ქართველ პარატაეკვონდოისტს ანა ჯაფარიძეს პარაოლიმპიური მედალი მსოფლიოს გამორჩეულმა ვარსკვლავმა ჯეკი ჩანმა გადასცა.
ფოტოებს Georgian Paralympic Committee ავრცელებს:
ანა ჯაფარიძემ პარაოლიმპური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი პარასპორტსმენი ბრინჯაოს ფინალში დაუპირისპირდა ეგვიპტელ სალმა მონიმ ჰასანს.
პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან მალე, საფრანგეთის დედაქალაქმა კარი გაუღო პარიზის XVII პარალიმპურ თამაშებს. ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობა, რომელიც 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა, საქართველო სპორტის 6 სახეობაში (პარა სროლა, პარა წოლჭიმი, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა (შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა), ეტლით ფარიკაობა, პარა ტაეკვონდო) 14 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.
29 აგვისტოს, პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოდან სარბიელზე გავიდნენ პარა ტაეკვონდოისტები - ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) და ანა ჯაფარიძე (-52 კგ). პირველივე წრეში მაროკოელ ნაულ ლარიფთან დასანანად წააგო (12-11) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ლია ჩაჩიბაიამ. ფინალამდე ვერც მაროკოელმა გაიკვალა გზა, რამაც ქართველს რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის საშუალება არ მისცა.
წარმატებული სტარტი ჰქონდა საქართველოს პარალიმპური გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს, 19 წლის ანა ჯაფარიძეს. ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულმა პირველ შეხვედრაში იოლად - 22-2 მოუგო აშშ-ის წარმომადგენელ არიანა რამოსს. შემდეგ, 7-6 დაამარცხა თურქი მერიემ ბეთულ ჩავდარი და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ფინალისკენ მიმავალ გზაზე 0-6 დამარცხდა ირანელ ზაჰრა რაჰიმთან, მაგრამ მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟში ასპარეზობის გაგრძელებით შეინარჩუნა.
ქართველი პარასპორტსმენი ბრინჯაოს ფინალში დაუპირისპირდა ეგვიპტელ სალმა მონიმ ჰასანს. შეხვედრაში, რომლის ძირითადი დროც 2-2 დასრულდა და ოქროს ქულამდე გაგრძელდა, ჯაფარიძემ გაიმარჯვა. შედეგად, საქართველოს პარალიმპურმა გუნდმა პირველივე საშეჯიბრო დღე მედლით დაასრულა.
იხილეთ ასევე: