მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს - 10-დან 18 წლამდე ბავშვებს ინტიმურ ფოტო/ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც
პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს - 10-დან 18 წლამდე ბავშვებს ინტიმურ ფოტო/ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით პე­დო­ფი­ლი­ის, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის 8 ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი 32 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა რ. ქ. -მ გა­მიზ­ნუ­ლად შექ­მნა ყალ­ბი “ფე­ის­ბუქ“ და “ინ­სტაგ­რამ“ მომ­ხმა­რებ­ლის ან­გა­რი­შე­ბი, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც სის­ტე­მა­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ 10 წლი­დან 18 წლამ­დე ასა­კის ათე­უ­ლო­ბით გო­გო­ნას, მათ უგ­ზავ­ნი­და 15 წლის ასა­კის ბი­ჭის ფო­ტო­სუ­რა­თებს, ეც­ნო­ბო­და რო­გორც მათი თა­ნა­ტო­ლი, მო­ი­პო­ვებ­და ნდო­ბას და აი­ძუ­ლებ­და მათი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის და ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბო­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოკ­ვლით. ასე­ვე აშან­ტა­ჟებ­და, რომ მე­გობ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან გა­ავ­რცე­ლებ­და მათ შიშ­ველ ფო­ტო­სუ­რა­თებს, რო­მელ­თაც შექ­მნი­და მათი სა­ჯა­როდ გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მონ­ტა­ჟის გზით.

ში­შის ქვეშ მყო­ფი მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბის­გან, ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის და ვი­დე­ო­ე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ამა­ვე ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით, ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნებს აი­ძუ­ლებ­და მათი სხე­უ­ლის ინ­ტი­მურ ნა­წი­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბა­სა და სხე­უ­ლის შიგ­ნით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას, ამ მოქ­მე­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლის გა­და­ღე­ბას და მას­თან გა­დაგ­ზავ­ნას.

  • გა­მო­ძი­ე­ბამ პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის 8 და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი გა­მო­ავ­ლი­ნა:

2024 წლის მარ­ტში, ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ინ­სტაგ­რა­მის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, ყალ­ბი მომ­ხმა­რებ­ლის გვერ­დი­დან “xvicha232” სა­კუ­თარ ნა­თე­სავს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ არას­რულ­წლო­ვან 15 წლის გო­გოს მის­წე­რა, რო­მელ­საც თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბა და­უ­მა­ლა და თა­ნა­ტო­ლად გა­ეც­ნო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მო­წე­რი­სას ბრალ­დე­ბულ­მა 15 წლის გო­გოს, მცი­რე­წლო­ვა­ნი - 13 წლის დის­თვის, შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და მას­თან გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა მისი მოკ­ვლით. მუ­ქა­რით შე­ში­ნე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა დის ნაც­ვლად ბრალ­დე­ბულს სა­კუ­თა­რი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა, რის შემ­დე­გაც მა­მა­კა­ცი სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­და მას ახა­ლი ფოტო, ვი­დეო მა­სა­ლის გაგ­ზავ­ნას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დაბ­ლოკ­ვის შემ­დეგ, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თარ 15 წლის ნა­თე­სავ გო­გოს, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი, სო­ფელ­ში არას­რულ­წლოვ­ნის მე­ზობ­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან და ნაც­ნო­ბებ­თან გა­უვრცე­ლა.

2023 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში ბრალ­დე­ბულ­მა ყალ­ბი “ინ­სტაგ­რამ” გვერ­დი­დან გაც­ნო­ბის მიზ­ნით მის­წე­რა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ 11 წლის გო­გოს, მო­ი­პო­ვა მისი ნდო­ბა, რის შემ­დე­გაც მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­თე­სა­ვებ­თან გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით, ბავ­შვს ინ­ტი­მუ­რი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ა­ღე­ბი­ნა და გა­და­აგ­ზავ­ნი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ფო­ტო­ე­ბი ბავ­შვის სრულ­წლო­ვან დას გა­უგ­ზავ­ნა და გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით მისი სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დებ­მა იმის ში­შით, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­თი­თე­ბი­სა­მებრ ერ­თმა­ნე­თის სხე­უ­ლის ინ­ტი­მურ ნა­წი­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბა და სხე­უ­ლის შიგ­ნით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა სცა­დეს და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ბრალ­დე­ბულს გა­და­უგ­ზავ­ნეს.

2023 წლის ივ­ნი­სის თვე­ში ბრალ­დე­ბულ­მა მის მიერ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ყალ­ბი “ფე­ის­ბუქ” და “ინ­სტაგ­რამ” მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გაც­ნო­ბის მიზ­ნით მის­წე­რა ქვე­მო ქარ­თლში მცხოვ­რებ 13 წლის ბავ­შვს, მო­ი­პო­ვა მისი ნდო­ბა, რის შემ­დე­გაც მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით მო­ი­პო­ვა მისი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რის შემ­დგო­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი ბავ­შვს სის­ტე­მა­ტუ­რად, შემ­დგო­მი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ქა­რით და შან­ტა­ჟით აი­ძუ­ლებ­და მის შიშ­ველ სხე­ულ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბას და იძუ­ლე­ბით აგ­ზავ­ნი­ნებ­და ამის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ფო­ტო­სუ­რა­თებს.

2023-2024 წლებ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მით მო­ა­ტყუა აჭა­რა­ში, ქუ­თა­ის­სა და რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი მცი­რე­წლო­ვა­ნი და არას­რულ­წლო­ვა­ნი 4 გო­გო­ნა, რო­მელ­თაც შან­ტა­ჟით გა­მოს­ძა­ლა შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ო­კა­მე­რის წინ აი­ძუ­ლა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბე­ბი და ამის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­და­აგ­ზავ­ნი­ნა, რა­საც თან ერ­თო­და ბავ­შვებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­ქა­რა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი 2024 წლის 16 ივ­ნისს სა­მეგ­რე­ლო­ში და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბამ­დე, ჩხრე­კის და­წყე­ბი­სას, რ. ქ.-მ და­ა­ზი­ა­ნა სა­კუ­თა­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, თუმ­ცა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, აღ­დგე­ნი­ლი იქნა პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი, რის შემ­დგო­მაც ნა­ნა­ხი იქნა პი­რად “ჩა­თებ­ში“ არ­სე­ბუ­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის, მუ­ქა­რი­სა და იძუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ის­ტო­რია, მათ შო­რის ათე­უ­ლო­ბით არას­რულ­წლო­ვან პირ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი “ჩა­თე­ბი“.

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის დროს ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლი იქნა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ვაზ­ნე­ბი.

ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, იდენ­ტი­ფი­ცირ­და და­მა­ტე­ბით 7 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, რის შემ­დე­გაც, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წლის 02 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, მა­მა­კაცს ბრალ­დე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის და­უმ­ძიმ­და.

მა­მა­კაცს ბრა­ლად ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157¹ -ე მუხ­ლის 1-ლ ნა­წი­ლით, 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 139-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 138-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 141-ე მუხ­ლის 2-ე ნა­წი­ლის “ვ“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნა­და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.გა­მო­ძი­ე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ათე­უ­ლო­ბით ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­ნად­გურ­დე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯით ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლას შეს­თა­ვა­ზებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ათე­უ­ლო­ბით მცი­რე­წლო­ვან და არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მი­მო­წე­რე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცია.და­ნა­შა­უ­ლის მო­მე­ტე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებთ სიფრ­თხი­ლის­კენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა მშო­ბელ­მა გა­ა­ნა­ლი­ზოს სა­შიშ­რო­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა და გა­მო­ი­ჩი­ნოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვის ინ­ტერ­ნეტ­თან/გა­ჯე­ტებ­თან წვდო­მის დროს.სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად ან დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, დაგ­ვი­კავ­შირ­დით ცხელ ხაზ­ზე - 199, ან წარ­მო­ად­გი­ნეთ გან­ცხა­დე­ბა ან პი­რა­დად მო­დით ჩვენს ოფი­სებ­ში - თბი­ლის­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში ან მოგ­ვწე­რეთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე. თქვე­ნი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­ცუ­ლია!

სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში ასე­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მსხვერ­პლთა დახ­მა­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლო, რომ­ლის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მხარ­და­ჭე­რას აღ­მო­უ­ჩე­ნენ და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლ პი­რებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს - 10-დან 18 წლამდე ბავშვებს ინტიმურ ფოტო/ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც

პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს - 10-დან 18 წლამდე ბავშვებს ინტიმურ ფოტო/ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი “ფეისბუქ“ და “ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით.

შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას.

  • გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 8 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა:

2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის“ საშუალებით, ყალბი მომხმარებლის გვერდიდან “xvicha232” საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ არასრულწლოვან 15 წლის გოგოს მისწერა, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო. მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა 15 წლის გოგოს, მცირეწლოვანი - 13 წლის დისთვის, შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით. მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავ გოგოს, შიშველი სხეულის ფოტოები, სოფელში არასრულწლოვნის მეზობლებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან გაუვრცელა.

2023 წლის დეკემბრის თვეში ბრალდებულმა ყალბი “ინსტაგრამ” გვერდიდან გაცნობის მიზნით მისწერა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 11 წლის გოგოს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის ნათესავებთან გავრცელების მუქარით, ბავშვს ინტიმური შიშველი სხეულის ფოტოები გადააღებინა და გადააგზავნინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები ბავშვის სრულწლოვან დას გაუგზავნა და გავრცელების მუქარით მისი სურვილების შესრულება მოსთხოვა. დაზარალებულმა დებმა იმის შიშით, რომ მცირეწლოვანის ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო, ბრალდებულის მითითებისამებრ ერთმანეთის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედება და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევა სცადეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ბრალდებულს გადაუგზავნეს.

2023 წლის ივნისის თვეში ბრალდებულმა მის მიერ დარეგისტრირებული ყალბი “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” მომხმარებლების მეშვეობით გაცნობის მიზნით მისწერა ქვემო ქართლში მცხოვრებ 13 წლის ბავშვს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს.

2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაულებრივი სქემით მოატყუა აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი 4 გოგონა, რომელთაც შანტაჟით გამოსძალა შიშველი სხეულის ფოტოები, ვიდეოკამერის წინ აიძულა სექსუალური ხასიათის მოქმედებები და ამის ამსახველი ჩანაწერები გადააგზავნინა, რასაც თან ერთოდა ბავშვებზე სისტემატური მუქარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 2024 წლის 16 ივნისს სამეგრელოში დააკავა. დაკავებამდე, ჩხრეკის დაწყებისას, რ. ქ.-მ დააზიანა საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა, ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი იქნა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რის შემდგომაც ნანახი იქნა პირად “ჩათებში“ არსებული ინტიმური შინაარსის, მუქარისა და იძულების შემცველი კერძო კომუნიკაციის ისტორია, მათ შორის ათეულობით არასრულწლოვან პირთან მიმოწერის ამსახველი “ჩათები“.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები.

ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაციის ანალიზის და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირდა დამატებით 7 არასრულწლოვანი დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რის შემდეგაც, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 02 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება სექსუალური გამოძალვის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედებისთვის დაუმძიმდა.

მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ -ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით ჩადენადანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული ბრალდებულის მიერ ყალბი პროფილების გამოყენებით ათეულობით მცირეწლოვან და არასრულწლოვან გოგონებთან განხორციელებული მიმოწერები და კომუნიკაცია.დანაშაულის მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან/გაჯეტებთან წვდომის დროს.სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ასევე ფუნქციონირებს მსხვერპლთა დახმარების სამმართველო, რომლის სპეციალიზებული თანამშრომლები მხარდაჭერას აღმოუჩენენ დანაშაულის მსხვერპლ პირებს.