მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შარშან დაიწყო მედიკამენტის მიღება, 6 სმ მოიმატა... თვითდაჯერებული ჩამოვიდა: არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან სანტიმეტრებით განვსხვავდებოდიო“ - გაიცანით, აქონდროპლაზიაზე გამარჯვებული 14 წლის პარასპორტსმენი, ზაკო
“შარშან დაიწყო მედიკამენტის მიღება, 6 სმ მოიმატა... თვითდაჯერებული ჩამოვიდა: არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან სანტიმეტრებით განვსხვავდებოდიო“ - გაიცანით, აქონდროპლაზიაზე გამარჯვებული 14 წლის პარასპორტსმენი, ზაკო

აქ­ცი­ებ­მა და პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ბავ­შვებ­მა წა­მა­ლი მი­ი­ღეს, მშობ­ლე­ბიც და შვი­ლე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და მო­მავaლს იმე­დის თავ­ლით უყუ­რე­ბენ.

Ambebi.ge აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ზაკო მუშ­კუ­დი­ა­ნის დე­დას, ქეთი ბე­გი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი გა­სუ­ლი წლის აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე იყო და სხვა მშობ­ლებ­თან ერ­თად ბევ­რი იბ­რძო­ლა. მისი შვი­ლი შარ­შან ნო­ემ­ბრი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს წა­მალს. რო­გორ გრძნობს თავს ზაკო, რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში და ცოტა ხნის წინ რა სპორ­ტულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ამას მისი დე­დის­გან შე­ი­ტყობთ.

- ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის... თა­ვი­დან, რო­გორც იცით, წამ­ლის მი­ღე­ბა 4-მა ბავ­შვმა და­ი­წყო. მათ­გან მა­ღა­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის - 13-14 წლის იყო 3, ვი­საც ზრდის დო­ნე­ე­ბი მალე და­ე­ხუ­რე­ბო­და. ერთს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და. ამ ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად წა­ვი­და. პირ­ვე­ლი­ვე სამ თვე­ში 2 სან­ტი­მეტ­რამ­დე ზრდა და­ფიქ­სირ­და და არა მარ­ტო ხა­ზო­ვა­ნი, პრო­პორ­ცი­უ­ლიც. მა­ლე­ვე და­ნარ­ჩე­ნი 5 ბავ­შვი ჩა­ერ­თო, შემ­დეგ უკვე - მო­რი­გი ჯგუ­ფი. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს მათ კი­დევ ახა­ლი ნა­კა­დი შე­უ­ერ­თდე­ბა.

- და­ე­მატ­ნენ ისე­თი ბავ­შვე­ბიც, ვინც აქ­ცი­ა­ზე არ ყო­ფი­ლა?

- კი, პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ ისი­ნი ახლა. გა­მოჩ­ნდნენ სხვა ბავ­შვე­ბი, ვი­საც აქამ­დე არ ვიც­ნობ­დით და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ... ასე­ვე ბევ­რი ბავ­შვის დედა, რო­მე­ლიც აქ­ცი­ებ­ზე იდგა, შემ­დგომ­ში, გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზით დამ­ტკიც­და, რომ მათ შვი­ლებს აქონ­დროპ­ლა­ზია კი არა სხვა დისპლა­ზი­ე­ბი ჰქო­ნი­ათ. ასე­თი სამი ბავ­შვია. ახლა შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტის მო­ლო­დინ­ში ისი­ნი არი­ან და რო­გორც კი შე­მო­ვა, იმე­დი აქვთ, რომ ისე­ვე მი­ი­ღე­ბენ, რო­გორც ჩვე­ნი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვებ­მა მი­ი­ღეს. ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს მე­დი­კა­მენ­ტი. უყუ­რა­დღე­ბო­და არა­ვინ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

- ე.ი. ზაკო ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებს წა­მალს, ხომ?

- აქამ­დე 8 თვის მან­ძილ­ზე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად დავ­დი­ო­დით. ახლა უკვე იქ გად­მოგ­ვი­ტა­ნეს, სა­დაც ვცხოვ­რობთ - სა­უბ­ნო პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში და წამ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნე­ბაც მოხ­და. ოღონდ, ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ კეთ­დე­ბო­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ 2-ჯერ იყო. რო­გორც იცით, ის ცურ­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ნაკ­რე­ბის წევ­რია და წა­მა­ლი წას­ვლის წინ თან გა­ა­ტა­ნეს.

- ანუ ნება დარ­თეს?

- კი, ოღონდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დი­ო­და იმ სას­ტუმ­როს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და. წამ­ლის გა­ტა­ნე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბი­თაც ხდე­ბა, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზა­ფხუ­ლია და ბავ­შვე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მი­დი­ან. ამი­ტომ მათ­თან სა­დაც ახლო არის ლო­კა­ცი­უ­რად კლი­ნი­კე­ბი, იქ ჩა­ი­ტა­ნეს.

ვი­ნა­ი­დან მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ უკვე სახ­ლშიც გა­მოგ­ვა­ტა­ნენ. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან წვა­ლო­ბენ, უკვე სას­კო­ლო ასა­კის არი­ან, ბევ­რი მა­ღალ კლას­შია და ყო­ველ­დღი­უ­რად მათ­თვის ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია კლი­ნი­კა­ში სი­ა­რუ­ლი. ამ წა­მალს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პა­ცი­ენ­ტებს სახ­ლში მშობ­ლე­ბი უკე­თე­ბენ. მოკ­ლედ, ყო­ველ­დღე კლი­ნი­კა­ში სი­ა­რუ­ლი ძნე­ლია, თან მათ ეს მე­დი­კა­მენ­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე კლი­ნი­კას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი­ან. ამ ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ სა­კითხს მარ­თა­ვენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­დი­ან შე­თან­ხმე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი ენით გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, დგა­ნან ჩვენ გვერ­დით. იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა.

- თქვენს შვილს წამ­ლის მი­ღე­ბი­დან შემ­დეგ რა შე­დე­გე­ბი აქვს?

- ზა­კომ შარ­შან, 15 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა. სი­მაღ­ლე­ში იყო მეტ­რი და 33 სან­ტი­მეტ­რი. დღეს მეტ­რი და 39 სან­ტი­მეტ­რია, 6 სან­ტი­მეტ­რი მო­ი­მა­ტა. კარ­გი ზრდა აქვს რო­გორც ხა­ზო­ვა­ნი, ისე - პრო­პორ­ცი­უ­ლი. ამას ბავ­შვიც ამ­ჩნევს და ჩვენც - ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ნივ­თებს უფრო კარ­გად სწვდე­ბა, ტან­საც­მე­ლიც და­უ­პა­ტა­რავ­და და ხა­სი­ა­თიც გა­მო­უ­კეთ­და. იცით, რომ მას ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და აპა­რა­ტი აქვს ორი­ვე მუხ­ლში ჩად­გმუ­ლი. ამი­ტომ იმე­დის თავ­ლით ვუ­ყუ­რებთ ამ ყვე­ლა­ფერს.

- მე­დი­კა­მენ­ტი მათ ტკი­ვი­ლებ­საც უხ­სნის?

- ახლა შე­და­რე­ბით რთუ­ლი ბავ­შვე­ბი ერ­თვე­ბი­ან, ვი­საც მა­გა­ლი­თად, კი­ფო­ზი აქვთ და სხვა და­ა­ვა­დე­ბა და ყო­ველ­დღი­ურ ტკი­ვილ­ში იტან­ჯე­ბი­ან. რო­გორც გი­თხა­რით, ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერ­ში სწო­რედ ახლა ერ­თვე­ბი­ან და ვფიქ­რობ, რომ მათ­თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წავა...

აქონ­დროპ­ლა­ზია ისე­თი დი­აგ­ნო­ზია, რო­მელ­საც მარ­თვა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტის პატ­რონ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზა­კოს შემ­თხვე­ვა­ში, ორ­თო­პე­დი თა­ვი­დან­ვე ჩავ­რთეთ, არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია და ის ოპე­რა­ცი­ე­ბიც გა­ვა­კე­თეთ, რა­მაც ის ტკი­ვი­ლე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად მო­უხ­სნა.

- კარ­გია, რომ ამ ბრძო­ლამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო...

