მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს" - ალეკო ელისაშვილი
"ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს" - ალეკო ელისაშვილი

მე­ხუ­თე თვეა, რაც ამ სა­ცო­და­ო­ბა სტრუქ­ტუ­რა­ში [სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი] მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მე, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. 17 აპ­რილს, სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15-20 პო­ლი­ცი­ე­ლი და­მეს­ხა თავს და ად­გი­ლი ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ჰქონ­და. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ფე­ხათ­რე­უ­ლი, წე­ლათ­რე­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა - ეს კარ­გი ნა­ჭამ-ნას­ვა­მი პო­ლი­ცი­ე­ლი ზაქ­რო ჩო­ხე­ლი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც კად­რებ­შიც ჩანს, რო­გორ მირ­ტყამს,- ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა ის პირი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კან­ცე­ლა­რი­ას­თან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში, ასე­ვე ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ამ პო­ლი­ცი­ე­ლებს ხელს აფა­რე­ბენ, კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგე­ბენ პა­სუხს.

"ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, არის ერთი სა­ცო­და­ვი ბე­ჩა­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი. მე-5 თვეა, რაც აი ამ სა­ცო­და­ო­ბა სტრუქ­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. 17 აპ­რილს, სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15-20 პო­ლი­ცი­ე­ლი და­მეს­ხა თავს და ად­გი­ლი ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ჰქონ­და. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ფე­ხათ­რე­უ­ლი, წე­ლათ­რე­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. ერ­თის მხრივ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, მე­ო­რეს მხრივ შსს აცხა­დებს, რომ ვერ და­ად­გი­ნეს თუ ვინ იყ­ვნენ ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, არა­და ერთ-ერ­თმა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი აჩ­ვე­ნა, სა­დაც ჩა­ნან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. თავს იდე­ბი­ლებს ეს სამ­სა­ხუ­რი, მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვი­თომ ვერ და­ად­გი­ნეს ვინ იყ­ვნენ.

მე და­ვად­გი­ნე ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ეს კაი ნა­ჭამ-ნას­ვა­მი პო­ლი­ცი­ე­ლი ზაქ­რო ჩო­ხე­ლი გახ­ლავთ, ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ამ­ჟა­მად კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია, სწო­რედ ეს არის, რო­მე­ლიც კად­რებ­შიც ჩანს, რო­გორ მირ­ტყამს, გა­მორ­ბის გა­ვე­შე­ბუ­ლი და წაქ­ცე­ულს რამ­დენ­ჯერ­მე მირ­ტყამს. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ მა­სა­ლას კი მი­ვაწ­ვდით ამ სა­ცო­და­ო­ბა უწყე­ბას, მაგ­რამ ზაქ­რო ჩო­ხელს ამ ჯი­გარს მინ­და ვუ­თხრა, ჩემო ზაქ­რო შენ ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნე, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში დიდი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მით ის­ჯე­ბა, ახლა კი ხელს პო­ლი­ცია გა­ფა­რებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­გორც კი შე­იც­ვლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიწ­ვეს კა­ნო­ნის წი­ნა­შე მკაც­რად პა­სუ­ხის გება. ვინც ხელს გა­ფა­რებს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად სა­თი­თა­ოდ აგებთ პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, ისი­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის­გან ქმე­დით ნა­ბი­ჯებს ელო­დე­ბი­ან, რომ ყვე­ლა პირი, რომ­ლებ­მაც ალე­კო ელი­საშ­ვილ­ზე იძა­ლა­და, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან მი­ცე­მუ­ლე­ბი.

"ჩვენ ვნა­ხეთ კად­რებ­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის სა­ხე­ე­ბი. შსს-მ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­და. ჩვენ, ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით და­ვად­გი­ნეთ თუ ვინ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­საც წე­რი­ლო­ბი­თაც მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას. იმე­დი გვაქვს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი უკან არ და­ი­ხევს, ქმე­დით ნა­ბი­ჯებს გა­ა­ტა­რეს და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცემ იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს" - ალეკო ელისაშვილი

"ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს" - ალეკო ელისაშვილი

მეხუთე თვეა, რაც ამ საცოდაობა სტრუქტურაში [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] მიმდინარეობს საქმე, ჩემს წინააღმდეგ. 17 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს და ადგილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება - ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელი გახლავთ, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ყველა ის პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ კანცელარიასთან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე ის პირები, რომლებიც ახლა ამ პოლიციელებს ხელს აფარებენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

"ასათიანის ქუჩაზე, არის ერთი საცოდავი ბეჩავი დაწესებულება სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მე-5 თვეა, რაც აი ამ საცოდაობა სტრუქტურაში მიმდინარეობს საქმე ჩემს წინააღმდეგ. 17 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს და ადგილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება. ერთის მხრივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მეორეს მხრივ შსს აცხადებს, რომ ვერ დაადგინეს თუ ვინ იყვნენ ის პოლიციელები, არადა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ექსკლუზიური კადრები აჩვენა, სადაც ჩანან პოლიციელები. თავს იდებილებს ეს სამსახური, მოქმედი პოლიციელები, ვითომ ვერ დაადგინეს ვინ იყვნენ.

მე დავადგინე ერთ-ერთი მათგანი, ეს კაი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელი გახლავთ, ხაშურის პოლიციის სამმართველოს ყოფილი მოადგილე, ამჟამად კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანია, სწორედ ეს არის, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს, გამორბის გავეშებული და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, სინამდვილეში, ამ მასალას კი მივაწვდით ამ საცოდაობა უწყებას, მაგრამ ზაქრო ჩოხელს ამ ჯიგარს მინდა ვუთხრა, ჩემო ზაქრო შენ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინე, რომელიც ციხეში დიდი პერიოდის განმავლობაში ჯდომით ისჯება, ახლა კი ხელს პოლიცია გაფარებს. ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, აუცილებლად მოგიწვეს კანონის წინაშე მკაცრად პასუხის გება. ვინც ხელს გაფარებს, ვინც მონაწილეობდნენ, აუცილებლად სათითაოდ აგებთ პასუხს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ისინი საგამოძიებო სამსახურისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან, რომ ყველა პირი, რომლებმაც ალეკო ელისაშვილზე იძალადა, პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.

"ჩვენ ვნახეთ კადრებში დანაშაულის ჩამდენი პირების სახეები. შსს-მ საგამოძიებო სამსახურს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა. ჩვენ, ჩვენი რესურსებით დავადგინეთ თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და საგამოძიებო სამსახურსაც წერილობითაც მივაწვდით ინფორმაციას. იმედი გვაქვს, რომ საგამოძიებო სამსახური უკან არ დაიხევს, ქმედით ნაბიჯებს გაატარეს და პასუხისგებაში მისცემ იმ პირებს, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.