სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-8 მუხ­ლის პირ­ველ ქვე­პუნ­ქტში გა­ჩე­ნი­ლი­ყო შემ­დეგ­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი: “მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იდენ­ტო­ბის საყ­რდე­ნია“.

რო­გორც პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან პრინ­ცი­პუ­ლი თან­ხმო­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო რე­დაქ­ცია კვლავ სა­პატ­რი­არ­ქოს წა­რედ­გი­ნე­ბა და თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში.

“სხდო­მებ­ზე, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბო­და 26 და 29 აგ­ვის­ტოს, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ის სა­კი­თხი, რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იყო. ეს პირ­ველ რიგ­ში, ეხე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-8 მუხლს, სა­დაც სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ასე­თია, რომ პირ­ველ ქვე­პუნ­ქტში გა­ჩე­ნი­ლი­ყო შემ­დეგ­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი: “მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იდენ­ტო­ბის საყ­რდე­ნია.“ და მე­ო­რე ქვე­პუნ­ქტი შემ­დეგ­ნა­ი­რად რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს: რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში და მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან. სულ ერთი სი­ტყვა ემა­ტე­ბა: [ჩა­ნა­წერ­ში] “სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას“, რომ და­ე­მა­ტოს “თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა“, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან პრინ­ცი­პუ­ლი თან­ხმო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პირ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა გუ­ლის­ხმობ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხია, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია,

“პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გუ­ლის­ხმობ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის­თვის უკე­თე­სი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო. რა თქმა უნდა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­მარ­ტა, რომ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რა­მე­ნა­ი­რად შე­ზღუდ­ვას მათი მხრი­დან.

თუკი ეს სტა­ტუ­სი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და, ამა­ვე დროს ჩა­ი­წე­რე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არის სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი - ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხია, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან ეკ­ლე­სია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­დე­ლი, რაც დღეს არ­სე­ბობს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ურ, სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის - უნი­კა­ლუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ზვი­ა­და­ძემ.

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რის გან­ცხა­დე­ბით, 30 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ. ხოლო ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე, პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი, დე­კა­ნო­ზი მი­ხე­ილ ბოტ­კო­ვე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯღა­მა­ი­ძე და თა­ვად პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში.

“სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] “საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს “თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირველი შეთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია,

“პირველი შემოთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ამაღლებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს შემოთავაზებაც არანაირად არ გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამენაირად შეზღუდვას მათი მხრიდან.

თუკი ეს სტატუსი მისაღები იქნებოდა, ამავე დროს ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი - ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია, რადგან ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს კონსტიტუციური შეთანხმების სახით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის - უნიკალურია“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერის განცხადებით, 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ. ხოლო ეკლესიის მხრიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯღამაიძე და თავად პროტოპრესვიტერი ესწრებოდნენ.