მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით" - ლაშა ბაქრაძე
"არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით" - ლაშა ბაქრაძე

"რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ევ­რო­პა­ზე, ჩვენ ვსა­უბ­რობთ მეტ სო­ცი­ა­ლურ და­ცუ­ლო­ბა­ზე, მეტ სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე და ამი­ტომ არის ჩვე­ნი ლო­ზუნ­გი დღეს კე­თილ­დღე­ო­ბა ევ­რო­პას­თან ერ­თად, ან იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა", - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლაშა ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • ლაშა ბაქ­რა­ძის თქმით, არ­ცერ­თი ნორ­მა­ლუ­რი და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლებს.

"რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ევ­რო­პა­ზე, ჩვენ ვსა­უბ­რობთ მეტ სო­ცი­ა­ლურ და­ცუ­ლო­ბა­ზე, მეტ სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე და ამი­ტომ არის ჩვე­ნი ლო­ზუნ­გი დღეს - კე­თილ­დღე­ო­ბა ევ­რო­პას­თან ერ­თად, ან იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა. ამი­სი სრუ­ლი გა­რან­ტია გვაქვს, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან არც ერთი ნორ­მა­ლუ­რი და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლებს.

  • ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნი ასე­თი ად­ვი­ლი, რო­გორც დღეს არის, ჯერ არ ყო­ფი­ლა.

ან ვირ­ჩევთ სი­ღა­ტა­კეს, სი­დუ­ხ­ჭი­რეს, მე ვი­ტყო­დი შიმ­შილს 41 ნო­მერ­თან ერ­თად, ან 5 ნო­მერ­თან და ჭეშ­მა­რიტ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, გზას, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა აირ­ჩია და­სავ­ლე­თის­კენ და კე­თილ­დღე­ო­ბას ევ­რო­პას­თან ერ­თად, მეტ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, მეტ თა­ნას­წო­რო­ბას ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მით უმე­ტეს რო­დე­საც შე­ხე­დავთ რო­გო­რი ქა­ლე­ბი დგა­ნან ჩვენს გვერ­დით.

ქალ­ბა­ტო­ნი თინა და­ი­ნა­ხეთ დღეს თქვენ, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი, ქალ­ბა­ტო­ნი სოფო, აი ასეთ ადა­მი­ა­ნებს გთა­ვა­ზობთ ჩვენ და არა ბო­დი­შით და იმ "ნახ­მარ სა­ხე­ებს“, რომ­ლე­ბიც აქვთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს“ , - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით" - ლაშა ბაქრაძე

"არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით" - ლაშა ბაქრაძე

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

  • ლაშა ბაქრაძის თქმით, არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო "ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს - კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა. ამისი სრული გარანტია გვაქვს, რომ იზოლაციაში იქნება ეს ხელისუფლება, რადგან არც ერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.

  • ამიტომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, მე ვიტყოდი შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის.

ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით.

ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ "ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.