მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული" - რას ამბობ მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე
"პატრიარქის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული" - რას ამბობ მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

მინ­და, ხაზ­გას­მით ვთქვა, პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი გი­თხრათ, პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი ით­ქვა, აღი­ნიშ­ნა მო­საყ­დრის მიერ, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის სურ­ვი­ლია, ეს სა­კი­თხი ასე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად არ იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი - პატ­რი­არ­ქის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ [მღვდელმთავ­რე­ბი], - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პატ­რი­არ­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმარ­თე­ბა.

რო­გორც მღვდელმთა­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, ის შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­ვი­და და სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში შეს­ვლას არ აპი­რებს.

“ჩემი პა­სუ­ხი ის არის, რომ ამ ტი­პის წი­ნა­და­დე­ბა, იმ­დე­ნი სა­კი­თხია, რომ ასე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად გან­ხილ­ვას, ვფიქ­რობ, არ უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს. ამი­ტომ, პი­რა­დად მე, არ შე­ვე­დი გან­ხილ­ვა­ში და არც ვა­პი­რებ გან­ხილ­ვა­ში შეს­ვლას იმი­ტომ, რომ მეტი სი­დინ­ჯით მიდ­გო­მა, მეტი და­ფიქ­რე­ბა, აწონ-და­წო­ნა სჭირ­დე­ბა. არ მი­მაჩ­ნია, რომ დღეს, სა­ხელ­და­ხე­ლოდ სას­წრა­ფო იყოს ამის გან­ხილ­ვა, თუმ­ცა გა­სა­გე­ბია ზო­გა­დად პრობ­ლე­მე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს და ვმსჯე­ლობთ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებ­ზე, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუსს რაც შე­ე­ხე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­ფუძ­ვლი­ან შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მზად­დე­ბო­და მაქ­სი­მა­ლუ­რად შეს­წავ­ლი­ლი იქნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­გორც არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, ეს იქნა მი­ღე­ბუ­ლი და მისი უწ­მინ­დე­სო­ბა მა­შინ არ იყო მომ­ხრე იმ სტა­ტუ­სის. დღეს, ამ წუ­თას, რაც მე ვიცი, ახლა, სა­უ­ბა­რი არ არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ რე­ლი­გი­ის სტა­ტუს­ზე. გე­უბ­ნე­ბით, გან­ხილ­ვა­ში არც კი შე­ვე­დი. რაც მე მო­მე­ცა, არც კი გან­მი­ხი­ლავს იმი­ტომ, რომ სა­ხელ­და­ხე­ლოდ, თუნ­დაც 2 სა­ა­თი­ან შეხ­ვედ­რა­ში უხერ­ხუ­ლიც არის ამ ტი­პის დო­კუ­მენტზე მსჯე­ლო­ბა.

[მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე] შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუ­სი კი­დევ უფრო გან­მტკიც­დეს იმ საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ზო­გა­დად ფსევ­დო­ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თუმ­ცა არის პრობ­ლე­მე­ბი, იქაც კი, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გია არის. იქაც კი, ვხე­დავთ ისე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ მი­უ­ღე­ბე­ლია ეკ­ლე­სი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქო­დან მისი გა­მოს­ვლის დროს სხდო­მა გრძელ­დე­ბო­და.

“ამ წუ­თას სხდო­მა გრძელ­დე­ბა, მე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე მოწ­ვე­ვის­თვის, და­ძა­ხე­ბის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი ვთქვი, რა­საც თქვენ გე­უბ­ნე­ბით ის ვთქვი, იქაც. აქ არ არის [აზ­რის] მი­ღე­ბა არ­მი­ღე­ბა­ზე [სა­უ­ბა­რი]. მინ­და, ხაზ­გას­მით ვთქვა, პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი გი­თხრათ, პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი ით­ქვა, აღი­ნიშ­ნა მო­საყ­დრის მიერ, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის სურ­ვი­ლია, ეს სა­კი­თხი ასე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად არ იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი, მაგ­რამ ეს არ არის რა­ღაც ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თემა და არც ამა­ზეა სა­უ­ბა­რი, აქ სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცხა­დე­ბულ ნე­ბა­ზე, კე­თილ ნე­ბა­ზე. ამის უკან, რა­ღაც სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, კარ­გია, ცუ­დია - ამას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხილ­ვა, ანა­ლი­ზი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი და ამის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ვფიქ­რობ, რომ არ არის ისე­თი თემა, რო­მელ­ზეც არ­სე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა არ იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. ეს ფორ­მა­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იძ­ლე­ვა ბევ­რი სა­კი­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და მისი სრუ­ლი ამოქ­მე­დე­ბა მი­მაჩ­ნია უფრო სწო­რად.

ყვე­ლა იზი­ა­რებს, პატ­რი­არ­ქის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე მო­ვის­მი­ნე. სა­უბ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მსჯე­ლო­ბენ”. გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­საძ­ლოა თუ არა სის­რუ­ლე­ში იქ­ნას მოყ­ვა­ნი­ლი სა­პატ­რი­არ­ქო­სად­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხად­დეს, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს, ასე მარ­ტი­ვი არ არის.

"სა­ერ­თოდ, და­დე­ბი­თი პო­ზი­ცი­აც რომ იყოს, ამ პრო­ცე­დუ­რას [დიდი] დრო სჭირ­დე­ბა, რომც ასე იყოს. მაგ­რამ დღეს სა­უ­ბა­რი არ არის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე. უბ­რა­ლოდ, რისი სურ­ვი­ლიც აქვს მთავ­რო­ბას, მას ეკ­ლე­სი­ას სთა­ვა­ზობს, რომ მა­ნამ­დე კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­მარ­თოს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

კი­თხვა­ზე, ცდი­ლობს თუ არა გავ­ლე­ნის გაზ­რდას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, მე­უ­ფე გრი­გო­ლი პა­სუ­ხობს, რომ „ეს უკვე პო­ლი­ტი­კი­სებს უნდა ჰკი­თხოთ”.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"პატრიარქის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული" - რას ამბობ მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

"პატრიარქის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული" - რას ამბობ მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, პატრიარქის სურვილი გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული - პატრიარქის პოზიციას იზიარებენ [მღვდელმთავრები], - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ განუცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით იმართება.

როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ის შეხვედრიდან გამოვიდა და საკითხის განხილვაში შესვლას არ აპირებს.

“ჩემი პასუხი ის არის, რომ ამ ტიპის წინადადება, იმდენი საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას, ვფიქრობ, არ უნდა ექვემდებარებოდეს. ამიტომ, პირადად მე, არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ განხილვაში შესვლას იმიტომ, რომ მეტი სიდინჯით მიდგომა, მეტი დაფიქრება, აწონ-დაწონა სჭირდება. არ მიმაჩნია, რომ დღეს, სახელდახელოდ სასწრაფო იყოს ამის განხილვა, თუმცა გასაგებია ზოგადად პრობლემები ცხოვრებაში არსებობს და ვმსჯელობთ სხვადასხვა პრობლემებზე, მაგრამ ეკლესიის სტატუსს რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საფუძვლიან შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა მაქსიმალურად შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეს იქნა მიღებული და მისი უწმინდესობა მაშინ არ იყო მომხრე იმ სტატუსის. დღეს, ამ წუთას, რაც მე ვიცი, ახლა, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივ რელიგიის სტატუსზე. გეუბნებით, განხილვაში არც კი შევედი. რაც მე მომეცა, არც კი განმიხილავს იმიტომ, რომ სახელდახელოდ, თუნდაც 2 საათიან შეხვედრაში უხერხულიც არის ამ ტიპის დოკუმენტზე მსჯელობა.

[მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე] შემოთავაზება არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში, ზოგადად ფსევდოღირებულებებთან მიმართებაში, თუმცა არის პრობლემები, იქაც კი, სადაც სახელმწიფო რელიგია არის. იქაც კი, ვხედავთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთოდ მიუღებელია ეკლესიისთვის", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი განმარტებით, საპატრიარქოდან მისი გამოსვლის დროს სხდომა გრძელდებოდა.

“ამ წუთას სხდომა გრძელდება, მე მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის, დაძახებისთვის კონსულტაციებზე. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი ვთქვი, რასაც თქვენ გეუბნებით ის ვთქვი, იქაც. აქ არ არის [აზრის] მიღება არმიღებაზე [საუბარი]. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, პატრიარქის სურვილი გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული, მაგრამ ეს არ არის რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილების თემა და არც ამაზეა საუბარი, აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან, რაღაც სპეკულაციები, კარგია, ცუდია - ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები და ამის შემდეგ გარკვეული აზრის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი თემა, რომელზეც არსებული კონსტიტუციური შეთანხმება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს ფორმატი აბსოლუტურად იძლევა ბევრი საკითხის გათვალისწინებას და მისი სრული ამოქმედება მიმაჩნია უფრო სწორად.

ყველა იზიარებს, პატრიარქის პოზიციას იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე მოვისმინე. საუბრობენ ადამიანები და მსჯელობენ”. განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საბოლოო ჯამში, შესაძლოა თუ არა სისრულეში იქნას მოყვანილი საპატრიარქოსადმი ხელისუფლების შეთავაზება, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ ეს, ასე მარტივი არ არის.

"საერთოდ, დადებითი პოზიციაც რომ იყოს, ამ პროცედურას [დიდი] დრო სჭირდება, რომც ასე იყოს. მაგრამ დღეს საუბარი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. უბრალოდ, რისი სურვილიც აქვს მთავრობას, მას ეკლესიას სთავაზობს, რომ მანამდე კონსულტაცია გაიმართოს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა გავლენის გაზრდას “ქართული ოცნება”, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ „ეს უკვე პოლიტიკისებს უნდა ჰკითხოთ”.