მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამართლიანად უწოდებს ჩვენი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისმყოფელს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"სამართლიანად უწოდებს ჩვენი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისმყოფელს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ვინ არის ჩვე­ნი ლი­დე­რის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ჩვე­ნი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა? ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს! ან ავირ­ჩევთ ომს ან ავირ­ჩევთ მშვი­დო­ბას! - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ოზურ­გეთ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს მშვი­დო­ბა! 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო და გა­ი­მარ­ჯვებს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა!“

"მო­გე­სალ­მე­ბით გუ­რუ­ლე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო მი­ვე­სალ­მე­ბი ულა­მა­ზეს გუ­რი­ა­ში მცხოვ­რებ მა­გარ ხალ­ხს.

მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო გუ­რუ­ლე­ბი ისე­ვე არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­სა­მარ­ჯვებ­ლად, რო­გორც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს და მჯე­რა 26 ოქ­ტომ­ბერს გუ­რია და ბრძე­ნი გუ­რუ­ლე­ბი სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თე­ბენ და პირ­ველ რიგ­ში აირ­ჩე­ვენ მშვი­დო­ბას!

  • ვინ თუ არა გუ­რუ­ლებ­მა იცით მშვი­დო­ბის ფასი და მშვი­დო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა სწო­რედ მშვი­დო­ბის გა­მარ­ჯვე­ბა იყო, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იშ­ვი­ათ, ხან­გრძლივ და უწყვეტ მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდს. სწო­რედ ჩვე­ნი ლი­დე­რის, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად უწო­დებს ჩვე­ნი ხალ­ხი მას მშვი­დო­ბის­მყო­ფელს, მშვი­დო­ბის მომ­ტანს, ხოლო ჩვენს პარ­ტი­ას - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მშვი­დო­ბის პარ­ტი­ას.

გუ­რუ­ლებს არ გეშ­ლე­ბათ თეთ­რის და შა­ვის გარ­ჩე­ვა, მშვი­დო­ბის პარ­ტი­ის და ომის პარ­ტი­ის ამოც­ნო­ბა, კარ­გად იცით ვინ არის ომის პარ­ტია და ვინ არის მშვი­დო­ბის პარ­ტია, ვინ არის ომის მომ­ტა­ნი, ომის და ქა­ო­სის, ომის და უბე­დუ­რე­ბის, ნგრე­ვის და გა­ნად­გუ­რე­ბის პარ­ტია, ჩაგ­ვრის, უსა­მარ­თლო­ბის და სიკ­ვდი­ლის პარ­ტია და ვინ არის მშვი­დო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის, ევ­რო­პას­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის მომ­ტა­ნი, მრა­ვა­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის მომ­ტა­ნი პარ­ტია.

ჩვე­ნი ხალ­ხი კარ­გად ხე­დავს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, 26 ოქ­ტომ­ბერს ან ავირ­ჩევთ მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის წინსვლას და გან­ვი­თა­რე­ბას, ღირ­სე­ულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ან ავირ­ჩევთ ომის პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს ომს, ქა­ოსს, სიკ­ვდილს და უბე­დუ­რე­ბას. დღეს ეს ბო­რო­ტი ძალა, იგი­ვე "კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ - ომის პარ­ტია, თა­ვი­სი სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბი­თა და ენ­ჯეო-ებით, აგენ­ტუ­რით გა­ნა­წი­ლე­ბულ­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა ფრონტზე, ხალ­ხს ატყუ­ე­ბენ, თით­ქოს ისი­ნი სხვა­დას­ხვა ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ და თით­ქოს მათი სურ­ვი­ლია ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა... ახლა კი­თხვა დავ­სვათ: ვინ არის დღეს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია? სამ­წუ­ხა­როდ, ისევ იგი­ვე ბო­რო­ტი ძალა - ომის პარ­ტია, რო­მელ­მაც ათა­სი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას, ომი, ოკუ­პა­ცია, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვა, გა­ჩუ­ქე­ბა, გა­და­ცე­მა, ათა­სი უბე­დუ­რე­ბა ჩვენს ხალ­ხს მო­უ­ტა­ნა. ხოლო ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი მათი თა­ნა­მო­აზ­რე, მათი მო­კავ­ში­რე მათ მიერ შექ­მნი­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ყო­ფი­ლი პარ­ტია, თუ ახ­ლად შექ­მნი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი და კო­ა­ლი­ცი­ე­ბი იბ­რძვი­ან მხო­ლოდ 5-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­სა­ლა­ხად, რათა შემ­დეგ ისევ ამ ბო­როტ ძა­ლას­თან ერ­თად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ მათ მთა­ვარ დედა პარ­ტი­ას­თან ერ­თად შექ­მნა კო­ა­ლი­ცია. შე­სა­ბა­მი­სად ჩვე­ნი ბრძე­ნი ხალ­ხი კარ­გად ხვდე­ბა, რომ ეს არის ტყუ­ი­ლია! კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის და­პი­რე­ბით ატყუ­ე­ბენ ხალ­ხს და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ მოს­წონთ ხმა მის­ცენ ნე­ბის­მი­ერ სხვა პარ­ტი­ას და ვინ არი­ან ეს სხვა პარ­ტი­ე­ბი? ეს სხვა პარ­ტი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კო­ა­ლი­ცია უნდა შექ­მნან ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“, შე­სა­ბა­მი­სად ეს ხომ ხა­ფან­გია! ესეც ხომ ტყუ­ი­ლია. არა­ვი­თა­რი სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, უკე­თე­სი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ არ­სე­ბობს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლია სხვა პარ­ტია, რო­მე­ლიც არ შე­უ­ერ­თდე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას და ომის კო­ა­ლი­ცი­ას, ომის კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას, რო­მე­ლი? სის­ხლი­ა­ნი პრო­კუ­რო­რი გვა­რა­მი­ას და ზონ­დე­რი მე­ლი­ას ახა­ლი პარ­ტია და მას­ში შე­მა­ვა­ლი ლუ­ზე­რე­ბის პარ­ტი­ე­ბი თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­კე­ტი­ო­რი და ბიზ­ნე­სის მო­რო­დი­ო­რი ხა­ზა­რა­ძის პარ­ტია "ლელო“ და მის მიერ ახ­ლა­ხან ნა­ყი­დი 1%-იანი პარ­ტი­ე­ბი თუ მო­ღა­ლა­ტე გა­ხა­რი­ას პარ­ტია თუ რო­მე­ლი? ვინ არის მათი ლი­დე­რი ვი­საც ხალ­ხი უნდა გაყ­ვეს? ვინ არის ჩვე­ნი ლი­დე­რის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ჩვე­ნი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა? ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს! ან ავირ­ჩევთ ომს ან ავირ­ჩევთ მშვი­დო­ბას! სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს! და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა­ღაც უკე­თე­სის, ან რა­ღაც აბ­სტრაქ­ტუ­ლი, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის და ზო­გა­დად, უკე­თე­სის ძი­ე­ბა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღებთ უა­რესს! მე­გობ­რე­ბო, არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი ძალა, არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი პარ­ტია, არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი მთავ­რო­ბა, მაგ­რამ დღეს, არ არ­სე­ბობს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა!

დღე­ვან­დელ ურ­თუ­ლეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ­მა - ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს თუ ვის უნდა ან­დოს ქვეყ­ნის მარ­თვა - მას ვინც 12 წლის მან­ძილ­ზე საქ­მით და შე­დე­გით და­ამ­ტკი­ცა, რომ არის მშვი­დო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მომ­ტა­ნი, სტა­ბი­ლუ­რო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გა­რან­ტი თუ იმ ბო­როტ ძა­ლას ვინც ასე­ვე საქ­მით და შე­დე­გით და­ამ­ტკი­ცა, რომ არის ომის, ჩაგ­ვრის, ქა­ო­სის, ში­შის და ტე­რო­რის, ნგრე­ვის და უბე­დუ­რე­ბის მომ­ტა­ნი?

მე მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ბრძე­ნი ხალ­ხი გა­ა­კე­თებს ერ­თა­დერთ სწორ არ­ჩე­ვანს და ხმას მის­ცემს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნას, აირ­ჩევს მშვი­დო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, წინსვლას, გან­ვი­თა­რე­ბას, ღირ­სე­ულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს! 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს სი­მარ­თლე! 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს მშვი­დო­ბა! 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­ჯვებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო და გა­ი­მარ­ჯვებს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“! ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

SS.GEრო­გორ მოხ­ვდე აქ გი­რავ­დე­ბა 3 ოთა­ხი­ა­ნი ბინა სო­ფელ დი­ღომ­ში გი­რავ­დე­ბა 4 ოთა­ხი­ა­ნი ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე გი­რავ­დე­ბა 2 ოთა­ხი­ა­ნი ბინა სამ­გორ­ში იყი­დე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ნა­ძა­ლა­დევ­ში რას ამ­ბობს პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლი ვახ­ტანგ ახო­ბა­ძე მე­ტო­ქის საქ­ცი­ელ­ზე, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ხელი არ ჩა­მო­არ­თვა?palitravideo.ge რა ხდე­ბა ამ წუ­თებ­ში რი­კოთ­ზე, სა­დაც 5 ავ­ტო­მო­ბი­ლი და­იმ­ტვრა: კად­რე­ბი ად­გი­ლი­დან - "მოძ­რა­ო­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია! ცოტა ხანი ამ გზით ნუ ისარ­გებ­ლებთ"palitravideo.ge "სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა" - რა კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა მზი­უ­რის პარ­კი­დან?palitravideo.ge ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ხვა­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბაpalitravideo.ge "ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ, ისევ დავ­ხო­ცავ­დი“ - რა თქვა სა­სა­მარ­თლო­ზე მე­უღ­ლის და კი­დევ 2 პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა?ambebi.ge ია­პო­ნი­ას ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ტა­ი­ფუ­ნი და­ა­ტყდა თავს - 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია, ქვე­ყა­ნამ გან­გა­შის უმაღ­ლე­სი დონე გა­მო­ა­ცხა­და (ფოტო/ვი­დეო)ambebi.ge "ვი­საც გინ­დათ, რომ გა­ვუ­ტყდე ცხოვ­რე­ბის ტკი­ვი­ლებს, იმედს გა­გიც­რუ­ებთ... მხნედ ვარ, თბი­ლი ოჯა­ხი მაქვს, უფ­ლის მოყ­ვა­რე მე­უღ­ლე მყავს" - რას პა­სუ­ხობს გელა და­ი­ა­უ­რი კრი­ტი­კო­სებს?ambebi.ge "არ მე­გო­ნა, იუ­მო­რით ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო ასეთ გან­ხილ­ვას თუ გა­მო­იწ­ვევ­და" - ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქალი მო­ნა­კო­დან, რომ­ლის ვი­დე­ო­საც ჩვენ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა: ვინ არის სო­ფია კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი?ambebi.ge დღის ბოლო სი­ახ­ლე­ე­ბი31 წუ­თის წი­ნა­ნა დო­ლი­ძე - "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე31.08.2024 / 17:23სერ­გეი ლავ­რო­ვი - ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ ვა­წარ­მო­ებთ31.08.2024 / 16:51გი­ორ­გი ვა­შა­ძე - დიდი ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ წა­ვი­დეთ წინ. არა­ფე­რი გვაქვს ჩვენ გა­სა­ყო­ფი, გარ­და იმი­სა, ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს და ეს სამ­შობ­ლო ფეხ­ზე უნდა და­ვა­ყე­ნოთ. წინ, გა­მარ­ჯვე­ბის­კენ!ყვე­ლა სი­ახ­ლე ინ­ტერ­ვიუ 21.08.2024 / 14:02ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე - თუ ჩვენ დღეს გა­ვე­მიჯ­ნე­ბით და­სავ­ლეთს, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აკე­თებს, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხი რომ დად­გე­ბა, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს არა­ვინ და­ა­ყე­ნებსყ­ვე­ლა სტა­ტი­აპ­რე­სის მი­მო­ხილ­ვა29.08.2024 / 10:09რა როლი ექ­ნე­ბა პრე­ზი­დენტს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მის შემ­დეგ - არის თუ არა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ის მა­კონ­სი­ლი­დი­რე­ბე­ლი მთა­ვა­რი ძალა

იქ­ნე­ბა თუ არა ეს სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია-კამ­პა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო

რა შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის პირ­ველ ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტას - “500 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში ხვდე­ბა თვით მოს­კო­ვი და კრემ­ლიც კი”

რით გან­სხვავ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბრძო­ლის ტაქ­ტი­კა კურსკში, რუ­სე­ბის ტაქ­ტი­კის­გან დონ­ბას­ში... "სა­ქარ­თვე­ლო­ში 200-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი ევ­რო­პა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 80-კა­ცი­ან ქორ­წილს გა­და­იხ­დის" - ევ­რო­პუ­ლი ქორ­წი­ლე­ბის ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი კურსკში ხი­დე­ბის აფეთ­ქე­ბით ხერ­სო­ნის ოპე­რა­ცია მე­ორ­დე­ბა... 3-ათა­სი­ან რუ­სულ დაჯ­გუ­ფე­ბას ალყა ემუქ­რე­ბა "და­ბა­დე­ბი­დან ემიგ­რან­ტია, არ უს­წავ­ლია ქარ­თულ სკო­ლა­ში და არა­სო­დეს უვ­ლია ქარ­თულ წრე­ებ­ზე" - რას წერს ემიგ­რან­ტი დედა შვი­ლის ქარ­თუ­ლად ნამ­ღერ­ზე, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა? რას ამ­ბობს პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლი ვახ­ტანგ ახო­ბა­ძე მე­ტო­ქის საქ­ცი­ელ­ზე, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ხელი არ ჩა­მო­არ­თვა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"სამართლიანად უწოდებს ჩვენი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისმყოფელს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"სამართლიანად უწოდებს ჩვენი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისმყოფელს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ვინ არის ჩვენი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის "ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს ან ავირჩევთ მშვიდობას! - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია "ქართული ოცნება!“

"მოგესალმებით გურულებო, მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო მივესალმები ულამაზეს გურიაში მცხოვრებ მაგარ ხალხს.

მიხარია, რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს და მჯერა 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და პირველ რიგში აირჩევენ მშვიდობას!

  • ვინ თუ არა გურულებმა იცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო, ვინაიდან სწორედ 1-ელ ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას - "ქართულ ოცნებას“, მშვიდობის პარტიას.

გურულებს არ გეშლებათ თეთრის და შავის გარჩევა, მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა, კარგად იცით ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია, ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის და განადგურების პარტია, ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია.

ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად, აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას. დღეს ეს ბოროტი ძალა, იგივე "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ - ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეო-ებით, აგენტურით განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება... ახლა კითხვა დავსვათ: ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ, ისევ იგივე ბოროტი ძალა - ომის პარტია, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გაჩუქება, გადაცემა, ათასი უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია, თუ ახლად შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5-იანი ბარიერის გადასალახად, რათა შემდეგ ისევ ამ ბოროტ ძალასთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათ მთავარ დედა პარტიასთან ერთად შექმნა კოალიცია. შესაბამისად ჩვენი ბრძენი ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის ტყუილია! კოალიციის შექმნის დაპირებით ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას და ვინ არიან ეს სხვა პარტიები? ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ "ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაბამისად ეს ხომ ხაფანგია! ესეც ხომ ტყუილია. არავითარი სხვა ალტერნატივა, უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას, რომელი? სისხლიანი პროკურორი გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემავალი ლუზერების პარტიები თუ სააკაშვილის რეკეტიორი და ბიზნესის მოროდიორი ხაზარაძის პარტია "ლელო“ და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები თუ მოღალატე გახარიას პარტია თუ რომელი? ვინ არის მათი ლიდერი ვისაც ხალხი უნდა გაყვეს? ვინ არის ჩვენი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის "ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს ან ავირჩევთ მშვიდობას! სხვა ალტერნატივა არ არსებობს! და გაცნობიერებული, რაღაც უკეთესის, ან რაღაც აბსტრაქტული, კოალიციური მთავრობის და ზოგადად, უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს! მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს "ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა!

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა - მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი?

მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია "ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

SS.GEროგორ მოხვდე აქ გირავდება 3 ოთახიანი ბინა სოფელ დიღომში გირავდება 4 ოთახიანი ბინა საბურთალოზე გირავდება 2 ოთახიანი ბინა სამგორში იყიდება კომერციული ფართი ნაძალადევში რას ამბობს პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მეტოქის საქციელზე, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ხელი არ ჩამოართვა?palitravideo.ge რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე, სადაც 5 ავტომობილი დაიმტვრა: კადრები ადგილიდან - "მოძრაობა გაჩერებულია! ცოტა ხანი ამ გზით ნუ ისარგებლებთ"palitravideo.ge "საშინელება ხდება" - რა კადრები ვრცელდება მზიურის პარკიდან?palitravideo.ge ახალი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში ხვალიდან ამოქმედდებაpalitravideo.ge "ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი“ - რა თქვა სასამართლოზე მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა?ambebi.ge იაპონიას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნი დაატყდა თავს - 5 მილიონამდე ადამიანი ევაკუირებულია, ქვეყანამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა (ფოტო/ვიდეო)ambebi.ge "ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, უფლის მოყვარე მეუღლე მყავს" - რას პასუხობს გელა დაიაური კრიტიკოსებს?ambebi.ge "არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი?ambebi.ge დღის ბოლო სიახლეები31 წუთის წინანა დოლიძე - "რუსული კანონის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ათი ათასობით ადამიანი დარჩება ელემენტარული შემოსავლის გარეშე31.08.2024 / 17:23სერგეი ლავროვი - ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ31.08.2024 / 16:51გიორგი ვაშაძე - დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ, გამარჯვებისკენ!ყველა სიახლე ინტერვიუ 21.08.2024 / 14:02ვახტანგ ძაბირაძე - თუ ჩვენ დღეს გავემიჯნებით დასავლეთს, რასაც "ქართული ოცნება“ აკეთებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი რომ დადგება, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხს არავინ დააყენებსყველა სტატიაპრესის მიმოხილვა29.08.2024 / 10:09რა როლი ექნება პრეზიდენტს არჩევნებამდე და მის შემდეგ - არის თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციის მაკონსილიდირებელი მთავარი ძალა

იქნება თუ არა ეს საარჩევნო პერიოდი განსხვავებული - წინასაარჩევნო აგიტაცია-კამპანია ოფიციალურად დაიწყო

რა შეუძლია უკრაინის პირველ ბალისტიკურ რაკეტას - “500 კილომეტრის რადიუსში ხვდება თვით მოსკოვი და კრემლიც კი”

რით განსხვავდებოდა უკრაინელების ბრძოლის ტაქტიკა კურსკში, რუსების ტაქტიკისგან დონბასში... "საქართველოში 200-კაციანი ქორწილი ევროპაში დაახლოებით 80-კაციან ქორწილს გადაიხდის" - ევროპული ქორწილების ქართველი დიზაინერი კურსკში ხიდების აფეთქებით ხერსონის ოპერაცია მეორდება... 3-ათასიან რუსულ დაჯგუფებას ალყა ემუქრება "დაბადებიდან ემიგრანტია, არ უსწავლია ქართულ სკოლაში და არასოდეს უვლია ქართულ წრეებზე" - რას წერს ემიგრანტი დედა შვილის ქართულად ნამღერზე, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა? რას ამბობს პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მეტოქის საქციელზე, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ხელი არ ჩამოართვა?