მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ავღანელი გურჯები და როგორ მოხვდნენ უცხო მიწაზე?
ვინ არიან ავღანელი გურჯები და როგორ მოხვდნენ უცხო მიწაზე?

ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბას ჯერ ისევ არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ი­ძი­ოს ქარ­თველ­თა გა­და­სახ­ლე­ბის ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, შე­ის­წავ­ლოს მათი გან­სახ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი და შთა­მო­მავ­ლო­ბა, მათ შო­რის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს­თან მათი შემ­დგო­მი ურ­თი­ერ­თო­ბის მიზ­ნით, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით კი უცხო­ეთ­ში ქარ­თველ­თა უც­ნობ გან­სახ­ლე­ბებ­ზე, ერთი მხრივ, იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რე­ბის ცნო­ბებს, მე­ო­რე მხრივ კი ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში გა­ფან­ტუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეყ­რდნო­ბით. მათ­გან სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თა­ნა­მებ­რძო­ლი ლე­ვან ხა­ჭა­პუ­რი­ძე ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ავ­ღა­ნეთ­ში მცხოვ­რებ გორ­ჯებ­თან (გურ­ჯე­ბი) მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და მათ­ზე აქამ­დე ჩვენ­თვის უც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია. მან მო­ი­ა­რა ავ­ღა­ნე­თის დამ­მარ­ცხე­ბე­ლი, ქარ­თლის მეფე გი­ორ­გი XI-ის ამა­ლის შთა­მო­მა­ვალ­თა სოფ­ლე­ბიც: მო­რი­გი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე ვერც მეფე და ვერც მისი 4000-კა­ცი­ა­ნი ამა­ლა ავ­ღა­ნე­თი­დან ვე­ღარ დაბ­რუნ­და. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თველ­თა ამ შთა­მო­მავ­ლებ­ზე აღ­ტა­ცე­ბის გა­რე­შე ვერ სა­უბ­რობს. არა­თუ მხო­ლოდ ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი: ავ­ღა­ნე­ლი გურ­ჯე­ბის ძლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ წლე­ბია ლე­გენ­დე­ბი სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­შიც ვრცელ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ვთხო­ვეთ მას ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რად:

- ხან­და­ხან აღ­შფო­თე­ბა მი­პყრობს, რო­დე­საც ის­ტო­რია ომე­ბით დაღ­ლილ ქარ­თვე­ლებ­ზე ორი­ო­დე წი­ნა­და­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, იმას წერს, რომ სპარ­სე­თის შა­ჰის ან სულ­თნის ომებ­ში ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათ შემ­დგომ ბედ­ზე არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა... სწო­რედ მათ გაგ­რძე­ლე­ბად მი­მაჩ­ნია ავ­ღა­ნე­ლი გურ­ჯე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, თვით ის­ტო­რი­აც, ისე­ვე რო­გორც ბედი, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად იყო ჩვენს მხა­რეს და ასე იმი­ტომ მოხ­და, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერთი რამ მა­ინც ზუს­ტად გვახ­სოვს: რაც არ უნდა მძი­მე იყოს ჩვე­ნი ის­ტო­რია, მას და­დე­ბი­თი მხა­რე მა­ინც აქვს - სწო­რედ მუ­დამ მტრე­ბის შე­მო­სე­ვამ და ომებ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, სა­დაც მე­ო­მარ ხალ­ხად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, სულ გვე­ფხიზ­ლა.

სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის ცოდ­ნა სუნ­თქვა­სა­ვი­თაა ნე­ბის­მი­ე­რი ხალ­ხი­სათ­ვის. ამ თე­მა­ზე ბევ­რი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ნათ­ქვა­მი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე­რაბ კოს­ტა­ვას გა­ვიხ­სე­ნებ. ის ამ­ბობ­და, თუ ის­ტო­რი­ას სი­ნედ­ლეს გა­მო­აც­ლით, ანუ არ გა­ვიხ­სე­ნებთ და აწ­მყოს არ და­ვუ­კავ­ში­რებთ, ჩვე­ნი გა­დაგ­ვა­რე­ბა გა­და­შე­ნე­ბით დამ­თავ­რდე­ბაო. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ ის­ტო­რია არ დაგ­ვი­ვი­წყე­ბია, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი არ მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და და არც რუ­სე­თი გვაძ­ლევ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და სამ­წუ­ხა­როდ, არც დღე­ვან­დე­ლო­ბა გვაძ­ლევს. სა­ნამ რუ­სე­თი გვმარ­თავ­და, ის ქარ­თველ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბის შეს­წავ­ლის ნე­ბას არც ინ­დო­ეთ­ში მოგ­ვცემ­და, არც პა­კის­ტან­ში და არც ავ­ღა­ნეთ­ში, რაში აწყობ­და პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ხე­ლა ფეს­ვებ­ზე ფიქ­რი! მე რა­ტომ მი­ვა­დე­ქი ამ თე­მას? ჯერ ერთი, სა­მა­ჩაბ­ლო­ე­ლი კაცი ვარ და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს მი­წაც რამ­ხე­ლა ტკი­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თა­ნაც, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ჩალ­მი­ან კა­ცებ­თან მე­ო­მარ ქარ­თვე­ლებს ვხა­ტავ­დი.

გამ­სა­ხურ­დი­ას დამ­ხო­ბის შემ­დეგ კარ­გი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და უზ­ბე­კეთს მი­ვა­შუ­რე არ­სე­ბო­ბის­თვის. იქი­დან ად­ვი­ლად და­ვამ­ყა­რე ურ­თი­ერ­თო­ბა ირან­ში ბიზ­ნე­სის­თვის, ვის­წავ­ლე სპარ­სუ­ლი ენა, მერე კი ავ­ღა­ნეთ­ში გა­და­ვე­დი.

ავ­ღა­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გაც­ნო­ბა იყო ჩემი მთა­ვა­რი ნატ­ვრა. ირან­ში მყო­ფი ავ­ღა­ნელ ქარ­თველ­თა შთა­მო­მავ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი მათ შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, ვი­ცო­დი, რომ გურ­ჯე­ბი (გორ­ჯე­ბი) მთელ ავ­ღა­ნეთ­ში ცნო­ბი­ლი ხალ­ხია, სხვა ავ­ღა­ნე­ლე­ბი მათ დიდ პა­ტივს სცე­მენ. პა­ტი­ვის­ცე­მა ნა­წი­ლობ­რივ იქი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ გორ­ჯე­ბის ყვე­ლას ეში­ნია. ძა­ლი­ან კარ­გი მებ­რძო­ლე­ბი და სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი არი­ან. სხვა­თა შო­რის, ავ­ღა­ნე­ლი გორ­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ეკუთ­ვნის თა­ლი­ბე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც ახლა ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია. გორ­ჯე­ბის რომ ეში­ნი­ათ, თა­ვა­დაც დავ­რწმუნ­დი: რო­დე­საც ირან­ში ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის ვიზა მი­ვი­ღე, გა­მაფრ­თხი­ლეს, ავ­ღა­ნუ­რი დაც­ვა ყველ­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია და მა­ინც ნუ იტყვი, რომ გურ­ჯი ხარო. ჩემს ოჯახ­ში სიკ­ვდი­ლის შიში არ არ­სე­ბობს, ჩემი ძმაც სა­მა­ჩაბ­ლოს­თვის ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა, ამი­ტო­მაც ყვე­ლა პოსტზე გა­ჩე­რე­ბი­სას გა­ვი­ძა­ხო­დი, გურ­ჯი ვარ-მეთ­ქი. უნდა გე­ნა­ხათ, რა პა­ტი­ვით მით­მობ­დნენ ავ­ღა­ნე­ლე­ბი გზას. ეს რომ მხლე­ბელ­მა ნახა, მარ­თლა გა­ო­ცე­ბულ­მა მი­თხრა, მგო­ნი, მარ­თლა ეში­ნი­ათ აქ გურ­ჯე­ბი­სო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არიან ავღანელი გურჯები და როგორ მოხვდნენ უცხო მიწაზე?

ვინ არიან ავღანელი გურჯები და როგორ მოხვდნენ უცხო მიწაზე?

ქართულ ისტორიულ მეცნიერებას ჯერ ისევ არა აქვს საშუალება, მოიძიოს ქართველთა გადასახლების ყველა დოკუმენტი, შეისწავლოს მათი განსახლების ადგილები და შთამომავლობა, მათ შორის ისტორიულ სამშობლოსთან მათი შემდგომი ურთიერთობის მიზნით, რაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. ჯერჯერობით კი უცხოეთში ქართველთა უცნობ განსახლებებზე, ერთი მხრივ, იტალიელი მისიონერების ცნობებს, მეორე მხრივ კი ამჟამად მსოფლიოში გაფანტული ქართველების მოძიებულ ინფორმაციას ვეყრდნობით. მათგან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ლევან ხაჭაპურიძე ერთადერთია, ვისაც ავღანეთში მცხოვრებ გორჯებთან (გურჯები) მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს და მათზე აქამდე ჩვენთვის უცნობი ინფორმაცია მოიძია. მან მოიარა ავღანეთის დამმარცხებელი, ქართლის მეფე გიორგი XI-ის ამალის შთამომავალთა სოფლებიც: მორიგი ტრაგიკული ისტორიის მონაწილე ვერც მეფე და ვერც მისი 4000-კაციანი ამალა ავღანეთიდან ვეღარ დაბრუნდა. ბატონი ლევანი ავღანეთში ქართველთა ამ შთამომავლებზე აღტაცების გარეშე ვერ საუბრობს. არათუ მხოლოდ ბატონი ლევანი: ავღანელი გურჯების ძლიერების შესახებ წლებია ლეგენდები სოციალურ სივრცეშიც ვრცელდება. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ მას ამ თემაზე საუბარი ექსკლუზიურად:

- ხანდახან აღშფოთება მიპყრობს, როდესაც ისტორია ომებით დაღლილ ქართველებზე ორიოდე წინადადებით შემოიფარგლება ხოლმე. მაგალითად, იმას წერს, რომ სპარსეთის შაჰის ან სულთნის ომებში ათასობით ქართველი მონაწილეობდა და მათ შემდგომ ბედზე არაფერს გვეუბნება... სწორედ მათ გაგრძელებად მიმაჩნია ავღანელი გურჯები. სამწუხაროდ, თვით ისტორიაც, ისევე როგორც ბედი, ძალიან იშვიათად იყო ჩვენს მხარეს და ასე იმიტომ მოხდა, თუმცა, საბედნიეროდ, ერთი რამ მაინც ზუსტად გვახსოვს: რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი ისტორია, მას დადებითი მხარე მაინც აქვს - სწორედ მუდამ მტრების შემოსევამ და ომებმა გადაგვარჩინა, სადაც მეომარ ხალხად ჩამოვყალიბდით, იძულებული ვიყავით, სულ გვეფხიზლა.

საკუთარი ისტორიის ცოდნა სუნთქვასავითაა ნებისმიერი ხალხისათვის. ამ თემაზე ბევრი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამი არსებობს, მაგრამ მერაბ კოსტავას გავიხსენებ. ის ამბობდა, თუ ისტორიას სინედლეს გამოაცლით, ანუ არ გავიხსენებთ და აწმყოს არ დავუკავშირებთ, ჩვენი გადაგვარება გადაშენებით დამთავრდებაო. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ისტორია არ დაგვივიწყებია, უბრალოდ, ყველაფერზე ხელი არ მიგვიწვდებოდა და არც რუსეთი გვაძლევდა ამის საშუალებას და სამწუხაროდ, არც დღევანდელობა გვაძლევს. სანამ რუსეთი გვმართავდა, ის ქართველთა შთამომავლების შესწავლის ნებას არც ინდოეთში მოგვცემდა, არც პაკისტანში და არც ავღანეთში, რაში აწყობდა პატარა საქართველოს ამხელა ფესვებზე ფიქრი! მე რატომ მივადექი ამ თემას? ჯერ ერთი, სამაჩაბლოელი კაცი ვარ და მოგეხსენებათ, ეს მიწაც რამხელა ტკივილთან არის დაკავშირებული, თანაც, მთელი ბავშვობა ჩალმიან კაცებთან მეომარ ქართველებს ვხატავდი.

გამსახურდიას დამხობის შემდეგ კარგი არაფერი მომხდარა და უზბეკეთს მივაშურე არსებობისთვის. იქიდან ადვილად დავამყარე ურთიერთობა ირანში ბიზნესისთვის, ვისწავლე სპარსული ენა, მერე კი ავღანეთში გადავედი.

ავღანელი ქართველების გაცნობა იყო ჩემი მთავარი ნატვრა. ირანში მყოფი ავღანელ ქართველთა შთამომავლობის მეშვეობით უკვე ყველაფერი ვიცოდი მათ შესახებ. მაგალითად, ვიცოდი, რომ გურჯები (გორჯები) მთელ ავღანეთში ცნობილი ხალხია, სხვა ავღანელები მათ დიდ პატივს სცემენ. პატივისცემა ნაწილობრივ იქიდანაც გამომდინარეობს, რომ გორჯების ყველას ეშინია. ძალიან კარგი მებრძოლები და სამართლიანები არიან. სხვათა შორის, ავღანელი გორჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის თალიბების დაჯგუფებას, რომელიც ახლა ავღანეთის ხელისუფლებაშია. გორჯების რომ ეშინიათ, თავადაც დავრწმუნდი: როდესაც ირანში ავღანეთში წასვლის ვიზა მივიღე, გამაფრთხილეს, ავღანური დაცვა ყველგან შეიარაღებულია და მაინც ნუ იტყვი, რომ გურჯი ხარო. ჩემს ოჯახში სიკვდილის შიში არ არსებობს, ჩემი ძმაც სამაჩაბლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა, ამიტომაც ყველა პოსტზე გაჩერებისას გავიძახოდი, გურჯი ვარ-მეთქი. უნდა გენახათ, რა პატივით მითმობდნენ ავღანელები გზას. ეს რომ მხლებელმა ნახა, მართლა გაოცებულმა მითხრა, მგონი, მართლა ეშინიათ აქ გურჯებისო. გააგრძელეთ კითხვ