პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უილიამი და ჰარი ბიძის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა იქ მყოფების თქმით, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ - ძმებს შორის ისევ განხეთქილებაა
უილიამი და ჰარი ბიძის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა იქ მყოფების თქმით, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ - ძმებს შორის ისევ განხეთქილებაა

უი­ლი­ა­მი და ჰარი ბი­ძის დაკ­რძალ­ვას და­ეს­წრნენ, თუმ­ცა იქ მყო­ფე­ბის თქმით, მათ ერ­თმა­ნეთ­თან არ უსა­უბ­რი­ათ - ძმებს შო­რის ისევ გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა

სა­მე­ფო ოჯახ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გრძელ­დე­ბა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორმaციით, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი ჰარი სნე­ტი­შემ­ში, ბი­ძის, რო­ბერტ ფე­ლო­უ­სის დაკ­რძალ­ვას და­ეწრნენ, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ერ­თმა­ნეთ­თან კვლავ უბ­რად არი­ან.

ბო­ლოს ძმე­ბი ერთ სივ­რცე­ში მე­ფის კო­რო­ნა­ცი­ის დროს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ - ერთ წელ­ზე მეტი ხნის წინ.

თავ­და­პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბით, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში გაფ­რე­ნას უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხის გამო არ აპი­რებ­და, ანუ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მან სა­მე­ფო დაც­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა წა­ა­გო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ახა­ლი ცნო­ბე­ბით, ჰარი ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ი­დუმ­ლოდ ჩა­ვი­და, რომ 82 წლის ბი­ძის დაკ­რძალ­ვას დას­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც ძმე­ბის დე­დის, და­ი­ა­ნას ძმა იყო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰარი ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან 27 აგ­ვის­ტოს გაფ­რინ­და.

დაკ­რძალ­ვა­ზე მყო­ფი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის თქმით, მათ ძმე­ბი ერ­თად, სა­უბ­რი­სას არ უნა­ხავთ.

ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა The Sun-ს გა­ნუ­ცხა­და: "არ ვი­ცო­დი, რომ იქ იყ­ვნენ. ძა­ლი­ან გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ".

სხვამ თქვა: "უი­ლი­ა­მი და ჰარი იქ იყ­ვნენ, მაგ­რამ დის­ტან­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებ­დნენ".

სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი წმინ­და მა­რი­ა­მის მო­ნას­ტრის უკა­ნა ნა­წილ­ში, ცალ-ცალ­კე ის­ხდნენ.

ძმებს ერ­თმა­ნეთ­თან თით­ქმის არ უსა­უბ­რი­ათ მას შემ­დეგ, რაც სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა და ჰერ­ცო­გი­ნი­ამ სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უარი თქვეს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და­ტო­ვეს და აშშ-ში და­სახ­ლდნენ.

გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ჰა­რის მე­მუ­ა­რე­ბის, Spare-ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით გამ­წვავ­და. წიგ­ნი გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში გა­მო­ი­ცა და მას­ში სა­მე­ფო ოჯა­ხის მი­მართ არა­ერ­თი ბრალ­დე­ბა იყო წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

მათ შო­რის, ჰა­რიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უი­ლი­ამ­მა მის მე­უღ­ლეს, მე­განს "რთუ­ლი", "უხე­ში" და "აგ­რე­სი­უ­ლი" უწო­და.

ჰერ­ცო­გი ბო­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს მა­ის­ში ეწ­ვია, რათა წმინ­და პავ­ლეს ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ მსა­ხუ­რე­ბას დას­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის, Invictus Games-ის ათ წლის­თავს აღ­ნიშ­ნავ­და. სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რი დაშ­ვე­ბუ­ლია ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის და ჰა­რის დახ­მა­რე­ბით და­არ­სდა.

მა­ნამ­დე ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში თე­ბერ­ვალ­ში, მა­მის, ჩარლზ III-ის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­ვი­და, მას მერე, რაც მე­ფემ გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ კი­ბოს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ფორ­მა ჰქონ­და.

თუმ­ცა, ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას მან მა­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ვერ შეძ­ლო - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­ქა­ლა­ქის სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ე­ბი­დან საკ­მა­ოდ ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და.

უმ­ცრო­სი ძმა ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და უი­ლი­ამს მას შემ­დეგ, რაც მის­მა მე­უღ­ლემ, ქეით მიდლტონ­მაც კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

უი­ლი­ამ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ The Sunday Times-ს გა­ნუ­ცხა­და: "წელს უი­ლი­ა­მის ყუ­რა­დღე­ბა ძი­რი­თა­დად მის მე­უღ­ლე­ზე, შვი­ლებ­სა და მა­მა­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი. ჰა­რი­ზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რო­ბენ".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უილიამი და ჰარი ბიძის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა იქ მყოფების თქმით, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ - ძმებს შორის ისევ განხეთქილებაა

უილიამი და ჰარი ბიძის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა იქ მყოფების თქმით, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ - ძმებს შორის ისევ განხეთქილებაა

უილიამი და ჰარი ბიძის დაკრძალვას დაესწრნენ, თუმცა იქ მყოფების თქმით, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ - ძმებს შორის ისევ განხეთქილებაა

სამეფო ოჯახში განხეთქილება გრძელდება - გავრცელებული ინფორმaციით, პრინცი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი სნეტიშემში, ბიძის, რობერტ ფელოუსის დაკრძალვას დაეწრნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ერთმანეთთან კვლავ უბრად არიან.

ბოლოს ძმები ერთ სივრცეში მეფის კორონაციის დროს იმყოფებოდნენ - ერთ წელზე მეტი ხნის წინ.

თავდაპირველი ცნობებით, სასექსის ჰერცოგი გაერთიანებულ სამეფოში გაფრენას უსაფრთხოების საკითხის გამო არ აპირებდა, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ მან სამეფო დაცვის შენარჩუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლა წააგო.

მიუხედავად ამისა, ახალი ცნობებით, ჰარი ბრიტანეთში საიდუმლოდ ჩავიდა, რომ 82 წლის ბიძის დაკრძალვას დასწრებოდა, რომელიც ძმების დედის, დაიანას ძმა იყო.

სავარაუდოდ, ჰარი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან 27 აგვისტოს გაფრინდა.

დაკრძალვაზე მყოფი სხვა ადამიანების თქმით, მათ ძმები ერთად, საუბრისას არ უნახავთ.

ადგილობრივმა მცხოვრებმა The Sun-ს განუცხადა: "არ ვიცოდი, რომ იქ იყვნენ. ძალიან გასაიდუმლოებულად ჩამოვიდნენ".

სხვამ თქვა: "უილიამი და ჰარი იქ იყვნენ, მაგრამ დისტანციას ინარჩუნებდნენ".

სავარაუდოდ, ისინი წმინდა მარიამის მონასტრის უკანა ნაწილში, ცალ-ცალკე ისხდნენ.

ძმებს ერთმანეთთან თითქმის არ უსაუბრიათ მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამეფო მოვალეობებზე უარი თქვეს, გაერთიანებული სამეფო დატოვეს და აშშ-ში დასახლდნენ.

განხეთქილება ჰარის მემუარების, Spare-ის გამოქვეყნებით გამწვავდა. წიგნი გასული წლის იანვარში გამოიცა და მასში სამეფო ოჯახის მიმართ არაერთი ბრალდება იყო წამოყენებული.

მათ შორის, ჰარიმ განაცხადა, რომ უილიამმა მის მეუღლეს, მეგანს "რთული", "უხეში" და "აგრესიული" უწოდა.

ჰერცოგი ბოლოს გაერთიანებულ სამეფოს მაისში ეწვია, რათა წმინდა პავლეს ტაძარში გამართულ მსახურებას დასწრებოდა, რომელიც სპორტული ღონისძიების, Invictus Games-ის ათ წლისთავს აღნიშნავდა. სპორტული შეჯიბრი დაშვებულია ჯარისკაცებისთვის და ჰარის დახმარებით დაარსდა.

მანამდე ის გაერთიანებულ სამეფოში თებერვალში, მამის, ჩარლზ III-ის მოსანახულებლად ჩავიდა, მას მერე, რაც მეფემ გაამჟღავნა, რომ კიბოს დაუზუსტებელი ფორმა ჰქონდა.

თუმცა, ლონდონში ყოფნისას მან მამის მონახულება ვერ შეძლო - მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის სამეფო რეზიდენციებიდან საკმაოდ ახლოს იმყოფებოდა.

უმცროსი ძმა ასევე დაუკავშირდა უილიამს მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, ქეით მიდლტონმაც კიბოს დიაგნოზის შესახებ ისაუბრა.

უილიამთან დაახლოებულმა წყარომ The Sunday Times-ს განუცხადა: "წელს უილიამის ყურადღება ძირითადად მის მეუღლეზე, შვილებსა და მამაზე იყო მიმართული. ჰარიზე საერთოდ არ საუბრობენ".

წყარო