მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“10 დღეში ბავშვები სწავლას იწყებენ - მოვუწოდებთ “ოცნებას“, სასწრაფოდ დაიწყონ სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“ - ანა ბუჩუკური
“10 დღეში ბავშვები სწავლას იწყებენ - მოვუწოდებთ “ოცნებას“, სასწრაფოდ დაიწყონ სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“ - ანა ბუჩუკური

“და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღე­ში ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­ში სწავ­ლას იწყე­ბენ და სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ბავ­შვთა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, გა­ჩე­რე­ბუ­ლია - ჩვე­ნი გუნ­დი "ოც­ნე­ბას" კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, სას­წრა­ფოდ გად­მო­ი­ღონ თა­რო­დან მზა პრო­ექ­ტი და სას­წრა­ფოდ და­ი­წყონ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ბავ­შვთა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა!“ - ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" დე­პუ­ტატ­მა, ანა ბუ­ჩუ­კურ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და ბავ­შვე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა ადას­ტუ­რებს, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცია წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან“.

“რო­დე­საც გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­წყე­ბუ­ლი იყო პრო­ექ­ტი UNICEF-ის ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ბავ­შვთა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ეს პრო­ექ­ტი 2022 წელს უკვე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ვხე­დავთ 2024 წე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე­ში ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­ში სწავ­ლას იწყე­ბენ და სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ბავ­შვთა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, გა­ჩე­რე­ბუ­ლია.

ქვე­ყა­ნა­ში სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას 16 წლამ­დე ბავ­შვე­ბი­დან ყო­ვე­ლი მე­ო­თხე იღებს, შემ­წე­ო­ბის მი­ღე­ბა კი ჯამ­ში 340 281 ბავ­შვს სურს, რო­მე­ლიც არის და­ახ­ლო­ე­ბით, 38%. ამ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­დის “ოც­ნე­ბა“ და გა­ურ­კვე­ველ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე სა­უბ­რობს, იმ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე, რომ­ლის სარ­გე­ბე­ლი ნა­წილ­დე­ბა 25-30 ელი­ტურ ოჯახ­ში. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ, ასეთ ხე­ლი­სუ­ფალს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე სა­უბ­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დეთ ჩვე­ნი გუნ­დი, სას­წრა­ფოდ გად­მო­ი­ღონ თა­რო­დან მზა პრო­ექ­ტი და სას­წრა­ფოდ და­ი­წყონ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ბავ­შვთა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“10 დღეში ბავშვები სწავლას იწყებენ - მოვუწოდებთ “ოცნებას“, სასწრაფოდ დაიწყონ სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“ - ანა ბუჩუკური

“10 დღეში ბავშვები სწავლას იწყებენ - მოვუწოდებთ “ოცნებას“, სასწრაფოდ დაიწყონ სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“ - ანა ბუჩუკური

“დაახლოებით, 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია - ჩვენი გუნდი "ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა!“ - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების რეაბილიტაციასთან და ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში კორუფცია წახალისებულია სამინისტროს მხრიდან“.

“როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი დაწყებული იყო პროექტი UNICEF-ის ჩართულობით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი 2022 წელს უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვხედავთ 2024 წელია, დაახლოებით 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია.

ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს, შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს, რომელიც არის დაახლოებით, 38%. ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში გამოდის “ოცნება“ და გაურკვეველ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომლის სარგებელი ნაწილდება 25-30 ელიტურ ოჯახში. ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ასეთ ხელისუფალს კეთილდღეობაზე საუბრის ყველანაირი მორალური უფლება დაკარგული აქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ჩვენი გუნდი, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.