სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიშისა და რისკის შეგრძნება მთაშიც მნიშვნელოვანია..." - ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბაზე: რას გვიყვება ექსპედიციის წევრი მარიამ გელაშვილი
"შიშისა და რისკის შეგრძნება მთაშიც მნიშვნელოვანია..." - ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბაზე: რას გვიყვება ექსპედიციის წევრი მარიამ გელაშვილი

მა­რი­ამ გე­ლაშ­ვი­ლი 26 წლის არის. კა­ხეთ­ში, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. პრო­ფე­სი­ით სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კია და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და კი­დეც.

ეს ის მა­რი­ა­მია, რო­მელ­მაც ამა ცოტა ხნის წინ თა­ვის მე­წყვი­ლეს­თან, მაია სი­ჭი­ნა­ვას­თან ერ­თად, უშ­ბის მწვერ­ვა­ლი და­ლაშ­ქრა. მა­რი­ა­მი და მაია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი მთამ­სვლე­ლე­ბი არი­ან, ვინც ჩრდი­ლო­ეთ უშ­ბა­ზე, 4700 მეტრზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ავიდ­ნენ.

ისი­ნი 10 აგ­ვის­ტოს მწვერ­ვალ შხელ­და­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი, “ოქ­როს წე­რა­ყი­ნის” მფლო­ბე­ლი, 34 წლის ალ­პი­ნისტ არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან.

რო­გორც მა­რი­ა­მი Ambebi.ge-სთან ამ­ბობს, მთა მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია... რო­გორ შეძ­ლეს გო­გო­ნებ­მა უშ­ბის მწვერ­ვა­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლად გავ­ლა და რა ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ უკვე მწვერ­ვალ­ზე ასუ­ლებს? - ამას მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- მე და მაია მთა­ში ხში­რად დავ­დი­ვართ, - ხან და­მო­უ­კი­დებ­ლად და ხა­ნაც - შეკ­რე­ბებ­ზე გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. მთა­ში ყოფ­ნა ორი­ვეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს. გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად სი­ა­რულ­მა მოგ­ვცა ცოდ­ნა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გაგ­ვხა­და და შეგვძი­ნა იმის უნა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც გვე­კე­თე­ბი­ნა რა­ღა­ცე­ბი. სწო­რედ ასე და­ვი­წყეთ... ნელ-ნელა მარ­ტი­ვი კლა­სი­კუ­რი მარ­შრუ­ტე­ბით, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვა­უმ­ჯო­ბე­სებ­დით ჩვენს მიღ­წე­ვებს და უშ­ბამ­დეც მი­ვე­დით. წელს,მა­გა­ლი­თად, ორ­ჯერ ვი­ყა­ვით თეთ­ნულ­დზე, ვიდ­რე უშ­ბა­ზე წა­ვი­დო­დით, ვფიქ­რობ, თეთ­ნულ­დის იმ ორმა მარ­შრუტ­მა ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შეგვძი­ნა და უშ­ბის­თვის მოგგვამ­ზა­და.

- რა დრო დას­ჭირ­და ას­ვლა-დაშ­ვე­ბას?

- ორი ღამე და სამი დღე. პირ­ველ დღეს შხელ­დე­ბის ხედ­ზე, ულა­მა­ზეს სა­ბა­ნა­კე­ზე გა­ვა­თე­ნეთ ღამე, მე­ო­რე დღეს ავე­დით მარ­შრუ­ტის ძირ­ში, უშ­ბის პლა­ტო­ზე, გა­მო­ვი­ძი­ნეთ და ღამე, ოთხის-ნა­ხე­ვარ­ზე და­ვი­ძა­რით მწვერ­ვა­ლის­კენ. 9 აგ­ვის­ტოს დი­ლის 9 სა­ათ­ზე უკვე წვერ­ზე ვი­ყა­ვით. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კარ­გად ვი­ა­რეთ, მწვერ­ვა­ლი­დან ბე­ჩომ­დე იმ დღეს­ვე და­ვეშ­ვით.

