მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გადაადგილდება ვერტმფრენით, შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი დაცვა შუშის ბარიერით" - კობახიძის თქმით, საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს და საზოგადოებასაც
"არ გადაადგილდება ვერტმფრენით, შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი დაცვა შუშის ბარიერით" - კობახიძის თქმით, საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს,  არამედ ოპოზიციის ლიდერებს და საზოგადოებასაც

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც იმ საფრ­თხე­ებ­ზე ილა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ემუქ­რე­ბა.

"გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ იმგვა­რი სცე­ნა­რის ხე­ლოვ­ნუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. იგუ­ლის­ხმე­ბა იმგვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს მოჰ­ყვა, აგ­რეთ­ვე რე­ზო­ნან­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი აქ­ტის ინ­სცე­ნი­რე­ბა და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ყვე­ლას მკაც­რად ვაფრ­თხი­ლებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­ტა­ნის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა“, - თქვა მან.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თუ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის არე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ხელ­მწი­ფოს აქვს საკ­მა­რის­ზე მეტი რე­სურ­სი იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა ვე­რა­ვინ შე­მო­ი­ტა­ნოს, “შე­სა­ბა­მი­სად, ვერ­ცერ­თი პრო­ვო­კა­ცია წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს და ნე­ბის­მი­ერ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას მკაც­რი სას­ჯე­ლი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა“.

"ყვე­ლა ვხე­დავთ, რა მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში. სლო­ვა­კეთ­ში ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში - საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გა­ი­მე­ტეს სა­სიკ­ვდი­ლოდ. ყვე­ლას გახ­სოვთ ღია მუ­ქა­რაც, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ევ­რო­კო­მის­რის პი­რით შე­მოგ­ვით­ვა­ლეს. გარ­და ამი­სა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში წა­რი­მარ­თე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი იღებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის უმ­თავ­რე­სი გა­რან­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ გა­და­ად­გილ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნით, სა­არ­ჩევ­ნო შეკ­რე­ბებ­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მისი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა შუ­შის ბა­რი­ე­რით, რაც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­წუ­ხი­ლის მი­ზე­ზია და ა.შ.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის გარ­და, თავ­დას­ხმის რის­კის ქვეშ არი­ან რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­ზე თავ­დას­ხმაც კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი მფარ­ვე­ლე­ბის მხრი­დან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ვაფრ­თხი­ლებთ ყვე­ლას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ამ­გვა­რი მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

ასე­ვე, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ იმგვა­რი სცე­ნა­რის ხე­ლოვ­ნუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. იგუ­ლის­ხმე­ბა იმგვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს მოჰ­ყვა, აგ­რეთ­ვე რე­ზო­ნან­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი აქ­ტის ინ­სცე­ნი­რე­ბა და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ყვე­ლას მკაც­რად ვაფრ­თხი­ლებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­ტა­ნის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

და­სას­რულს, აშ­კა­რაა, რომ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის არა­ვი­თა­რი იმე­დი არა აქვს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბის ასა­რე­ვად ემ­ზა­დე­ბა. მათ ლექ­სი­კო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი აქვთ სი­ტყვე­ბი - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი თუ მო­ი­გო“ და მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ სი­ტყვე­ბით - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი თუ გა­ა­ყალ­ბა“. სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ ისი­ნი მო­რიგ ჯერ­ზე არ აღი­ა­რე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, შე­ეც­დე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე შე­ტე­ვას, თავ­დას­ხმას და ქვეყ­ნის არე­ვას, რა­საც, მათი გათ­ვლით, ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უნდა მოჰ­ყვეს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მკა­ფი­ოდ ვა­ცხა­დებთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თუ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის არე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

რა­დი­კა­ლებს და მათ მფარ­ვე­ლებს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ დღეს სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი დგა­ნან მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე. სა­ხელ­მწი­ფოს აქვს საკ­მა­რის­ზე მეტი რე­სურ­სი იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა ვე­რა­ვინ შე­მო­ი­ტა­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ­ცერ­თი პრო­ვო­კა­ცია წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს და ნე­ბის­მი­ერ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას მკაც­რი სას­ჯე­ლი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა…

მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, იყოს ფხიზ­ლად და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მცი­რე თუ მსხვი­ლი პრო­ვო­კა­ცია სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სოს. მშვი­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­დი­კა­ლებს არ უნდა მივ­ცეთ იმის იმე­დი, რომ პრო­ვო­კა­ცი­ებს რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"არ გადაადგილდება ვერტმფრენით, შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი დაცვა შუშის ბარიერით" - კობახიძის თქმით, საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს და საზოგადოებასაც

"არ გადაადგილდება ვერტმფრენით, შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი დაცვა შუშის ბარიერით" - კობახიძის თქმით, საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს,  არამედ ოპოზიციის ლიდერებს და საზოგადოებასაც

"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომელიც, მისი თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ლიდერებს და საზოგადოებას ემუქრება.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება“, - თქვა მან.

კობახიძის თქმით, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

როგორც მან აღნიშნა, დღეს სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს, “შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება“.

"ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

დასასრულს, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები - "ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით - "ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

რადიკალებს და მათ მფარველებს მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება…

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: