პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მდინარე არღუნმა ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა... სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი - ვერა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი თეონა ჭინჭარაულის ინტერვიუ
"მდინარე არღუნმა ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა...  სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი - ვერა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი თეონა ჭინჭარაულის ინტერვიუ

2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ - გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბი­დან ამ ზა­ფხულს 14 წელი გა­ვი­და. Ambebi.ge თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­ულს ესა­უბ­რა და მისი სა­ო­ცა­რი გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი ჩა­წე­რა.

თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე შა­ტილ­ში, სკო­ლაც შა­ტილ­ში და­ვამ­თავ­რე და შემ­დეგ თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი, რე­ლი­გი­ათმცოდ­ნე ვარ. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში, სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რად ვმუ­შა­ობ. მყავს ორ ვაჟი - 10 წლის და 2 წლის... მამა 2015 წელს გარ­და­მეც­ვა­ლა, დედა ფი­ლო­ლო­გი და შა­ტილ­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რია...

რაც ჩვენ 2010 წელს შეგ­ვემ­თხვა, მსგავ­სი რამ ალ­ბათ, არც და­მე­სიზ­მრე­ბო­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთის ყვე­ლა კუ­თხეს თა­ვის დღე­ო­ბა აქვს, ეს ტრა­დი­ცია დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია და გრძელ­დე­ბა... ხევ­სუ­რეთ­ში ჩვე­ნი დღე­სას­წა­უ­ლი ათენ­გე­ნო­ბაა. სწო­რედ ამ დღის­თვის ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი - გელა და­ი­ა­უ­რი თა­ვი­სი ოჯა­ხით იყო ამო­სუ­ლი. მას ახ­ლდა მე­გო­ბა­რი, ბერ­დია არა­ბუ­ლი მე­უღ­ლით და 4 თვის პა­ტა­რით (გელა ბერ­დი­ას მეჯ­ვა­რე და შვი­ლის ნათ­ლი­აც იყო), ხოლო 2 ვაჟი ბა­რი­სა­ხო­ში, მშობ­ლებ­თან ჰყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ასე­ვე თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვილს თა­ვის და-ძმა - ნა­თია და თორ­ნი­კე ახ­ლდა. იმ სა­ღა­მოს ჩვენ­თან დარ­ჩნენ და მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ნი ერ­თად შა­ტი­ლი­დან 30 კი­ლო­მეტრში, სო­ფელ ხო­ნის­ჭა­ლა­ში დღე­სას­წა­ულ­ზე 2 მან­ქა­ნით წა­ვე­დით. ათენ­გე­ნო­ბას ხევ­სუ­რუ­ლი წე­სით ბავ­შვებს სა­ლო­ცავს აბა­რე­ბენ, რა­საც გა­ნათ­ვლას ეძა­ხი­ან. ჰოდა, გე­ლას თა­ვის ბავ­შვე­ბი სა­ლო­ცა­ვის­თვის უნდა მი­ე­ბა­რე­ბი­ნა - მისი იქ ამოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც იყო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­სას­წა­ულს და­ეს­წა­რით და ის სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი უკან გზა­ზე და­გა­ტყდათ, ხომ?

- კი, ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­მო­ვე­დით, წინ ჩვე­ნი მან­ქა­ნა მო­დი­ო­და, სა­ჭეს­თან ბერ­დია იჯდა. მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით - მე, თე­ო­ნა, მისი და ნა­თია, ბერ­დოს გვერ­დით მე­უღ­ლე სოფო ეჯდა, სა­ბარ­გულ­ში იყ­ვნენ - გელა და თორ­ნი­კე...

გელა და­ი­ა­უ­რი და თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი

სო­ფომ ჩან­თა­ში რა­ღაც ვერ იპო­ვა და თა­ვი­სი პა­ტა­რა ცოტა ხნით მე გად­მო­მა­წო­და, და­მი­კა­ვეო. მე ბერ­დი­ას უკან ვი­ჯე­ქი, გვერ­დით თე­ო­ნა მეჯ­და და მის გვერ­დით კი მისი და ნა­თია იყო. თე­ო­ნას და გე­ლას შვი­ლე­ბი კალ­თა­ში მათ ეს­ხდნენ...

სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და ბერ­დია არა­ბუ­ლი

ნელა წა­ვი­დე­თო, - მახ­სოვს, ბერ­დი­ას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რად­გან ვიწ­რო და მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბი იყო. კი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ნელ-ნელა ჩა­ვალ­თო, - ბერ­დია ამ­ბობ­და. რად­გან 4 თვის ჩვი­ლი მე­ჭი­რა, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მის­კენ მქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, რომ იმ მი­სახ­ვევ-მო­სახ­ვე­ვებ­ში რამე არ სტკე­ნო­და... უეც­რად შე­მო­მეს­მა ხმა - ბერ­დო, რას აკე­თებ?! და ბერ­დია გვერ­დით გა­და­ვარ­და, სა­ჭეს ხელი ჩა­მო­არ­ტყა. რა­საც ვიხ­სე­ნებ, ეს არის... სა­ვა­რა­უ­დოდ, მას გული გა­უ­ჩერ­და...

- და მან­ქა­ნა ხე­ვის­კენ წა­ვი­და?

- დიახ, სა­დაც გა­და­ვეშ­ვით და მდი­ნა­რე არ­ღუნ­ში ჩავცვივ­დით. ვიდ­რე გონ­ზე ვი­ყა­ვი, მამა გაბ­რი­ელს და პატ­რი­არ­ქს დახ­მა­რე­ბას ვთხოვ­დი, ვე­ვედ­რე­ბო­დი, გა­დაგ­ვარ­ჩი­ნეთ-მეთ­ქი. მერე გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და არა­ფე­რი მახ­სოვს, მხო­ლოდ რა­ღაც ხმე­ბი ად­გილ-ად­გილ ჩა­მეს­მო­და... თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, არ მე­გო­ნა, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი.

- გა­დარ­ჩე­ნას პატ­რი­არ­ქს და მამა გაბ­რი­ელს სთხოვ­დით?

- ჩვე­ნი ტრა­გე­დია 2010 წლის 22 ივ­ლისს მოხ­და. 2010 წლის 20 ივ­ლისს კი, პატ­რი­არ­ქი ხევ­სუ­რეთ­ში იყო ამობ­რძა­ნე­ბუ­ლი, სა­დაც მო­მა­ვა­ლი ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლი აკურ­თხა. მა­შინ დამ­ლო­ცა და ჯვა­რი გად­მომ­ცა. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი იყო... რაც შე­ე­ხე­ბა მამა გაბ­რი­ელს, მისი მოხ­დე­ნი­ლი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცო­დი, მათ შო­რის, მისი სუ­ლი­ე­რი შვი­ლის­გან, რო­მე­ლიც ჩემი რე­ლი­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, აქ, ხევ­სუ­რეთ­ში, პროგ­რა­მით იყო ამო­სუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა გაბ­რი­ე­ლი მა­შინ წმინ­და­ნად ჯერ არ იყო შე­რა­ცხუ­ლი, მის მი­მართ დიდი რწმე­ნა მქონ­და. პა­ტარ-პა­ტა­რა გან­საც­დე­ლე­ბი­სას შემ­წე­ო­ბას მა­ნამ­დეც ვთხოვ­დი ხოლ­მე. დიდი მად­ლი ჰქონ­და და სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და - 2010 წელს მისი სას­წა­უ­ლით გა­დავ­რჩი...

- და­ვუბ­რუნ­დეთ ამ­ბავს - უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რამ­დენ ხანს იყა­ვით?

- რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა თქვეს, მდი­ნა­რემ ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რი მა­ტა­რა და კლდე­ებ­ში გამ­ჭე­და. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ შემ­თხვე­ვით მი­პო­ვა. გელა და თორ­ნი­კე კი სა­ბარ­გუ­ლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს.

რო­დე­საც მან­ქა­ნა გა­დატ­რი­ალ­და, წყა­ლი დიდი წნე­ვით შე­მო­ვარ­და და მან­ქა­ნი­დან ყვე­ლა გაგ­ვი­ტა­ნა. ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა მხა­რე ოდ­ნავ აი­წია და გე­ლამ და თორ­ნი­კემ ამოს­ვლა იქი­დან შეძ­ლეს. გე­ლას იქა­უ­რი ბი­ჭე­ბის­თვის ხე­ლით უნიშ­ნე­ბია, რომ ცო­ცხა­ლი იყო, რად­გან არა­ვის ეგო­ნა, თუ იქ ვინ­მე ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და... თორ­ნი­კეც იქვე ამო­ცოც­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ვინც მდი­ნა­რემ გა­მო­ი­ტა­ნა, ყვე­ლა­ნი გარ­და­იც­ვალ­ნენ - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე - სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე, თე­ო­ნა და მისი და - ნა­თია ქუმ­სი­აშ­ვი­ლი. გე­ლას უფ­რო­სი ვა­ჟის ცხე­და­რი ვერ იპო­ვეს, ვერც ბერ­დი­ას 4 თვის ბავ­შვის.

- სა­ბო­ლო­ოდ იქი­დან რო­გორ ამო­გიყ­ვა­ნეს?

- იმ ად­გი­ლებ­ში ვიწ­რო კა­ლა­პო­ტი იყო, გარ­შე­მო კლდე­ე­ბი. ვინც დაგ­ვი­ნა­ხა, რომ მდი­ნა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი მიჰ­ქონ­და, იმ მი­უ­ვა­ლი ად­გი­ლის გამო მო­ახ­ლო­ე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე მდი­ნა­რე­ში კი­დეც ჩა­ვარ­და და თვი­თონ გახ­და საშ­ვე­ლი. მერე გა­და­წყვი­ტეს, კა­ლა­პო­ტი სა­დაც ფარ­თოვ­დე­ბო­და, იქით წა­სუ­ლიყ­ვნენ და მდი­ნა­რე­ში იქ ჩამ­დგა­რიყ­ვნენ, რომ ჩა­მო­ა­ტა­რებს, დავ­ხვდე­ბი­თო... მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს შე­ვუ­ნიშ­ნი­ვარ, ოღონდ, არ იცო­და, რომ მე ვი­ყა­ვი. მერე ჩემ­მა რძალ­მა თქვა, გაშ­ლი­ლი თმა და­ვი­ნა­ხე და თმით შე­გი­ცა­ნიო. კლდე­ებ­ში ვი­ყა­ვი გა­ჭე­დი­ლი...

მა­თი­ვე მო­ნა­ყო­ლი­დან ვიცი, თურ­მე წყა­ლი წნე­ვით რომ მირ­ტყამ­და, აქეთ-იქით მაგ­დებ­და... იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს უცებ რა­ღაც მო­მენ­ტში მო­მეს­მა - თეო, ნუ გე­ში­ნია, ცო­ცხა­ლი ხარ. ხე­ებს ჩა­ე­ჭი­და, ხელი ჩა­მავ­ლო და 2 ხე­ლით ამომ­წია... ისე გქონ­და კლდე­ში ფე­ხე­ბი ჩა­ჭე­დი­ლი, მე­გო­ნა, მოგ­წყდე­ბო­დაო. მოკ­ლედ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და, რომ ნა­ხევ­რად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამო­ვეყ­ვა­ნე.

სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნეს და გა­მო­ი­ძა­ხეს რე­ა­ნი­მო­ბი­ლე­ბი, სას­წრა­ფოს ბრი­გა­დე­ბი და თბი­ლის­ში რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.

- რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გქონ­დათ?

- რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ერთი დღე ვი­ყა­ვი, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მქონ­და - და­ბე­ჟი­ლო­ბა, ნა­კაწ­რე­ბი, ტვი­ნის შერ­ყე­ვაც მსუ­ბუ­ქი ფორ­მით... კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნი­სას ჩემს სა­ნა­ხა­ვად ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი, მამა და­ვით ჭინ­ჭა­რა­უ­ლი (ბი­ძად მე­კუთ­ვნის) მო­ვი­და. ის ხევ­სუ­რე­თის მო­ძღვა­რია, რო­მელ­მაც მი­თხრა, პატ­რი­არ­ქი თა­ვის­თან გი­ბა­რებს. რომ გა­მოგ­წე­რენ და უკეთ იქ­ნე­ბი, იცო­დე, ჩვენ­თან, სა­პატ­რი­არ­ქო­ში უნდა მოხ­ვი­დეო.

სა­ერ­თოდ მამა და­ვი­თის და­ნახ­ვა­ზე გული ამი­ჩუყ­და, მერე ისიც გა­მახ­სენ­და, გულ­ზე პატ­რი­არ­ქის ნა­ჩუ­ქა­რი ჯვა­რი კი­დევ მე­კი­და, თუ არა, რო­მე­ლიც 2 დღის წინ გად­მომ­ცა, მა­შინ­ვე და­ვი­ხე­დე და ჯვა­რი ისევ ზედ მქონ­და. ეს მა­შინ, როცა წყალ­მა ტან­საც­მე­ლი წა­მარ­თვა...

ჩემ­თან დე­დის გარ­და არა­ვის უშ­ვებ­დნენ, შე­მო­დი­ო­და მა­მა­ჩე­მის ძმაც, რად­გან ქი­რურ­გია. მერე ცალ­კე პა­ლა­ტა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და ბო­ლოს გამ­წე­რეს. იქი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პატ­რი­არ­ქს ვეს­ტუმ­რე. ჩემ­თან ერ­თად სა­პატ­რი­არ­ქო­ში იყ­ვნენ თეოს და ბერ­დი­ას მშობ­ლე­ბიც.

პატ­რი­არ­ქმა მკი­თხა, - რო­გორ გა­დარ­ჩიო? თქვე­ნი და მამა გაბ­რი­ე­ლის წყა­ლო­ბით-მეთ­ქი, - ეს სი­ტყვე­ბი ძლივს ამო­ვი­ლუღ­ლუ­ღე. ვერ გა­ი­გო და კი­დევ ახ­ლოს მო­ვი­და. რო­გო­რო? - კი­თხვა გა­მი­მე­ო­რა და მეც პა­სუ­ხი გა­ვუ­მე­ო­რე. მერე უეც­რად ამე­ტი­რა... შენ სა­ი­ქი­ოს წა­სას­ვლე­ლად მზად არ ყო­ფილ­ხარ, აქ შენი მი­სია გაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლიო და ჩა­მე­ხუ­ტა...

- თე­ო­ნა, ამ ტრა­გე­დი­ამ ალ­ბათ ბევრ რა­მე­ზე და­გა­ფიქ­რათ... რა­ღა­ცე­ბი სხვაგ­ვა­რად შე­ა­ფა­სეთ...

- მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფე­რი წუ­თი­ე­რია და ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა... წი­ნას­წარ არა­ვინ არა­ფე­რი იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს... რად­გა­ნაც ჩვენ ჩვე­ნი ჯვა­რი გვაქვს სა­ზი­დი, ამი­ტომ რწმე­ნით უნდა ვი­ცხოვ­როთ, მუდ­მი­ვად ისეთ სი­ნა­ნულ­ში ვი­ყოთ, თით­ქოს ბოლო დღეა.

სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე, მქონ­და გან­ცდა, რომ ვკვდე­ბი, მაგ­რამ აღარც ვკვდე­ბი... ვამ­ბობ­დი - ღმერ­თო, მა­პა­ტიე, ცოდ­ვი­ლი ვკვდე­ბი-მეთ­ქი. კი, ეს სი­ნა­ნუ­ლი იმ წუ­ტებ­ში მქონ­და...

სა­კუ­თარ ცოდ­ვებ­სა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ფიქ­რე­ბა თი­თო­ე­ულს გვჭირ­დე­ბა. გან­საც­დელს კი უფა­ლი იმი­ტომ გვივ­ლენს, რომ რწმე­ნა­ში მე­ტად გავძლი­ერ­დეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად შე­ვიყ­ვა­როთ. ცხოვ­რე­ბა სხვა არა­ფე­რია, რად­გან იმ ქვეყ­ნად ღვთის წი­ნა­შე ცა­რი­ე­ლი სუ­ლით წარვდგე­ბით. იქ კი იმ სი­კე­თე­ე­ბით მი­დი­ხარ, რაც აქ გა­გი­კე­თე­ბია...

ტრა­გე­დი­ამ იმა­ზე და­მა­ფიქ­რა, რომ სუ­ლი­ე­რად უნდა გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და მო­ნას­ტერ­ში წა­ვე­დი. 2 კვი­რა მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ვი­ცხოვ­რე. მერე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე...

მაგ ამ­ბავ­მა გეგ­მე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად შე­მეც­ვა­ლა. მა­ნამ­დე სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში მივ­დი­ო­დი, სა­ბუ­თებს ვამ­ზა­დებ­დი...

- თეო, რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც მან­ქა­ნა­ში მგზავ­რობ­დით, ცო­ცხლე­ბი აღარ იყ­ვნენ, ეს ალ­ბათ ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი იყო?

- მი­მა­ლავ­დნენ, დედა მე­უბ­ნე­ბო­და, კლი­ნი­კა­ში არი­ა­ნო, მერე ბი­ძა­ჩემს ვკი­თხე, - ვინ გა­დავ­რჩით, რო­გორ არი­ან ისი­ნი-მეთ­ქი? ხმა უკან­კა­ლებ­და და ტი­რო­და - რაღა ვინ - შენ, გელა და თა­ვის ცო­ლის ძმაო... ჯერ კი­დევ კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი და შოკი მი­ვი­ღე. ბი­ძა­ჩემს არ ეგო­ნა, რომ არ ვი­ცო­დი... ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ - ამან ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­მან­გრია. სინ­დი­სი მქეჯ­ნი­და, მე რომ გა­დავ­რჩი, ისი­ნი ვერა... მერე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან მი­წევ­და შეხ­ვედ­რე­ბი, სა­უბ­რე­ბი და ამან გა­მაძ­ლე­ბი­ნა. ღა­მით კოშ­მა­რებს ვხე­დავ­დი, ყურ­ში რა­ღაც ხმე­ბი ჩა­მეს­მო­და და თვალ­წინ სულ ის სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი მედ­გა...

არა­და, მა­შინ 20 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დიდი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი... თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე და ცხოვ­რე­ბა სულ სხვა თვა­ლით და­ვი­ნა­ხე...

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მდინარე არღუნმა ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა... სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი - ვერა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი თეონა ჭინჭარაულის ინტერვიუ

"მდინარე არღუნმა ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა...  სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი - ვერა..." - მუცოს ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილი თეონა ჭინჭარაულის ინტერვიუ

2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. "ჯიპის“ მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი, ასევე თეონას და, მანქანის მძღოლი - ბერდია არაბული, მისი მეუღლე და მათი შვილი. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ - გელა დაიაური, მისი ცოლისძმა და გელას დეიდაშვილი თეონა ჭინჭარაული.

ამ საშინელი ამბიდან ამ ზაფხულს 14 წელი გავიდა. Ambebi.ge თეონა ჭინჭარაულს ესაუბრა და მისი საოცარი გადარჩენის ამბავი ჩაწერა.

თეონა ჭინჭარაული:

- დავიბადე და გავიზარდე შატილში, სკოლაც შატილში დავამთავრე და შემდეგ თბილისში, უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. პროფესიით ფსიქოლოგი, რელიგიათმცოდნე ვარ. ამჟამად თბილისში, სკოლაში მანდატურად ვმუშაობ. მყავს ორ ვაჟი - 10 წლის და 2 წლის... მამა 2015 წელს გარდამეცვალა, დედა ფილოლოგი და შატილში სკოლის დირექტორია...

რაც ჩვენ 2010 წელს შეგვემთხვა, მსგავსი რამ ალბათ, არც დამესიზმრებოდა... მოგეხსენებათ, მთის ყველა კუთხეს თავის დღეობა აქვს, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია და გრძელდება... ხევსურეთში ჩვენი დღესასწაული ათენგენობაა. სწორედ ამ დღისთვის ჩემი დეიდაშვილი - გელა დაიაური თავისი ოჯახით იყო ამოსული. მას ახლდა მეგობარი, ბერდია არაბული მეუღლით და 4 თვის პატარით (გელა ბერდიას მეჯვარე და შვილის ნათლიაც იყო), ხოლო 2 ვაჟი ბარისახოში, მშობლებთან ჰყავდა დატოვებული.

ასევე თეონა ქუმსიაშვილს თავის და-ძმა - ნათია და თორნიკე ახლდა. იმ საღამოს ჩვენთან დარჩნენ და მეორე დღეს ყველანი ერთად შატილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ხონისჭალაში დღესასწაულზე 2 მანქანით წავედით. ათენგენობას ხევსურული წესით ბავშვებს სალოცავს აბარებენ, რასაც განათვლას ეძახიან. ჰოდა, გელას თავის ბავშვები სალოცავისთვის უნდა მიებარებინა - მისი იქ ამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

- როგორც ცნობილია, დღესასწაულს დაესწარით და ის საშინელი ამბავი უკან გზაზე დაგატყდათ, ხომ?

- კი, ყველაფერი რომ დამთავრდა, ყველანი ერთად წამოვედით, წინ ჩვენი მანქანა მოდიოდა, საჭესთან ბერდია იჯდა. მანქანაში ვისხედით - მე, თეონა, მისი და ნათია, ბერდოს გვერდით მეუღლე სოფო ეჯდა, საბარგულში იყვნენ - გელა და თორნიკე...

გელა დაიაური და თეონა ქუმსიაშვილი

სოფომ ჩანთაში რაღაც ვერ იპოვა და თავისი პატარა ცოტა ხნით მე გადმომაწოდა, დამიკავეო. მე ბერდიას უკან ვიჯექი, გვერდით თეონა მეჯდა და მის გვერდით კი მისი და ნათია იყო. თეონას და გელას შვილები კალთაში მათ ესხდნენ...

სოფო ღოღობერიძე და ბერდია არაბული

ნელა წავიდეთო, - მახსოვს, ბერდიას ეუბნებოდნენ, რადგან ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული გზები იყო. კი, არ ინერვიულოთ, ნელ-ნელა ჩავალთო, - ბერდია ამბობდა. რადგან 4 თვის ჩვილი მეჭირა, მთელი ყურადღება მისკენ მქონდა გადატანილი, რომ იმ მისახვევ-მოსახვევებში რამე არ სტკენოდა... უეცრად შემომესმა ხმა - ბერდო, რას აკეთებ?! და ბერდია გვერდით გადავარდა, საჭეს ხელი ჩამოარტყა. რასაც ვიხსენებ, ეს არის... სავარაუდოდ, მას გული გაუჩერდა...

- და მანქანა ხევისკენ წავიდა?

- დიახ, სადაც გადავეშვით და მდინარე არღუნში ჩავცვივდით. ვიდრე გონზე ვიყავი, მამა გაბრიელს და პატრიარქს დახმარებას ვთხოვდი, ვევედრებოდი, გადაგვარჩინეთ-მეთქი. მერე გონება დავკარგე და არაფერი მახსოვს, მხოლოდ რაღაც ხმები ადგილ-ადგილ ჩამესმოდა... თვალები რომ გავახილე, არ მეგონა, რომ ცოცხალი ვიყავი.

- გადარჩენას პატრიარქს და მამა გაბრიელს სთხოვდით?

- ჩვენი ტრაგედია 2010 წლის 22 ივლისს მოხდა. 2010 წლის 20 ივლისს კი, პატრიარქი ხევსურეთში იყო ამობრძანებული, სადაც მომავალი ტაძრის საძირკველი აკურთხა. მაშინ დამლოცა და ჯვარი გადმომცა. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო... რაც შეეხება მამა გაბრიელს, მისი მოხდენილი სასწაულების შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მათ შორის, მისი სულიერი შვილისგან, რომელიც ჩემი რელიგიის მასწავლებელი იყო, აქ, ხევსურეთში, პროგრამით იყო ამოსული. მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი მაშინ წმინდანად ჯერ არ იყო შერაცხული, მის მიმართ დიდი რწმენა მქონდა. პატარ-პატარა განსაცდელებისას შემწეობას მანამდეც ვთხოვდი ხოლმე. დიდი მადლი ჰქონდა და სასწაულებს ახდენდა - 2010 წელს მისი სასწაულით გადავრჩი...

- დავუბრუნდეთ ამბავს - უგონო მდგომარეობაში რამდენ ხანს იყავით?

- როგორც ადგილობრივებმა თქვეს, მდინარემ ნახევარი კილომეტრი მატარა და კლდეებში გამჭედა. ჩემი ბიძაშვილის მეუღლემ შემთხვევით მიპოვა. გელა და თორნიკე კი საბარგულიდან ამოიყვანეს.

როდესაც მანქანა გადატრიალდა, წყალი დიდი წნევით შემოვარდა და მანქანიდან ყველა გაგვიტანა. ავტომობილის უკანა მხარე ოდნავ აიწია და გელამ და თორნიკემ ამოსვლა იქიდან შეძლეს. გელას იქაური ბიჭებისთვის ხელით უნიშნებია, რომ ცოცხალი იყო, რადგან არავის ეგონა, თუ იქ ვინმე ცოცხალი იქნებოდა... თორნიკეც იქვე ამოცოცდა. დანარჩენები, ვინც მდინარემ გამოიტანა, ყველანი გარდაიცვალნენ - ბერდია არაბული, მისი მეუღლე - სოფო ღოღობერიძე, თეონა და მისი და - ნათია ქუმსიაშვილი. გელას უფროსი ვაჟის ცხედარი ვერ იპოვეს, ვერც ბერდიას 4 თვის ბავშვის.

- საბოლოოდ იქიდან როგორ ამოგიყვანეს?

- იმ ადგილებში ვიწრო კალაპოტი იყო, გარშემო კლდეები. ვინც დაგვინახა, რომ მდინარეს ადამიანები მიჰქონდა, იმ მიუვალი ადგილის გამო მოახლოებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მდინარეში კიდეც ჩავარდა და თვითონ გახდა საშველი. მერე გადაწყვიტეს, კალაპოტი სადაც ფართოვდებოდა, იქით წასულიყვნენ და მდინარეში იქ ჩამდგარიყვნენ, რომ ჩამოატარებს, დავხვდებითო... მოკლედ, ისე მოხდა, რომ ჩემი ბიძაშვილის მეუღლეს შევუნიშნივარ, ოღონდ, არ იცოდა, რომ მე ვიყავი. მერე ჩემმა რძალმა თქვა, გაშლილი თმა დავინახე და თმით შეგიცანიო. კლდეებში ვიყავი გაჭედილი...

მათივე მონაყოლიდან ვიცი, თურმე წყალი წნევით რომ მირტყამდა, აქეთ-იქით მაგდებდა... იმ მდგომარეობაში მყოფს უცებ რაღაც მომენტში მომესმა - თეო, ნუ გეშინია, ცოცხალი ხარ. ხეებს ჩაეჭიდა, ხელი ჩამავლო და 2 ხელით ამომწია... ისე გქონდა კლდეში ფეხები ჩაჭედილი, მეგონა, მოგწყდებოდაო. მოკლედ, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ნახევრად უგონო მდგომარეობაში ამოვეყვანე.

სახლში მიმიყვანეს და გამოიძახეს რეანიმობილები, სასწრაფოს ბრიგადები და თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

- რა დაზიანებები გქონდათ?

- რეანიმაციაში ერთი დღე ვიყავი, მსუბუქი ფორმის დაზიანებები მქონდა - დაბეჟილობა, ნაკაწრები, ტვინის შერყევაც მსუბუქი ფორმით... კლინიკაში ყოფნისას ჩემს სანახავად ჩვენი ახლობელი, მამა დავით ჭინჭარაული (ბიძად მეკუთვნის) მოვიდა. ის ხევსურეთის მოძღვარია, რომელმაც მითხრა, პატრიარქი თავისთან გიბარებს. რომ გამოგწერენ და უკეთ იქნები, იცოდე, ჩვენთან, საპატრიარქოში უნდა მოხვიდეო.

საერთოდ მამა დავითის დანახვაზე გული ამიჩუყდა, მერე ისიც გამახსენდა, გულზე პატრიარქის ნაჩუქარი ჯვარი კიდევ მეკიდა, თუ არა, რომელიც 2 დღის წინ გადმომცა, მაშინვე დავიხედე და ჯვარი ისევ ზედ მქონდა. ეს მაშინ, როცა წყალმა ტანსაცმელი წამართვა...

ჩემთან დედის გარდა არავის უშვებდნენ, შემოდიოდა მამაჩემის ძმაც, რადგან ქირურგია. მერე ცალკე პალატაში გადამიყვანეს და ბოლოს გამწერეს. იქიდან რამდენიმე დღეში პატრიარქს ვესტუმრე. ჩემთან ერთად საპატრიარქოში იყვნენ თეოს და ბერდიას მშობლებიც.

პატრიარქმა მკითხა, - როგორ გადარჩიო? თქვენი და მამა გაბრიელის წყალობით-მეთქი, - ეს სიტყვები ძლივს ამოვილუღლუღე. ვერ გაიგო და კიდევ ახლოს მოვიდა. როგორო? - კითხვა გამიმეორა და მეც პასუხი გავუმეორე. მერე უეცრად ამეტირა... შენ საიქიოს წასასვლელად მზად არ ყოფილხარ, აქ შენი მისია გაქვს შესასრულებელიო და ჩამეხუტა...

- თეონა, ამ ტრაგედიამ ალბათ ბევრ რამეზე დაგაფიქრათ... რაღაცები სხვაგვარად შეაფასეთ...

- მივხვდი, რომ ყველაფერი წუთიერია და ყველაფერი ღვთის ნებაა... წინასწარ არავინ არაფერი იცის, რა შეიძლება მოხდეს... რადგანაც ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდი, ამიტომ რწმენით უნდა ვიცხოვროთ, მუდმივად ისეთ სინანულში ვიყოთ, თითქოს ბოლო დღეა.

სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მქონდა განცდა, რომ ვკვდები, მაგრამ აღარც ვკვდები... ვამბობდი - ღმერთო, მაპატიე, ცოდვილი ვკვდები-მეთქი. კი, ეს სინანული იმ წუტებში მქონდა...

საკუთარ ცოდვებსა და საკუთარ თავში ჩაფიქრება თითოეულს გვჭირდება. განსაცდელს კი უფალი იმიტომ გვივლენს, რომ რწმენაში მეტად გავძლიერდეთ, ადამიანები მეტად შევიყვაროთ. ცხოვრება სხვა არაფერია, რადგან იმ ქვეყნად ღვთის წინაშე ცარიელი სულით წარვდგებით. იქ კი იმ სიკეთეებით მიდიხარ, რაც აქ გაგიკეთებია...

ტრაგედიამ იმაზე დამაფიქრა, რომ სულიერად უნდა გავძლიერებულიყავი და მონასტერში წავედი. 2 კვირა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ვიცხოვრე. მერე სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე...

მაგ ამბავმა გეგმები რადიკალურად შემეცვალა. მანამდე სასწავლებლად გერმანიაში მივდიოდი, საბუთებს ვამზადებდი...

- თეო, როდესაც გაიგეთ, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მანქანაში მგზავრობდით, ცოცხლები აღარ იყვნენ, ეს ალბათ ძალიან მძიმედ გადასატანი იყო?

- მიმალავდნენ, დედა მეუბნებოდა, კლინიკაში არიანო, მერე ბიძაჩემს ვკითხე, - ვინ გადავრჩით, როგორ არიან ისინი-მეთქი? ხმა უკანკალებდა და ტიროდა - რაღა ვინ - შენ, გელა და თავის ცოლის ძმაო... ჯერ კიდევ კლინიკაში ვიყავი და შოკი მივიღე. ბიძაჩემს არ ეგონა, რომ არ ვიცოდი... ძალიან გამიჭირდა იმის გააზრება, რომ ის ადამიანები დაიღუპნენ - ამან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამანგრია. სინდისი მქეჯნიდა, მე რომ გადავრჩი, ისინი ვერა... მერე სასულიერო პირებთან მიწევდა შეხვედრები, საუბრები და ამან გამაძლებინა. ღამით კოშმარებს ვხედავდი, ყურში რაღაც ხმები ჩამესმოდა და თვალწინ სულ ის საშინელი კადრები მედგა...

არადა, მაშინ 20 წლის ვიყავი, მაგრამ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი... თუმცა, როგორც ვთქვი, ბევრი რამ გადავაფასე და ცხოვრება სულ სხვა თვალით დავინახე...

იხილეთ ასევე: