პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე გავიგებთ მარსზე სიცოცხლე იყო თუ არა - NASA-ს მარსმავალი აგროვებს ნიმუშებს, რაც მეცნიერებს პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო კვალის პოვნაში დაეხმარება
მალე გავიგებთ მარსზე სიცოცხლე იყო თუ არა - NASA-ს მარსმავალი აგროვებს ნიმუშებს, რაც მეცნიერებს პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო კვალის პოვნაში დაეხმარება

NASA-ს Perseverance ახლა მარსზე ახალ გა­მოწ­ვე­ვას უმკლავ­დე­ბა. ბოლო 3,5 წე­ლია, ექ­ვსბორ­ბლი­ა­ნი რო­ვე­რი კრა­ტე­რის ია­ტა­კის გას­წვრივ ტრი­ა­ლებს. უკვე სამ­შა­ბათს მან მწვერ­ვალ­ზე ას­ვლა და­ი­წყო, - წერს Associated Press.

ცნო­ბი­ლია, რომ რო­ვე­რი 305 მეტ­რით აი­წევს კრა­ტე­რის სი­მაღ­ლემ­დე და კლდის ნი­მუ­შებს შე­აგ­რო­ვებს. 2021 წელს წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე დაშ­ვე­ბის შემ­დეგ Perseverance-მა უკვე შე­აგ­რო­ვა 22 ნი­მუ­ში კრა­ტე­რის სიღ­რმი­დან, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც წყლით იყო სავ­სე.

რო­ვე­რის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბით მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ აღად­გი­ნონ სუ­რა­თი, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და პლა­ნე­ტა­ზე კლი­მა­ტი მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ - და არ­სე­ბობ­და თუ არა იქ სი­ცო­ცხლე. მეც­ნი­ერ სტი­ვენ ლის თქმით, NASA-ს კა­ლი­ფორ­ნი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, კრა­ტე­რის კი­დე­ზე არ­სე­ბულ­მა ძი­რძველ­მა კლდე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გაჩ­ნდა კლდო­ვა­ნი პლა­ნე­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მარ­სი და დე­და­მი­წა.

გა­მო­ცე­მა დას­ძენს, რომ ძი­ე­ბის დროს რო­ვერ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 29 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მარსზე პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს წყა­ლი თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე­ობს. ცნო­ბი­ლია, რომ მარსზე წყა­ლი ად­რეც იყო ნა­პოვ­ნი - ატ­მოს­ფე­რო­ში ყი­ნუ­ლი­სა და ორ­თქლის ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ხით, მაგ­რამ არა თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა იპო­ვეს ახა­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზა, რათა მარ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი გა­ხა­დონ. კერ­ძოდ, ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, მარსზე კლი­მა­ტი ხე­ლოვ­ნუ­რად და­ათ­ბონ, რათა ის არ­სე­ბო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გახ­დეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მალე გავიგებთ მარსზე სიცოცხლე იყო თუ არა - NASA-ს მარსმავალი აგროვებს ნიმუშებს, რაც მეცნიერებს პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო კვალის პოვნაში დაეხმარება

მალე გავიგებთ მარსზე სიცოცხლე იყო თუ არა - NASA-ს მარსმავალი აგროვებს ნიმუშებს, რაც მეცნიერებს პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო კვალის პოვნაში დაეხმარება

NASA-ს Perseverance ახლა მარსზე ახალ გამოწვევას უმკლავდება. ბოლო 3,5 წელია, ექვსბორბლიანი როვერი კრატერის იატაკის გასწვრივ ტრიალებს. უკვე სამშაბათს მან მწვერვალზე ასვლა დაიწყო, - წერს Associated Press.

ცნობილია, რომ როვერი 305 მეტრით აიწევს კრატერის სიმაღლემდე და კლდის ნიმუშებს შეაგროვებს. 2021 წელს წითელ პლანეტაზე დაშვების შემდეგ Perseverance-მა უკვე შეაგროვა 22 ნიმუში კრატერის სიღრმიდან, რომელიც ოდესღაც წყლით იყო სავსე.

როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშებით მეცნიერებს შეუძლიათ აღადგინონ სურათი, თუ როგორ გამოიყურებოდა პლანეტაზე კლიმატი მილიარდობით წლის წინ - და არსებობდა თუ არა იქ სიცოცხლე. მეცნიერ სტივენ ლის თქმით, NASA-ს კალიფორნიის ლაბორატორიაში, კრატერის კიდეზე არსებულმა ძირძველმა კლდეებმა შეიძლება მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა კლდოვანი პლანეტები, როგორიცაა მარსი და დედამიწა.

გამოცემა დასძენს, რომ ძიების დროს როვერმა დაახლოებით 29 კილომეტრი გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მარსზე პირველად აღმოაჩინეს წყალი თხევად მდგომარეობაში, რომელიც სიღრმეზე მდებარეობს. ცნობილია, რომ მარსზე წყალი ადრეც იყო ნაპოვნი - ატმოსფეროში ყინულისა და ორთქლის ნარჩენების სახით, მაგრამ არა თხევად მდგომარეობაში.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა იპოვეს ახალი რევოლუციური გზა, რათა მარსი საცხოვრებლად ვარგისი გახადონ. კერძოდ, ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, მარსზე კლიმატი ხელოვნურად დაათბონ, რათა ის არსებობისთვის შესაფერისი გახდეს.

იხილეთ ასევე: