მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს
ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს

ლი­ბერ­თი "მერ­სი ქორფსთან“ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას კი­დევ ერთი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აგ­რძე­ლებს. მხა­რე­ებ­მა შე­სა­ბა­მის მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს და ლი­ბერ­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მერ­სი ქორფსის’’ ინი­ცი­ა­ტი­ვით, გო­გო­ნე­ბის­თვის, მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ბა­ნა­კი გა­იხ­სნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ნა­კი, რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­უ­ტუ­რი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე, 5 დღის მან­ძილ­ზე ტარ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 5 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, 20 მოს­წავ­ლე და 5 მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

ბა­ნა­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, ქალ­თა და გო­გო­ნა­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხებს, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რულ - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს.

ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სხვა­დას­ხვა სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, ფსი­ქო­ლო­გებს, იუ­რის­ტებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, სპორ­ტსმე­ნებს და სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შეხ­ვდე­ბი­ან და და­გეგ­მი­ლია ისე­თი თე­მე­ბის გან­ხალ­ვა, რო­გო­რი­ცაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ამოც­ნო­ბის ტექ­ნი­კა, მა­სობ­რი­ვი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის როლი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ეწ­ვე­ვი­ან, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ასე­ვე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის საბ­ჭო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდე­ბი­ან და საბ­ჭო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ფი­ცი­კას გა­ეც­ნო­ბი­ან.

ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ებს ასე­ვე უმას­პინ­ძლე­ბენ ლი­ბერ­თი ბან­კში და­საქ­მე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­გო­ნებს სა­კუ­თარ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

სა­მო­მავ­ლოდ, და­გეგ­მი­ლია პრო­ექ­ტი, ტრა­დი­ცი­უ­ლად ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­ტარ­დეს და უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­დეს.

მერ­სი ქორფსის WISE პროგ­რა­მა ("ქალ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის­თვის’’) ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ქალ­თა სა­კი­თხთა დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და ფა­რავს ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნას - აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს.

ლი­ბერ­თი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კია, რო­მე­ლიც 1,7 მი­ლი­ონ­ზე მეტ ფი­ზი­კურ პირს და 50 000-ზე მეტ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ბან­კის აქ­ტი­ვე­ბი 4 მლრდ ლარს შე­ად­გენს და და­საქ­მე­ბუ­ლია 5000 -ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ლი­ბერ­თი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლით - 500- მდე მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრით, 632 ბან­კო­მა­ტით, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის და POS ტერ­მი­ნა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გარ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს

ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს

ლიბერთი "მერსი ქორფსთან“ მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის’’ ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა.

აღნიშნული ბანაკი, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს.

ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამა, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.

ბანაკის მონაწილეები, სხვადასხვა სესიის ფარგლებში, ფსიქოლოგებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეხვდებიან და დაგეგმილია ისეთი თემების განხალვა, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, თანამედროვე ეპოქის გამოწვევების შესაბამისად დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკა, მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების როლი უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მიმართულებით და ა.შ.

მონაწილეები, პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვევიან, გენდერული თანასწორობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საბჭოების მუშაობის სპეფიციკას გაეცნობიან.

ბანაკის მონაწილეებს ასევე უმასპინძლებენ ლიბერთი ბანკში დასაქმებული წარმატებული ქალები, რომლებიც გოგონებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

სამომავლოდ, დაგეგმილია პროექტი, ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.

მერსი ქორფსის WISE პროგრამა ("ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’) ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და ფარავს ამიერკავკასიის სამივე ქვეყანას - აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)