მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა - რას ამბობს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა - რას ამბობს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი შამ­ბა ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სეთ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან აფხა­ზე­თის და­ფი­ნან­სე­ბა შე­ზღუ­და და აფხა­ზურ მხა­რეს გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვა.

  • შამ­ბას თქმით, მოს­კოვ­ში, არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ "აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი“.

"1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ი­წყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ეხე­ბა ექი­მებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს და სხვა. ეს აშ­კა­რად პირ­ვე­ლი ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბია“, - ცი­ტი­რებს მე­დია შამ­ბას.

  • მან, ასე­ვე, კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის ზო­გი­ერ­თი წევ­რი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­საძ­ლო ჩა­მორ­თმე­ვა­ზე.

შამ­ბას გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა სრუ­ლი­ად მი­ღე­ბუ­ლი სან­ქცი­აა.

"ეს ის სა­კი­თხია, რო­მელ­ზეც ჩვენ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვი­მოქ­მე­დებთ. თუ ზოგ ადა­მი­ანს რუ­სე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მათ მი­მართ სან­ქცი­ებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­კო­ვი გეგ­მავ­და აფხა­ზე­თის­თვის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას მა­ნამ, სა­ნამ აფხა­ზუ­რი მხა­რე არ შე­ას­რუ­ლებს გარ­კვე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერთ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რუსი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის (აპარ­ტა­მენ­ტე­ბის) ბა­ზარ­ზე რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა - რას ამბობს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა - რას ამბობს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.

  • შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ "აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.

"1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია“, - ციტირებს მედია შამბას.

  • მან, ასევე, კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე.

შამბას განმარტებით, დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მიღებული სანქციაა.

"ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგ ადამიანს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“, - განაცხადა შამბამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი გეგმავდა აფხაზეთისთვის 1-ელი სექტემბრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტას მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა.