2 სექტემბრიდან, სერიის, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“" მერვე ტომი - ფრანც კაფკას „პროცესი“ უკვე „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებში დაგხვდებათ!
„პროცესი“ დაიწერა 1914-1915 წლებში, მაგრამ 1925 წლამდე არ გამოქვეყნებულა. ფრანც კაფკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც დააკავა და დასაჯა დაუდგენელმა ორგანომ. კაფკას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეგობარმა, ლიტერატორმა მაქს ბორდმა რომანის ტექსტი დაარედაქტირა და გამოსცა. ორიგინალი ტექსტი ინახება თანამედროვე ლიტერატურის მუზეუმში, გერმანიაში. 1999 წელს წიგნი შეიყვანეს „Le Monde-ს“ საუკუნის 100 წიგნში, მეორე ნომრად, როგორც მე-20 საუკუნის საუკეთესო გერმანული რომანი.
კაფკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გავლენიანი მწერალია, ხოლო მისი რომანი "პროცესი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. ეს რომანი არ არის მხოლოდ აბსურდული ისტორია ადამიანზე, რომელიც ბრალდებულია დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენია, არამედ ღრმად პირადი ნაწარმოებიც, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული თავად კაფკას ცხოვრებასთან.
წიგნი გერმანულიდან თარგმნა ნელი ამაშუკელმა.
წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში - 10 ლარი იქნება. სერიის მერვე წიგნის ან სრული სერიის გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან, სპეციალურ ფასად: https://palitral.ge/subscriptions/81
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322470045
R