მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა საჭირო იყო მისი ვიტიზი? ბჟანიამ ქართული ინკლუზიის პროგრამა დაიწყო?" - ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა: გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას კრიტიკა მოჰყვა
"რა საჭირო იყო მისი ვიტიზი? ბჟანიამ  ქართული ინკლუზიის პროგრამა დაიწყო?" - ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა: გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას კრიტიკა მოჰყვა

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, გელა ინა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის "დი­ნა­მო­ში" 1984-1989 წლებ­ში თა­მა­შობ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს" ეწ­ვია. ის კლუ­ბის მო­თა­მა­შე­ებს "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტმა ას­ტა­მურ ად­ლე­ი­ბამ გა­აც­ნო.

  • "რო­დე­საც სო­ხუ­მის დი­ნა­მო პირ­ველ ლი­გა­ში გა­და­ვი­და ის შე­მად­გენ­ლო­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო, პირ­ველ გუნდში თა­მა­შობ­და“, - აღ­ნიშ­ნა ად­ლე­ი­ბამ.

ინ­ფორ­მა­ცია ინა­ლიშ­ვი­ლის სო­ხუმ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" კლუ­ბის გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია:

"ყო­ფილ მო­თა­მა­შეს, სო­ხუ­მის დი­ნა­მოს ვე­ტე­რანს, გელა ინა­ლიშ­ვილს მი­ვე­სალ­მეთ, გავცვა­ლეთ სა­ჩუქ­რე­ბი, გელა ირაკ­ლი­ვი­ეჩ­მა კლუბს ბურ­თე­ბი გა­დას­ცა, ჩვენ კი დი­ნა­მო სო­ხუ­მის შარ­ფი ვა­ჩუ­ქეთ“.

ინა­ლიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს“ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან "ტე­ლეგ­რა­მის" აფხა­ზურ არ­ხებ­ზე ერთი თვის შემ­დეგ გახ­და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. "აფხა­ზუ­რი პორ­ტა­ლი“ წერს, რომ ინა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

"ასე­თი "თბი­ლი“ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და­ა­ვი­წყდათ ეთ­ქვათ, რომ გელა ინა­ლიშ­ვი­ლი არა მხო­ლოდ საბ­ჭო­თა დი­ნა­მოს მო­თა­მა­შეა, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ადრე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­შიც თა­მა­შობ­და“, - წერს "აფხა­ზუ­რი პორ­ტა­ლი“. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ინა­ლიშ­ვილ­მა აფხა­ზეთ­ში შეს­ვლის ნე­ბარ­თვა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­გან მი­ი­ღო.

"აქ სხვა რამ არის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ნი, რა­ტომ იყო სა­ჭი­რო აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტი და რა მიზ­ნით გა­აც­ნეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ინა­ლიშ­ვილს? ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მათ გაწ­ვრთნის, ის არ არის მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი და კი­დევ ერთი რამ, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ მო­ქა­ლა­ქეს ჩა­მო­იყ­ვა­ნენ შემ­დეგ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?! შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ამ თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ხე­ლით და­ი­წყო ქარ­თუ­ლი ინ­კლუ­ზი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“, - წერს აფხა­ზუ­რი პორ­ტა­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"რა საჭირო იყო მისი ვიტიზი? ბჟანიამ ქართული ინკლუზიის პროგრამა დაიწყო?" - ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა: გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას კრიტიკა მოჰყვა

"რა საჭირო იყო მისი ვიტიზი? ბჟანიამ  ქართული ინკლუზიის პროგრამა დაიწყო?" - ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა: გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას კრიტიკა მოჰყვა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, გელა ინალიშვილი, რომელიც სოხუმის "დინამოში" 1984-1989 წლებში თამაშობდა, დაახლოებით ერთი თვის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც სოხუმის "დინამოს" ეწვია. ის კლუბის მოთამაშეებს "დინამოს" პრეზიდენტმა ასტამურ ადლეიბამ გააცნო.

  • "როდესაც სოხუმის დინამო პირველ ლიგაში გადავიდა ის შემადგენლობის აქტიური წევრი იყო, პირველ გუნდში თამაშობდა“, - აღნიშნა ადლეიბამ.

ინფორმაცია ინალიშვილის სოხუმში ვიზიტის შესახებ "ფეისბუქში" კლუბის გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნულია:

"ყოფილ მოთამაშეს, სოხუმის დინამოს ვეტერანს, გელა ინალიშვილს მივესალმეთ, გავცვალეთ საჩუქრები, გელა ირაკლივიეჩმა კლუბს ბურთები გადასცა, ჩვენ კი დინამო სოხუმის შარფი ვაჩუქეთ“.

ინალიშვილის შეხვედრა სოხუმის "დინამოს“ ფეხბურთელებთან "ტელეგრამის" აფხაზურ არხებზე ერთი თვის შემდეგ გახდა განხილვის საგანი. "აფხაზური პორტალი“ წერს, რომ ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეა.

"ასეთი "თბილი“ შეხვედრის ორგანიზატორებს დაავიწყდათ ეთქვათ, რომ გელა ინალიშვილი არა მხოლოდ საბჭოთა დინამოს მოთამაშეა, არამედ საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ადრე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებშიც თამაშობდა“, - წერს "აფხაზური პორტალი“. ისინი ვარაუდობენ, რომ ინალიშვილმა აფხაზეთში შესვლის ნებართვა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო.

"აქ სხვა რამ არის მნიშვნელობანი, რატომ იყო საჭირო აფხაზეთში ვიზიტი და რა მიზნით გააცნეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ინალიშვილს? ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ გაწვრთნის, ის არ არის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და კიდევ ერთი რამ, საქართველოს რომელ მოქალაქეს ჩამოიყვანენ შემდეგ ჩვენს ქვეყანაში?! შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასლან ბჟანიამ თავისი მხარდამჭერების ხელით დაიწყო ქართული ინკლუზიის პროგრამის განხორციელება“, - წერს აფხაზური პორტალი.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="apsny_portal/869" data-width="100%"></script>

წყარო