- ეს არის ყვე­ლას ერ­თობ­ლი­ვი გა­მარ­ჯვე­ბა... ვფიქ­რობ, სა­ნამ არ დარ­წმუნ­დნენ მე­დი­კა­მენ­ტის სარ­გებ­ლო­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში, მა­ნამ­დე წა­მა­ლი არ შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში. ზო­გა­დად ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი იყო, ინი­ცი­ა­ტი­ვა მშობ­ლე­ბის­გან მო­დი­ო­და. ჩვენ, რო­გორც არა­სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­აჩ­ნდათ, რომ ძი­რი­თა­დად მშობ­ლის ინ­სტინ­ქტი­დან ვფიქ­რობ­დით და ამი­ტომ ეჭ­ვის თვა­ლით გვი­ყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ზა­კოს გან­წყო­ბაც ათას­ჯერ უკე­თე­სი აქვს, ვიდ­რე ჰქონ­და.

- რო­მელ კლა­სე­ლია?

- მე­ცხრე კლას­ში გა­და­ვი­და, 4 სექ­ტემ­ბერს 15 წლის გახ­დე­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, პა­რიზ­ში იყო, სა­დაც 16 ქვეყ­ნი­დან სხვა­დას­ხვა ასა­კის მო­ცუ­რა­ვე­ე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ S6 კა­ტე­გო­რია მი­ე­ნი­ჭათ. თა­ვი­დან ხომ 16 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის მოხ­ვდა და შემ­დეგ შე­დე­გით - 5 სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნას შო­რის. კარ­გი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. თა­ვი­სი რე­კორ­დე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ფი­ნალ­ში იცუ­რა­ვა. მოკ­ლედ წინ ბევ­რი შრო­მა გვე­ლის. რაც მთა­ვა­რია, ჩა­მო­ვი­და სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მენ­ტა­ლუ­რად გაზ­რდი­ლი და ლაღი. მოხ­ვდა სულ სხვა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უყ­ვართ. ბულ­გა­რეთ­ში 21 დღე იყო, საფ­რან­გეთ­ში - 10. არ მიგ­რძვნია, რომ ვინ­მეს­გან სან­ტი­მეტ­რე­ბით გან­ვსხვავ­დე­ბო­დიო... 2025 წელს სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს და ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა. ვე­ლო­დე­ბით წარ­მა­ტე­ბებს.

- სა­ერ­თოდ რამ­დე­ნი ხა­ნია ცუ­რავს?

- 6 წლის ასა­კი­დან ცუ­რავს, მაგ­რამ პა­რას­პორ­ტსმე­ნად და­რე­გის­ტრირ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში აიყ­ვა­ნეს 14 წელი რომ შე­უს­რულ­და. მოკ­ლედ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად იან­ვრი­დან ჩა­ერ­თო. და­ა­ფი­ნან­სეს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. გვინ­და, რომ 4 წლის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი ეჭვი არ ჰქონ­დეს იმას, რომ ზაკო პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- წარ­მა­ტე­ბე­ბი მას ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“შარშან დაიწყო მედიკამენტის მიღება, 6 სმ მოიმატა... თვითდაჯერებული ჩამოვიდა: არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან სანტიმეტრებით განვსხვავდებოდიო“ - გაიცანით, აქონდროპლაზიაზე გამარჯვებული 14 წლის პარასპორტსმენი, ზაკო

“შარშან დაიწყო მედიკამენტის მიღება, 6 სმ მოიმატა... თვითდაჯერებული ჩამოვიდა: არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან სანტიმეტრებით განვსხვავდებოდიო“ - გაიცანით, აქონდროპლაზიაზე გამარჯვებული 14 წლის პარასპორტსმენი, ზაკო

აქციებმა და პროტესტმა შედეგი გამოიღო, ბავშვებმა წამალი მიიღეს, მშობლებიც და შვილებიც კმაყოფილები არიან და მომავaლს იმედის თავლით უყურებენ.

Ambebi.ge აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ზაკო მუშკუდიანის დედას, ქეთი ბეგიაშვილს ესაუბრა.

ქალბატონი ქეთი გასული წლის აქციების აქტიური მონაწილე იყო და სხვა მშობლებთან ერთად ბევრი იბრძოლა. მისი შვილი შარშან ნოემბრიდან ყოველდღიურად იღებს წამალს. როგორ გრძნობს თავს ზაკო, რა სიახლეებია მის ცხოვრებაში და ცოტა ხნის წინ რა სპორტულ წარმატებას მიაღწია, ამას მისი დედისგან შეიტყობთ.

- ყველაფერი კარგად არის... თავიდან, როგორც იცით, წამლის მიღება 4-მა ბავშვმა დაიწყო. მათგან მაღალი ასაკობრივი ჯგუფის - 13-14 წლის იყო 3, ვისაც ზრდის დონეები მალე დაეხურებოდა. ერთს ჯანმრთელობის გართულება ჰქონდა. ამ ბავშვების მდგომარეობა ძალიან კარგად წავიდა. პირველივე სამ თვეში 2 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა და არა მარტო ხაზოვანი, პროპორციულიც. მალევე დანარჩენი 5 ბავშვი ჩაერთო, შემდეგ უკვე - მორიგი ჯგუფი. სექტემბრის ბოლოს მათ კიდევ ახალი ნაკადი შეუერთდება.

- დაემატნენ ისეთი ბავშვებიც, ვინც აქციაზე არ ყოფილა?

- კი, პირველად ვნახეთ ისინი ახლა. გამოჩნდნენ სხვა ბავშვები, ვისაც აქამდე არ ვიცნობდით და მოხარულები ვართ... ასევე ბევრი ბავშვის დედა, რომელიც აქციებზე იდგა, შემდგომში, გენეტიკური ანალიზით დამტკიცდა, რომ მათ შვილებს აქონდროპლაზია კი არა სხვა დისპლაზიები ჰქონიათ. ასეთი სამი ბავშვია. ახლა შესაბამისი მედიკამენტის მოლოდინში ისინი არიან და როგორც კი შემოვა, იმედი აქვთ, რომ ისევე მიიღებენ, როგორც ჩვენი დიაგნოზის მქონე ბავშვებმა მიიღეს. ყველამ უნდა მიიღოს მედიკამენტი. უყურადღებოდა არავინ დაუტოვებიათ.

- ე.ი. ზაკო ყოველდღიურად იკეთებს წამალს, ხომ?

- აქამდე 8 თვის მანძილზე იაშვილის კლინიკაში ყოველდღიურად დავდიოდით. ახლა უკვე იქ გადმოგვიტანეს, სადაც ვცხოვრობთ - საუბნო პოლიკლინიკებში და წამლის საზღვარგარეთ გატანებაც მოხდა. ოღონდ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ კეთდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი შვილი საზღვარგარეთ 2-ჯერ იყო. როგორც იცით, ის ცურვაში საქართველოს პარანაკრების წევრია და წამალი წასვლის წინ თან გაატანეს.

- ანუ ნება დართეს?

- კი, ოღონდ, მოლაპარაკებები მიდიოდა იმ სასტუმროს სამედიცინო პერსონალთან, სადაც იმყოფებოდა. წამლის გატანება ასევე საქართველოს მასშტაბითაც ხდება, რადგან მოგეხსენებათ, ზაფხულია და ბავშვები დასასვენებლად სხვადასხვა ადგილას მიდიან. ამიტომ მათთან სადაც ახლო არის ლოკაციურად კლინიკები, იქ ჩაიტანეს.

ვინაიდან მედიკამენტის მიღების შედეგად არანაირი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა, იმედს ვიტოვებთ, რომ უკვე სახლშიც გამოგვატანენ. ბავშვები ძალიან წვალობენ, უკვე სასკოლო ასაკის არიან, ბევრი მაღალ კლასშია და ყოველდღიურად მათთვის ძალიან დამთრგუნველია კლინიკაში სიარული. ამ წამალს მსოფლიოს მასშტაბით პაციენტებს სახლში მშობლები უკეთებენ. მოკლედ, ყოველდღე კლინიკაში სიარული ძნელია, თან მათ ეს მედიკამენტი მთელი ცხოვრება სჭირდებათ. ამიტომ მთელი ცხოვრება ასე კლინიკას მიჯაჭვული ვერ იქნებიან. ამ ეტაპზე შესაბამისი ადამიანები, ვინც ამ საკითხს მართავენ, ყველანაირად მოდიან შეთანხმებაზე, ადამიანური ენით გვესაუბრებიან, დგანან ჩვენ გვერდით. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

- თქვენს შვილს წამლის მიღებიდან შემდეგ რა შედეგები აქვს?

- ზაკომ შარშან, 15 ნოემბერს დაიწყო მედიკამენტის მიღება. სიმაღლეში იყო მეტრი და 33 სანტიმეტრი. დღეს მეტრი და 39 სანტიმეტრია, 6 სანტიმეტრი მოიმატა. კარგი ზრდა აქვს როგორც ხაზოვანი, ისე - პროპორციული. ამას ბავშვიც ამჩნევს და ჩვენც - ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნივთებს უფრო კარგად სწვდება, ტანსაცმელიც დაუპატარავდა და ხასიათიც გამოუკეთდა. იცით, რომ მას ოპერაცია აქვს გაკეთებული და აპარატი აქვს ორივე მუხლში ჩადგმული. ამიტომ იმედის თავლით ვუყურებთ ამ ყველაფერს.

- მედიკამენტი მათ ტკივილებსაც უხსნის?

- ახლა შედარებით რთული ბავშვები ერთვებიან, ვისაც მაგალითად, კიფოზი აქვთ და სხვა დაავადება და ყოველდღიურ ტკივილში იტანჯებიან. როგორც გითხარით, ისინი ამ ყველაფერში სწორედ ახლა ერთვებიან და ვფიქრობ, რომ მათთანაც ყველაფერი კარგად წავა...

აქონდროპლაზია ისეთი დიაგნოზია, რომელსაც მართვა სჭირდება, ამიტომ პაციენტის პატრონზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ზაკოს შემთხვევაში, ორთოპედი თავიდანვე ჩავრთეთ, არაფერი გამოგვიტოვებია და ის ოპერაციებიც გავაკეთეთ, რამაც ის ტკივილები რაღაცნაირად მოუხსნა.

- კარგია, რომ ამ ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო...

- ეს არის ყველას ერთობლივი გამარჯვება... ვფიქრობ, სანამ არ დარწმუნდნენ მედიკამენტის სარგებლობასა და ეფექტიანობაში, მანამდე წამალი არ შემოვიდა ქვეყანაში. ზოგადად ახალი მედიკამენტი იყო, ინიციატივა მშობლებისგან მოდიოდა. ჩვენ, როგორც არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მიაჩნდათ, რომ ძირითადად მშობლის ინსტინქტიდან ვფიქრობდით და ამიტომ ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ზაკოს განწყობაც ათასჯერ უკეთესი აქვს, ვიდრე ჰქონდა.

- რომელ კლასელია?

- მეცხრე კლასში გადავიდა, 4 სექტემბერს 15 წლის გახდება. როგორც გითხარით, პარიზში იყო, სადაც 16 ქვეყნიდან სხვადასხვა ასაკის მოცურავეები წარმოდგენილი წარმოდგენილი. მათ S6 კატეგორია მიენიჭათ. თავიდან ხომ 16 ქვეყნის წარმომადგენელს შორის მოხვდა და შემდეგ შედეგით - 5 საუკეთესო ქვეყანას შორის. კარგი შედეგები აჩვენა. თავისი რეკორდები გააუმჯობესა, რაც მისასალმებელია, ფინალში იცურავა. მოკლედ წინ ბევრი შრომა გველის. რაც მთავარია, ჩამოვიდა საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თვითდაჯერებული, მენტალურად გაზრდილი და ლაღი. მოხვდა სულ სხვა სამყაროში, სადაც განსხვავებული ადამიანები უყვართ. ბულგარეთში 21 დღე იყო, საფრანგეთში - 10. არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან სანტიმეტრებით განვსხვავდებოდიო... 2025 წელს საინტერესო გეგმები გვაქვს და ვნახოთ, როგორ იქნება. ველოდებით წარმატებებს.

- საერთოდ რამდენი ხანია ცურავს?

- 6 წლის ასაკიდან ცურავს, მაგრამ პარასპორტსმენად დარეგისტრირდა და საქართველოს ნაკრებში აიყვანეს 14 წელი რომ შეუსრულდა. მოკლედ, ოფიციალურად იანვრიდან ჩაერთო. დააფინანსეს საზღვარგარეთ წასვლით და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობით. გვინდა, რომ 4 წლის შემდეგ არანაირი ეჭვი არ ჰქონდეს იმას, რომ ზაკო პარაოლიმპიადაზე მიიღოს მონაწილეობა.

- წარმატებები მას ნებისმიერ საქმეში.

იხილეთ ასევე: