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ აძლევს სქესის შეცლის მანიპულაციებში ჩარევის უფლებას, იმის მიუხედავად თუ რა სურს ადამიანს, რომ საკუთარ სხეულს დამართოს.

“ამ შემთხვევაში საუბარია არა სქესის შეცვლაზე, არამედ მიკუთვნებაზე. მიკუთვნება არის სუბიექტური დამოკიდებულება, საკუთარი თავი სხვა სქესს მიაკუთვნო... მართალია, საქართველოში სქესის მიკუთვნება სამართლებრივი მნიშვნელობით დაუშვებელი იქნება, მაგრამ შეიძლება ადამიანი სხვა ქვეყანაში წავიდეს - პირობითად ოპერაციას ჩაიტარებს იმისთვის, რომ საკუთარი სხეული სხვა სქესს მიამსგავსოს და სქესის ცვლილება სხვა ქვეყანაში იურიდიულად გააფორმოს. ამიტომაც ტერმინოლოგია ზუსტად არის შერჩეული - ერთი არის ბიოლოგიური სქესი, რომელიც ქრომოსომებით განისაზღვრება და სწორედ ამაში იგულისხმება გენეტიკა. მეორეა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ეს არის ცვლილება, არამედ, ეს არის ის, რომ საკუთარი თავი სამართლებრივად და ვიზუალურად მიაკუთვნო, შესაბამისი შედეგებით.

სრულწლოვანს არავინ უშლის, საკუთარ სხეულს შეუძლია დამართოს რაც უნდა. მათ შორის ქართული კანონმდებლობა თვითდაზიანებაზე არავის არ სჯის. ადამიანი თვითმკვლელობაზეც მიდის და არც ეს მცდელობა ისჯება, მაგრამ საქართველოში ევთანაზია დაშვებული არ არის.

ამ შემთხვევაში საუბარია ამ პროცესში სხვის ჩართულობაზე და არა იმაზე, ადამიანი საკუთარ სხეულს რას დამართებს - ადამიანმა საკუთარ სხეულს რაც უნდა ის დამართოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, “კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა“.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას, ხოლო კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება.