მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, უფლის მოყვარე მეუღლე მყავს" - რას პასუხობს გელა დაიაური კრიტიკოსებს?
"ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, უფლის მოყვარე მეუღლე მყავს" - რას პასუხობს გელა დაიაური კრიტიკოსებს?

“არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტა­ტუ­სის და­წე­რა... უბ­რა­ლოდ, ერ­თის თქმა მინ­და - ჩემი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვად გა­სავ­ლე­ლი არ ყო­ფი­ლა. ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ გრძნო­ბით მარ­ტო ის იგ­რძნობს, ვი­საც მსგავ­სი ან თუნ­დაც მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი გა­ნუც­დია,“ - ამის შე­სა­ხებ პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი თა­ვის “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს პა­სუ­ხობს, რომ­ლე­ბიც მას აკ­რი­ტი­კე­ბენ.

“ცუ­დია, როცა არ იც­ნობ ადა­მი­ანს, არ იცი მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი და კო­მენ­ტარს (თუ ვა­რა­უდს) გა­მოთ­ქვამ მის ცხოვ­რე­ბა­ზე, პი­რა­დულ­ზე... მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, ჭო­რა­ო­ბა ჰქვია ამას.

  • "სა­წყა­ლი მა­გის ცოლი"... "სი­ცო­ცხლე­ში მი­ე­ხე­და სა­წყა­ლი გო­გოს­თვის", "ნე­ტავ თუ ეს­მის მა­გის ცოლს .." და მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი ჭო­რა­ო­ბაა, ჩემო კარ­გე­ბო. თან ისე­თი ჭო­რა­ო­ბა, ადა­მი­ა­ნო­ბას­თან რომ არ აქვს კავ­ში­რი. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ამ ტკი­ვილს გა­ი­გებს და რბი­ლად შე­ე­ხე­ბა...

ვი­საც გინ­დათ, რომ გა­ვუ­ტყდე ცხოვ­რე­ბის ტკი­ვი­ლებს, იმედს გა­გიც­რუ­ებთ... მხნედ ვარ, თბი­ლი ოჯა­ხი მაქვს, მო­აზ­როვ­ნე და უფ­ლის­მოყ­ვა­რე მე­უღ­ლე მყავს და ყვე­ლა­ფერს ერ­თად, მშვი­დად და თბი­ლად ვუძ­ლებთ. ვიცი, არ ღირ­და ამ­დენ სა­უბ­რად, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს სტა­ტუ­სი ეძღვნე­ბათ, მაგ­რამ იყოს...

P.S. მად­ლო­ბა, თბილ ხალ­ხს... ვი­საც ეს­მის ჩემი... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რია კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი,“ - წერს გელა და­ი­ა­უ­რი.

2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი.

უმ­ძი­მე ავა­რი­ას გა­დარ­ჩე­ნილ­მა, გელა და­ი­ა­უ­რის დე­ი­დაშ­ვილ­მა თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­ულ­მა Ambebi.ge -თან მომ­ხდა­რი 14 წლის შემ­დეგ გა­იხ­სე­ნა.

წლე­ბის შემ­დეგ გელა და­ი­ა­უ­რი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლია. წყვი­ლი ვაჟს ზრდის.

პო­ე­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 11 წლის შემ­დეგ, მარ­ტო­ო­ბით და­ი­ღა­ლა.

"ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, არ მინ­დო­და და­მემ­ძი­მე­ბი­ნა ჩემი ტკი­ვი­ლით, გან­ცდე­ბით ის ადა­მი­ა­ნი ვის გვერ­დი­თაც ვიქ­ნე­ბო­დი. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თავს კარ­გად ვგრძნობ და მსუ­ბუ­ქი გახ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვი­გეთ და გა­ვი­ა­რეთ. კი­დევ ერთხელ ვი­პო­ვე მშვი­დი ნავ­სა­ყუ­დე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სიყ­ვა­რუ­ლი ეს ის გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის მი­ზანს გაძ­ლევს და გაძ­ლი­ე­რებს ში­ნა­გა­ნად. თვი­თონ ღმერ­თია სიყ­ვა­რუ­ლი..." - აღ­ნიშ­ნავ­და გელა და­ი­ა­უ­რი.

ავტორი:

"ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, უფლის მოყვარე მეუღლე მყავს" - რას პასუხობს გელა დაიაური კრიტიკოსებს?

"ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, უფლის მოყვარე მეუღლე მყავს" - რას პასუხობს გელა დაიაური კრიტიკოსებს?

“არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა... უბრალოდ, ერთის თქმა მინდა - ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა. ეს ყველამ იცის, მაგრამ გრძნობით მარტო ის იგრძნობს, ვისაც მსგავსი ან თუნდაც მიახლოვებული ტკივილი განუცდია,“ - ამის შესახებ პოეტი გელა დაიაური თავის “ფეისბუქზე“ წერს, რითაც საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, რომლებიც მას აკრიტიკებენ.

“ცუდია, როცა არ იცნობ ადამიანს, არ იცი მისი ცხოვრებისეული დეტალები და კომენტარს (თუ ვარაუდს) გამოთქვამ მის ცხოვრებაზე, პირადულზე... მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭორაობა ჰქვია ამას.

  • "საწყალი მაგის ცოლი"... "სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის", "ნეტავ თუ ესმის მაგის ცოლს .." და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა, ჩემო კარგებო. თან ისეთი ჭორაობა, ადამიანობასთან რომ არ აქვს კავშირი. ნორმალური ადამიანი ამ ტკივილს გაიგებს და რბილად შეეხება...

ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, მოაზროვნე და უფლისმოყვარე მეუღლე მყავს და ყველაფერს ერთად, მშვიდად და თბილად ვუძლებთ. ვიცი, არ ღირდა ამდენ საუბრად, ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი ეძღვნებათ, მაგრამ იყოს...

P.S. მადლობა, თბილ ხალხს... ვისაც ესმის ჩემი... საბედნიეროდ, ბევრია კარგი ადამიანები,“ - წერს გელა დაიაური.

2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. "ჯიპის“ მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი, ასევე თეონას და, მანქანის მძღოლი - ბერდია არაბული, მისი მეუღლე და მათი შვილი.

უმძიმე ავარიას გადარჩენილმა, გელა დაიაურის დეიდაშვილმა თეონა ჭინჭარაულმა Ambebi.ge -თან მომხდარი 14 წლის შემდეგ გაიხსენა.

წლების შემდეგ გელა დაიაური მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილი ვაჟს ზრდის.

პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა.

"ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით, განცდებით ის ადამიანი ვის გვერდითაც ვიქნებოდი. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, თავს კარგად ვგრძნობ და მსუბუქი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაფერი კარგად გავიგეთ და გავიარეთ. კიდევ ერთხელ ვიპოვე მშვიდი ნავსაყუდელი ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მიზანს გაძლევს და გაძლიერებს შინაგანად. თვითონ ღმერთია სიყვარული..." - აღნიშნავდა გელა დაიაური.