საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა, რომ COVID-19-ის შესახებ ზოგიერთი მასალა შეგვეზღუდა" - რა წერია მარკ ცუკერბერგის წერილში, სადაც თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
"ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა, რომ  COVID-19-ის შესახებ ზოგიერთი მასალა შეგვეზღუდა" - რა წერია მარკ ცუკერბერგის წერილში, სადაც თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი აცხა­დებს, რომ Covid-ის დროს ის, Meta-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, თეთ­რი სახ­ლი­სა და ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან ზე­წო­ლის ობი­ექ­ტი იყო. ცუ­კერ­ბერ­გი გან­მარ­ტავს, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ითხოვ­და ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე.

  • რო­გორც Meta-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ნა­ნობს, რომ და­ე­მორ­ჩი­ლა ზე­წო­ლას. ამის შე­სა­ხებ ცუ­კერ­ბერ­გმა აშშ-ის პა­ლა­ტის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ისა­უბ­რა.

წე­რილ­ში ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ცენ­ზუ­რის გამო "ფე­ის­ბუქ­სა" და "ინ­სტაგ­რამ­ზე" 2021 წელს წა­ი­შა­ლა ზო­გი­ერ­თი მა­სა­ლა, მათ შო­რის იუ­მო­რის­ტუ­ლი და სა­ტი­რუ­ლი ში­ნა­არ­სის, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბო­და.

  • გარ­და ამი­სა, რო­გორც ცუ­კერ­ბერ­გი ამ­ბობს, 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ FBI-მ ჯო ბა­ი­დე­ნის შვილ­თან, ჰან­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზეც გა­აფრ­თხი­ლა, რომ შე­საძ­ლოა, ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი­ყო "რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის" ოპე­რა­ცი­ის ნა­წი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ მა­სა­ლე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბო­და რუ­სულ კამ­პა­ნი­ას.

მისი თქმით, მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი არას­წო­რი იყო.

”ჩვენ გა­ვა­კე­თეთ მა­შინ რამ­დე­ნი­მე არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც დღეს არ გა­ვა­კე­თებ­დით, იმ ცოდ­ნის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს", - აღ­ნიშ­ნავს ცუ­კერ­ბერ­გი.

წყა­რო

ავტორი:

"ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა, რომ COVID-19-ის შესახებ ზოგიერთი მასალა შეგვეზღუდა" - რა წერია მარკ ცუკერბერგის წერილში, სადაც თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

"ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა, რომ  COVID-19-ის შესახებ ზოგიერთი მასალა შეგვეზღუდა" - რა წერია მარკ ცუკერბერგის წერილში, სადაც თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ Covid-ის დროს ის, Meta-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, თეთრი სახლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ობიექტი იყო. ცუკერბერგი განმარტავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა ცენზურის დაწესებას სოციალურ ქსელებში კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგიერთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე.

  • როგორც Meta-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ნანობს, რომ დაემორჩილა ზეწოლას. ამის შესახებ ცუკერბერგმა აშშ-ის პალატის კომიტეტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში ისაუბრა.

წერილში ის აღნიშნავს, რომ ცენზურის გამო "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" 2021 წელს წაიშალა ზოგიერთი მასალა, მათ შორის იუმორისტული და სატირული შინაარსის, რომელიც კორონავირუსს უკავშირდებოდა.

  • გარდა ამისა, როგორც ცუკერბერგი ამბობს, 2020 წლის არჩევნების წინ FBI-მ ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერთან დაკავშირებული მასალების თაობაზეც გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ამგვარი ინფორმაცია ყოფილიყო "რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციის" ოპერაციის ნაწილი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მასალები არ უკავშირდებოდა რუსულ კამპანიას.

მისი თქმით, მთავრობის ქმედებები არასწორი იყო.

”ჩვენ გავაკეთეთ მაშინ რამდენიმე არჩევანი, რომელსაც დღეს არ გავაკეთებდით, იმ ცოდნის წყალობით, რომელიც ახლა გვაქვს", - აღნიშნავს ცუკერბერგი.

წყარო