- რა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი უძღო­და ამ ყვე­ლა­ფერს?

- საკ­მა­ოდ დიდი და ხან­გრძლი­ვი ეტა­პი, - უშბა ისე­თი მთა არ არის, დღეს მო­გინ­დეს და ხვალ ადგე და და­მო­უ­კი­დებ­ლად წახ­ვი­დე. ცხა­დია, გა­მოც­დილ ადა­მი­ან­თან ერ­თად ამას უფრო მარ­ტი­ვად გა­უ­თა­მამ­დე­ბი, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ერთი წელ­ზე მეტი დრო დას­ჭირ­და. შარ­შან­დე­ლი და წლე­ვან­დე­ლი წელი ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. საკ­მა­ოდ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­ვლა გვქონ­და. წელს, მა­გა­ლი­თად, ჭა­უხ­ში სპორ­ტუ­ლი ბა­ნა­კის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სვა­ნეთ­ში გა­დავ­სახ­ლდით. გა­ვი­ა­რეთ თეთ­ნულ­დის სა­მი­ა­ნი და ოთხი­ა­ნი მარ­შრუ­ტე­ბი ტექ­ნი­კუ­რად საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში, შემ­დეგ სამ­ხრეთ შხა­რა­დან ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით დავ­ტკბით და სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ უშ­ბა­ზე ას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- ვინ არის თქვე­ნი მწვრთნე­ლი და რა როლი აქვს მას ამ საქ­მე­ში?

- მთამ­სვლელ­თა ფე­დე­რა­ცია დამ­წყე­ბი მთამ­სვლე­ლე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად და მო­სამ­ზა­დებ­ლად ჭი­ა­თუ­რა­ში და ჭა­უხ­ში შეკ­რე­ბებს აწყობს, სა­დაც ბოლო ორი წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ჩვე­ნი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლი და თე­მურ ქურ­დი­ა­ნი იყ­ვნენ, მათი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ჩვე­ნი მთა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ასე­თი დი­დე­ბუ­ლი და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- დღეს­დღე­ო­ბით რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი?

- ძა­ლი­ან დიდ მად­ლი­ე­რე­ბას ვგრძნობ სამ­ყა­როს, მთის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას. თა­ვი­დან მინ­დო­და, ყვე­ლას­თვის პი­რა­დად მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და, თუმ­ცა მერე ისე გა­ბევ­რდით, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

- რო­გო­რი იყო ემო­ცი­ე­ბი თა­ვად მწვერ­ვალ­ზე?

- ისე აღ­მოჩ­ნდა, იმ დღეს მთა­ზე მხო­ლოდ ჩვენ ვი­ყა­ვით, იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ შე­იძ­ლე­ბა წახ­ვი­დე და სხვა - ვინ­მე უცხო­ე­ლი ან თუნ­დაც ქარ­თვე­ლი, იმ დღეს მთა­ში აღ­მოჩ­ნდეს. რა­ღაც­ნა­ი­რად ისე მოხ­და, რომ იმ­ხე­ლა მთა­ზე მარ­ტო ვი­ყა­ვით. მწვერ­ვა­ლი ზუს­ტად სად იყო, არ ვი­ცო­დით. უბ­რა­ლოდ, ქედს მი­ვუყ­ვე­ბო­დით და თან ვმსჯე­ლობ­დით, - აი, ამას გა­და­ვალთ, მერე ალ­ბათ ერთი ორი აღ­მარ­თი იქ­ნე­ბა და წვერ­ზეც მი­ვალ­თო და უცებ, ერთი-ორი აღ­მარ­თი კი არა, უკვე იქ ვყო­ფილ­ვართ... მა­ი­კო ყვი­რის, - მწვერ­ვალ­ზე ვარ­თო, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, ზღვა ემო­ცი­ე­ბი იყო, რო­მე­ლიც ალ­ბათ სი­ტყვე­ბით გა­მი­ჭირ­დე­ბა გად­მოვ­ცე.

- ამ ას­ვლით რა ჩა­ი­წე­რა თქვენს სპორ­ტულ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში?

- ისე გა­მო­ვი­და, ჩვე­ნი ას­ვლა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ას­ვლაა უშ­ბის მწვერ­ვალ­ზე. მი­ხა­რია, რომ ქა­ლე­ბი ამ სფე­რო­ში ნელ-ნელა ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. მი­ხა­რია ასე­ვე ისიც, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რა­ღაც ხა­რისხს უკვე მი­ვაღ­წი­ეთ.

- აქამ­დე რა მიღ­წე­ვე­ბი გქონ­დათ - კი­დევ რო­მელ მწვერ­ვა­ლებ­ზე ხართ ასუ­ლი?

- ასე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ მაქვს, შე­იძ­ლე­ბა რამე გა­მომ­რჩეს, თუმ­ცა მე და მა­ი­კოს ერ­თად ბევ­რი გვაქვს ნა­სი­ა­რუ­ლე­ბი: მყინ­ვარწვე­რი და თეთ­ნულ­დი რამ­დენ­ჯერ­მე სხვა­დას­ხვა მარ­შრუ­ტე­ბით, ჭა­უ­ხე­ბის ყვე­ლა მწვერ­ვა­ლი, მთა ორწვე­რი, ლა­ი­ლა, სამ­ხრეთ შხა­რა... მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ ბევ­რია, გა­სულ წელს სამ­ხრეთ უშ­ბა­ზეც ვი­ყა­ვი...

სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის სკო­ლა­ში "სამ­თო გამ­ყო­ლის“ პროგ­რა­მა­ზე ვსწავ­ლობ, სა­დაც უშ­ბა­ზე ას­ვლა გა­და­წყდა. ის ჩემი პირ­ვე­ლი უშბა იყო, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.

- სა­ერ­თოდ რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით მთამ­სვლე­ლო­ბით და რამ გა­მო­იწ­ვია ეს ინ­ტე­რე­სი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცია აის­ში“ გა­ვი­ა­რე კურ­სი, სა­დაც ერთი დღე ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში კლდე­ზე ცოც­ვას და დაშ­ვე­ბას მო­ი­აზ­რებ­და. მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი ასე­თი ად­გი­ლი თბი­ლის­ში თუ არ­სე­ბობ­და, სა­დაც შეძ­ლე­ბო­და მის­ვლა და ბუ­ნებ­რივ კლდე­ზე ცოც­ვა. ამ კურ­სის შემ­დეგ მარ­ტომ და­ვი­წყე ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი და კლდე­ზე ცოც­ვა­ში ვარ­ჯი­ში. იქ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მათ შო­რის, მა­ი­კოც.

- თუ გახ­სოვთ, რო­გო­რი იყო თქვე­ნი მთას­თან პირ­ვე­ლი მი­ახ­ლე­ბა?

- მახ­სოვს, პირ­ვე­ლად 2019 წელს მყინ­ვარწვერ­ზე ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში გაც­ნო­ბილ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ავე­დი. სა­ო­ცა­რი იყო პირ­ვე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი. მთი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიმ­შვი­დეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგრძნობ­დი.

- რას სჭირ­დე­ბა მთამ­სვლელს?

- ძა­ლი­ან ბევ­რი რამ, - მთამ­სვლე­ლო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სია, დიდი დის­ციპ­ლი­ნა და მოთ­მი­ნე­ბა... სა­კუ­თარ თავს ჯერ ალ­ბათ მთამ­სვლელს ვერც ვუ­წო­დებ. მთა­ში დავ­დი­ვარ და ჩემი მიღ­წე­ვე­ბი ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა, მაგ­რამ თავს მთამ­სვლე­ლი რომ ვუ­წო­დო, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მა­გარ ქარ­თველ მთამ­სვლე­ლებს ვიც­ნობ. იმ ეტა­პამ­დე ალ­ბათ კი­დევ ბევ­რი მჭირ­დე­ბა.

- ფაქ­ტია, რის­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ. ში­შის მო­მენ­ტი მთლი­ა­ნად დაძ­ლე­უ­ლი გაქვთ?

- არა და არც არის სა­ჭი­რო... ადეკ­ვა­ტუ­რი ში­ში­სა და რის­კის შეგ­რძნე­ბა მთა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მუ­დამ ვი­ფიქ­როთ.

- რო­გო­რია თქვე­ნი ოჯა­ხის გან­წყო­ბა თქვე­ნი მთამ­სვლე­ლო­ბის მი­მართ?

- ნორ­მა­ლუ­რი, "რას და­ბო­დი­ა­ლობ, რა გინ­და“ - ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რს არას­დროს უთ­ქვამს. ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შინ ყო­ველ­თვის მხარს უჭე­რენ და პა­ტივს სცე­მენ. ხან­და­ხან, როცა ტე­ლე­ფო­ნი იჭერს, დე­და­ჩემს მწვერ­ვა­ლი­დან ვუ­რე­კავ ხოლ­მე. ეს პრო­ცე­სი მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნოა, - კა­მე­რას ჩა­ვურ­თავ და გა­რე­მოს ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ამ ეტა­პის­თვის ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან ჯერ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბის პრო­ცეს­ში ვარ, რაც ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შიშისა და რისკის შეგრძნება მთაშიც მნიშვნელოვანია..." - ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბაზე: რას გვიყვება ექსპედიციის წევრი მარიამ გელაშვილი

"შიშისა და რისკის შეგრძნება მთაშიც მნიშვნელოვანია..." - ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბაზე: რას გვიყვება ექსპედიციის წევრი მარიამ გელაშვილი

მარიამ გელაშვილი 26 წლის არის. კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით სოციალური მუშაკია და გარკვეული პერიოდის მანძილზე პროფესიით მუშაობდა კიდეც.

ეს ის მარიამია, რომელმაც ამა ცოტა ხნის წინ თავის მეწყვილესთან, მაია სიჭინავასთან ერთად, უშბის მწვერვალი დალაშქრა. მარიამი და მაია პირველი ქართველი ქალი მთამსვლელები არიან, ვინც ჩრდილოეთ უშბაზე, 4700 მეტრზე დამოუკიდებლად ავიდნენ.

ისინი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად დაღუპული, “ოქროს წერაყინის” მფლობელი, 34 წლის ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის სპორტული ბანაკის მონაწილეები არიან.

როგორც მარიამი Ambebi.ge-სთან ამბობს, მთა მისი ცხოვრების ნაწილია... როგორ შეძლეს გოგონებმა უშბის მწვერვალის დამოუკიდებლად გავლა და რა ემოციები ჰქონდათ უკვე მწვერვალზე ასულებს? - ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მე და მაია მთაში ხშირად დავდივართ, - ხან დამოუკიდებლად და ხანაც - შეკრებებზე გამოცდილ ადამიანებთან ერთად. მთაში ყოფნა ორივეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. გამოცდილ ადამიანებთან ერთად სიარულმა მოგვცა ცოდნა, თავდაჯერებული გაგვხადა და შეგვძინა იმის უნარი დამოუკიდებლადაც გვეკეთებინა რაღაცები. სწორედ ასე დავიწყეთ... ნელ-ნელა მარტივი კლასიკური მარშრუტებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაუმჯობესებდით ჩვენს მიღწევებს და უშბამდეც მივედით. წელს,მაგალითად, ორჯერ ვიყავით თეთნულდზე, ვიდრე უშბაზე წავიდოდით, ვფიქრობ, თეთნულდის იმ ორმა მარშრუტმა ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა და უშბისთვის მოგგვამზადა.

- რა დრო დასჭირდა ასვლა-დაშვებას?

- ორი ღამე და სამი დღე. პირველ დღეს შხელდების ხედზე, ულამაზეს საბანაკეზე გავათენეთ ღამე, მეორე დღეს ავედით მარშრუტის ძირში, უშბის პლატოზე, გამოვიძინეთ და ღამე, ოთხის-ნახევარზე დავიძარით მწვერვალისკენ. 9 აგვისტოს დილის 9 საათზე უკვე წვერზე ვიყავით. იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ვიარეთ, მწვერვალიდან ბეჩომდე იმ დღესვე დავეშვით.

- რა მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა ამ ყველაფერს?

- საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ეტაპი, - უშბა ისეთი მთა არ არის, დღეს მოგინდეს და ხვალ ადგე და დამოუკიდებლად წახვიდე. ცხადია, გამოცდილ ადამიანთან ერთად ამას უფრო მარტივად გაუთამამდები, მაგრამ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას ერთი წელზე მეტი დრო დასჭირდა. შარშანდელი და წლევანდელი წელი ჩვენთვის განსაკუთრებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. საკმაოდ ბევრი წარმატებული ასვლა გვქონდა. წელს, მაგალითად, ჭაუხში სპორტული ბანაკის შემდეგ, ფაქტობრივად, სვანეთში გადავსახლდით. გავიარეთ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი მარშრუტები ტექნიკურად საკმაოდ რთულ პირობებში, შემდეგ სამხრეთ შხარადან ულამაზესი ხედებით დავტკბით და საბოლოოდ მივიღეთ უშბაზე ასვლის გადაწყვეტილება.

- ვინ არის თქვენი მწვრთნელი და რა როლი აქვს მას ამ საქმეში?

- მთამსვლელთა ფედერაცია დამწყები მთამსვლელების წასახალისებლად და მოსამზადებლად ჭიათურაში და ჭაუხში შეკრებებს აწყობს, სადაც ბოლო ორი წელია, აქტიურად ვმონაწილეობ. ჩვენი ინსტრუქტორები ძირითადად არჩილ ბადრიაშვილი და თემურ ქურდიანი იყვნენ, მათი დიდი დამსახურებაა ჩვენი მთაში დამოუკიდებლად სიარული. მიხარია, რომ ასეთი დიდებული და გამოცდილი ადამიანებისგან ცოდნა და გამოცდილება მივიღე.

- დღესდღეობით როგორია თქვენი ემოციები?

- ძალიან დიდ მადლიერებას ვგრძნობ სამყაროს, მთის და ადამიანების მიმართ. არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას. თავიდან მინდოდა, ყველასთვის პირადად მადლობა გადამეხადა, თუმცა მერე ისე გაბევრდით, შეუძლებელი გახდა.

- როგორი იყო ემოციები თავად მწვერვალზე?

- ისე აღმოჩნდა, იმ დღეს მთაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით, იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება წახვიდე და სხვა - ვინმე უცხოელი ან თუნდაც ქართველი, იმ დღეს მთაში აღმოჩნდეს. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ იმხელა მთაზე მარტო ვიყავით. მწვერვალი ზუსტად სად იყო, არ ვიცოდით. უბრალოდ, ქედს მივუყვებოდით და თან ვმსჯელობდით, - აი, ამას გადავალთ, მერე ალბათ ერთი ორი აღმართი იქნება და წვერზეც მივალთო და უცებ, ერთი-ორი აღმართი კი არა, უკვე იქ ვყოფილვართ... მაიკო ყვირის, - მწვერვალზე ვართო, ძალიან გაგვიხარდა, ზღვა ემოციები იყო, რომელიც ალბათ სიტყვებით გამიჭირდება გადმოვცე.

- ამ ასვლით რა ჩაიწერა თქვენს სპორტულ ბიოგრაფიაში?

- ისე გამოვიდა, ჩვენი ასვლა ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლაა უშბის მწვერვალზე. მიხარია, რომ ქალები ამ სფეროში ნელ-ნელა ძალიან აქტიურდებიან. მიხარია ასევე ისიც, რომ დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხს უკვე მივაღწიეთ.

- აქამდე რა მიღწევები გქონდათ - კიდევ რომელ მწვერვალებზე ხართ ასული?

- ასე ჩამონათვალი არ მაქვს, შეიძლება რამე გამომრჩეს, თუმცა მე და მაიკოს ერთად ბევრი გვაქვს ნასიარულები: მყინვარწვერი და თეთნულდი რამდენჯერმე სხვადასხვა მარშრუტებით, ჭაუხების ყველა მწვერვალი, მთა ორწვერი, ლაილა, სამხრეთ შხარა... მოკლედ, საკმაოდ ბევრია, გასულ წელს სამხრეთ უშბაზეც ვიყავი...

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში "სამთო გამყოლის“ პროგრამაზე ვსწავლობ, სადაც უშბაზე ასვლა გადაწყდა. ის ჩემი პირველი უშბა იყო, ძალიან საინტერესო გამოცდილ ადამიანებთან ერთად.

- საერთოდ როდის დაინტერესდით მთამსვლელობით და რამ გამოიწვია ეს ინტერესი?

- თავდაპირველად "საზოგადოებრივ ორგანიზაცია აისში“ გავიარე კურსი, სადაც ერთი დღე ბოტანიკურ ბაღში კლდეზე ცოცვას და დაშვებას მოიაზრებდა. მანამდე არ ვიცოდი ასეთი ადგილი თბილისში თუ არსებობდა, სადაც შეძლებოდა მისვლა და ბუნებრივ კლდეზე ცოცვა. ამ კურსის შემდეგ მარტომ დავიწყე ბოტანიკურ ბაღში სიარული და კლდეზე ცოცვაში ვარჯიში. იქ ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი, მათ შორის, მაიკოც.

- თუ გახსოვთ, როგორი იყო თქვენი მთასთან პირველი მიახლება?

- მახსოვს, პირველად 2019 წელს მყინვარწვერზე ბოტანიკურ ბაღში გაცნობილ მეგობრებთან ერთად ავედი. საოცარი იყო პირველი შეგრძნებები. მთიდან რომ ჩამოვედი, წარმოუდგენელ სიმშვიდეს და თავისუფლებას ვგრძნობდი.

- რას სჭირდება მთამსვლელს?

- ძალიან ბევრი რამ, - მთამსვლელობა ცხოვრების წესია, დიდი დისციპლინა და მოთმინება... საკუთარ თავს ჯერ ალბათ მთამსვლელს ვერც ვუწოდებ. მთაში დავდივარ და ჩემი მიღწევები ძალიან მეამაყება, მაგრამ თავს მთამსვლელი რომ ვუწოდო, მეუხერხულება, რადგან ძალიან მაგარ ქართველ მთამსვლელებს ვიცნობ. იმ ეტაპამდე ალბათ კიდევ ბევრი მჭირდება.

- ფაქტია, რისკიანი ადამიანი ხართ. შიშის მომენტი მთლიანად დაძლეული გაქვთ?

- არა და არც არის საჭირო... ადეკვატური შიშისა და რისკის შეგრძნება მთაშიც მნიშვნელოვანია, რადგან უსაფრთხოებაზე მუდამ ვიფიქროთ.

- როგორია თქვენი ოჯახის განწყობა თქვენი მთამსვლელობის მიმართ?

- ნორმალური, "რას დაბოდიალობ, რა გინდა“ - ჩემთვის ოჯახის წევრს არასდროს უთქვამს. ჩემს გადაწყვეტილებას შინ ყოველთვის მხარს უჭერენ და პატივს სცემენ. ხანდახან, როცა ტელეფონი იჭერს, დედაჩემს მწვერვალიდან ვურეკავ ხოლმე. ეს პროცესი მეტად სასიამოვნოა, - კამერას ჩავურთავ და გარემოს ვათვალიერებინებ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ამ ეტაპისთვის ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ სამომავლო გეგმების დალაგების პროცესში ვარ, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.