სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რატომაც არა, აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“ - რომან გოცირიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივის შესახებ
“რატომაც არა, აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“ - რომან გოცირიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივის შესახებ

“თუკი ვამ­ბობთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით ეკ­ლე­სია და მისი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცოს, რა­ტო­მაც არა - აღად­გე­ნენ მო­ნარ­ქი­ას და დაჯ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი ან მე­ფედ ან პატ­რი­არ­ქად“, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

გო­ცი­რი­ძის თქმით, ეს იყო შე­მოვ­ლი­თი გზით ეკ­ლე­სი­ის კი­დევ უფრო მე­ტად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მცდე­ლო­ბა, რაც სა­პატ­რი­არ­ქომ არ მი­ი­ღო.

“მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავს მთლი­ა­ნად უზურ­პა­ცი­ას არამ­ხო­ლოდ სა­ე­რო სფე­რო­ში, არა­მედ სა­სუ­ლი­ე­რო სფე­რო­ში. ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გია, თუნ­დაც ბერ­ძნუ­ლი მო­დე­ლი, ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ბი­უ­ჯე­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად გა­დაქ­ცე­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას პარ­ლა­მენ­ტის მიერ, მათი ხარ­ჯე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­ტროლს და ა.შ. ეს იყო შე­მოვ­ლი­თი გზით ეკ­ლე­სი­ის კი­დევ უფრო მე­ტად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მცდე­ლო­ბა, რაც რა თქმა უნდა, არ მი­ი­ღო სა­პატ­რი­არ­ქომ. ერთი მხრივ, ეს არის რუ­სუ­ლი გეგ­მა. მე­ო­რე მხრივ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­პა­გან­და. ჰგო­ნი­ათ, რომ ამით ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს ასი­ა­მოვ­ნე­ბენ, მაგ­რამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ ქვე­ყა­ნას შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აბ­რუ­ნებს და ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტუ­რი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გვერ­დით აყე­ნებს, სა­დაც დღეს ქუ­ჩა­ში ქალს ნიღ­ბის გა­რე­შე გა­მოს­ვლა, სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ და სა­დაც დღემ­დე შე­იძ­ლე­ბა ქვე­ბით ჩა­ქო­ლო ადა­მი­ა­ნი. სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი და ელე­მენ­ტა­რუ­ლად ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი რომ არ არი­ან, სწო­რედ ამ ბნე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მო­დელს სთა­ვა­ზობს დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სად არის ეკო­ნო­მი­კუ­რი და­პი­რე­ბე­ბი? 100 ქარ­ხნის და­პი­რე­ბით მო­ვიდ­ნენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ 100 ქარ­ხა­ნა კი არ იქ­ნე­ბა, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტი 100 მღვდელს და­ამ­ტკი­ცებს.

ხოლო მისი უკი­დუ­რე­სი ფორ­მა არის 60-იანი წლე­ბის კვიპ­რო­სის მო­დე­ლი. რო­დე­საც კვიპ­რო­სის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი ამა­ვე დროს სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რი იყო. ეს არის ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მო­დე­ლი და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თუ პატ­რი­არ­ქო­ბა არა, ალ­ბათ, სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვოს ივა­ნიშ­ვილ­მა და შემ­დეგ მისი შვი­ლე­ბის მე­ფე­ე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა. თუკი ვამ­ბობთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით ეკ­ლე­სია და მისი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცოს, რა­ტო­მაც არა - აღად­გე­ნენ მო­ნარ­ქი­ას და დაჯ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი ან მე­ფედ ან პატ­რი­არ­ქად”, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ხოლო დღეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მსჯე­ლო­ბის მიზ­ნით, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მღვდელმთავ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“რატომაც არა, აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“ - რომან გოცირიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივის შესახებ

“რატომაც არა, აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“ - რომან გოცირიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივის შესახებ

“თუკი ვამბობთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით ეკლესია და მისი სასულიერო პირები პარლამენტმა დაამტკიცოს, რატომაც არა - აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.

გოცირიძის თქმით, ეს იყო შემოვლითი გზით ეკლესიის კიდევ უფრო მეტად ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც საპატრიარქომ არ მიიღო.

“მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს მთლიანად უზურპაციას არამხოლოდ საერო სფეროში, არამედ სასულიერო სფეროში. ვინაიდან სახელმწიფო რელიგია, თუნდაც ბერძნული მოდელი, ნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაწესებულებად გადაქცევას, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების დამტკიცებას პარლამენტის მიერ, მათი ხარჯებისა და საქმიანობის კონტროლს და ა.შ. ეს იყო შემოვლითი გზით ეკლესიის კიდევ უფრო მეტად ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არ მიიღო საპატრიარქომ. ერთი მხრივ, ეს არის რუსული გეგმა. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პროპაგანდა. ჰგონიათ, რომ ამით ჩვენ მოქალაქეებს ასიამოვნებენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რომ ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს და ისეთი განსაკუთრებით ფუნდამენტალისტური ისლამური სახელმწიფოების გვერდით აყენებს, სადაც დღეს ქუჩაში ქალს ნიღბის გარეშე გამოსვლა, სკოლებსა და უმაღლესში განათლების მიღება ეკრძალებათ და სადაც დღემდე შეიძლება ქვებით ჩაქოლო ადამიანი. სახელმწიფო რელიგიის მქონე სახელმწიფოები ეკონომიკურად განადგურებულები და ელემენტარულად ადამიანის ღირსების დამცველები რომ არ არიან, სწორედ ამ ბნელი შუა საუკუნეების მოდელს სთავაზობს დღეს “ქართული ოცნება” ჩვენს საზოგადოებას. სად არის ეკონომიკური დაპირებები? 100 ქარხნის დაპირებით მოვიდნენ და გვეუბნებიან, რომ 100 ქარხანა კი არ იქნება, არამედ პარლამენტი 100 მღვდელს დაამტკიცებს.

ხოლო მისი უკიდურესი ფორმა არის 60-იანი წლების კვიპროსის მოდელი. როდესაც კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ამავე დროს სახელმწიფო მეთაური იყო. ეს არის ყველაზე წარმოუდგენელი მოდელი და არ არის გამორიცხული, რომ თუ პატრიარქობა არა, ალბათ, სამეფო დინასტიის აღდგენა მოითხოვოს ივანიშვილმა და შემდეგ მისი შვილების მეფეებად გამოცხადება. თუკი ვამბობთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით ეკლესია და მისი სასულიერო პირები პარლამენტმა დაამტკიცოს, რატომაც არა - აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ხოლო დღეს, ხელისუფლების ამ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან.