პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს - არის მსხვერპლი, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია: ღამის ქრონიკა
რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს - არის მსხვერპლი, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია: ღამის ქრონიკა

3 სექ­ტემ­ბრის ღამე უკ­რა­ი­ნის­თვის მძი­მე იყო. რუ­სებ­მა დნიპ­რო­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, არის მსხვერ­პლი. და­ზი­ან­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, და­ი­ღუ­პა 52 წლის მა­მა­კა­ცი, სამი კი - და­შავ­და.

“სამ­წუ­ხა­როდ, უკვე არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია დნიპ­რო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი­სა და სამი და­შა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ“, - აცხა­დებს დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, სერ­გეი ლი­სა­კი.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში, დნიპ­რო­სა და ხარ­კოვ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და.

დნიპ­როს გარ­და, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ზა­პო­რო­ჟი­ე­ზე. და­ი­ღუ­პა ორი ადა­მი­ა­ნი, ორი კი და­შავ­და.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 8 წლის ბავ­შვია.

“სამ­წუ­ხა­როდ, და­ი­ღუ­პა 2 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 8 წლის ბიჭი. დაჭ­რი­ლია კი­დევ ორი, მათ შო­რის 12 წლის გო­გო­ნა. ბავ­შვი ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია“, - აღ­ნიშ­ნავს ზა­პო­რო­ჟი­ეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მისი თქმით, აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ და ნამ­სხვრე­ვებ­მა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. ნან­გრე­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ამო­იყ­ვა­ნეს.

უკ­რა­ი­ნამ 8 ოლ­ქში 27 რუ­სუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო

“რუ­სებ­მა 3 სექ­ტემ­ბრის ღა­მეს უკ­რა­ი­ნას “ის­კან­დერ-მ/კნ-23” ტი­პის 3 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით, “ხ-59/69“ ტი­პის მარ­თვა­დი რა­კე­ტი­თა და “შა­ჰედ-131/136“ ტი­პის 35 დრო­ნით შე­უ­ტი­ეს,“ - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ჯამ­ში, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა 27 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს, 6 - ლო­კა­ცი­უ­რად გა­უ­ჩი­ნარ­და, 2 კი რუ­სე­თი­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რინ­და.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სებ­მა თავ­დას­ხმა დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კურსკის ოლ­ქი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა კი­ე­ვის, ოდე­სის, ხარ­კო­ვის, ნი­კო­ლა­ე­ვის, ხერ­სო­ნის, პოლ­ტა­ვას, ჩერ­ნი­გო­ვი­სა და სუ­მის ოლ­ქებ­ში მუ­შა­ობ­და.

ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რატ­მა ეკ­ლე­სი­ას და­არ­ტყა, მსხვერ­პლი არ არის.

“FPV თვითმფრი­ნავ­მა ბო­რი­სო­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გრუზსკო­ე­ში წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ის შე­ნო­ბას და­არ­ტყა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ტაძ­რის გუმ­ბათს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟებ­მა, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე სას­წრა­ფოდ მი­ვიდ­ნენ, ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს“, - ავ­რცე­ლებს ბელ­გო­რო­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვი.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ქა­ლაქ ტვერ­ში, ღა­მის სა­ა­თებ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა აე­როდ­რო­მი და­ბომ­ბეს. ეს სა­ჰა­ე­რო ბაზა აღ­ჭურ­ვი­ლია Il-76MD და An-124 სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბით. იქვე გან­ლა­გე­ბუ­ლია მე-12 სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო სა­ა­ვი­ა­ციო დი­ვი­ზი­ის სარ­დლო­ბა და მისი მე-8 პოლ­კი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს - არის მსხვერპლი, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია: ღამის ქრონიკა

რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს - არის მსხვერპლი, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია: ღამის ქრონიკა

3 სექტემბრის ღამე უკრაინისთვის მძიმე იყო. რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი. დაზიანდა, საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპა 52 წლის მამაკაცი, სამი კი - დაშავდა.

“სამწუხაროდ, უკვე არსებობს ინფორმაცია დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, - აცხადებს დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ქალაქებში, დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.

დნიპროს გარდა, რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეზე. დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.

“სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, - აღნიშნავს ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.

მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები დააზიანა. ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს.

უკრაინამ 8 ოლქში 27 რუსული დრონი ჩამოაგდო

“რუსებმა 3 სექტემბრის ღამეს უკრაინას “ისკანდერ-მ/კნ-23” ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით, “ხ-59/69“ ტიპის მართვადი რაკეტითა და “შაჰედ-131/136“ ტიპის 35 დრონით შეუტიეს,“ - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯამში, ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 27 დრონი ჩამოაგდეს, 6 - ლოკაციურად გაუჩინარდა, 2 კი რუსეთისა და დონეცკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა თავდასხმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში მუშაობდა.

ბელგოროდის რეგიონში უპილოტო საფრენმა აპარატმა ეკლესიას დაარტყა, მსხვერპლი არ არის.

“FPV თვითმფრინავმა ბორისოვის რაიონის სოფელ გრუზსკოეში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შენობას დაარტყა. აფეთქების შედეგად ტაძრის გუმბათს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო ეკიპაჟებმა, რომლებიც ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ, ცეცხლი ჩააქრეს“, - ავრცელებს ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ ტვერში, ღამის საათებში, უკრაინელებმა აეროდრომი დაბომბეს. ეს საჰაერო ბაზა აღჭურვილია Il-76MD და An-124 სატრანსპორტო თვითმფრინავებით. იქვე განლაგებულია მე-12 სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო დივიზიის სარდლობა და მისი მე-8 პოლკი.

წყარო

იხილეთ ასევე: