მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ნარკოტრაფიკი და სხვა“ - მძიმე ბრალდებები "ტელეგრამის" დამფუძნებლის წინააღმდეგ: პარიზის პროკურატურის განცხადება და მაკრონის კომენტარი
“არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ნარკოტრაფიკი და სხვა“ - მძიმე ბრალდებები "ტელეგრამის" დამფუძნებლის წინააღმდეგ: პარიზის პროკურატურის განცხადება და მაკრონის კომენტარი

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რამ “ტე­ლეგ­რა­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, პა­ველ დუ­რო­ვის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ლი­არ­დე­რი “კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს“.

უწყე­ბის ცნო­ბით, ის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა­ზე უა­რის თქმა­ში და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ას­თან, ნარ­კოტ­რა­ფიკ­თან, თაღ­ლი­თო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში.

ამ საქ­მე­ზე ამ­ჟა­მად 12 სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დუ­რო­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი საფ­რან­გეთ­ში 8 ივ­ლისს და­ი­წყო. პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბის ვადა, შე­იძ­ლე­ბა, 96 სა­ა­თამ­დე, ანუ 28 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დეს.

საქ­მეს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ცენ­ტრი­სა და თაღ­ლი­თო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. თუ მას ბრალს არ წა­უ­ყე­ნე­ბენ, დუ­რო­ვის პა­ტიმ­რო­ბის ვადა, რო­მე­ლიც უკვე ერთხელ გაგ­რძელ­და, 28 აგ­ვის­ტოს ეწუ­რე­ბა.

“პა­ტიმ­რო­ბის ვადა მო­სა­მარ­თლემ 2024 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­ა­ხან­გრძლი­ვა და შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს 96 სა­ა­თამ­დე (ანუ 2024 წლის 28 აგ­ვის­ტომ­დე), იმ პრო­ცე­დუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე,“ -აღ­ნიშ­ნავს პრო­კუ­რა­ტუ­რა.

39 წლის Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს სხვა ეპი­ზო­დებ­თან ერ­თად “პლატ­ფორ­მის კრი­მი­ნა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ზო­მე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა­საც“ ედა­ვე­ბი­ან.

საფ­რან­გე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ბრალ­დე­ბე­ბის სრუ­ლი სია, რომ­ლის საქ­მე­ზეც დუ­რო­ვი და­ა­კა­ვეს და და­კი­თხეს. მას­ში რვა პუნ­ქტია:

  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის ოპე­რი­რე­ბა უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად
  • უარი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ან დო­კუ­მენ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში კა­ნო­ნი­ე­რად ნე­ბა­დარ­თუ­ლი ჩა­რე­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად
  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თე­ბის ფლო­ბა
  • ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა, შე­თა­ვა­ზე­ბა ან მი­წო­დე­ბა,
  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, შე­ნახ­ვა, შე­თა­ვა­ზე­ბა ან გა­და­ცე­მა,
  • ფა­სი­ლი­ტა­ცია - აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ხელ­სა­წყო­ე­ბის, პროგ­რა­მე­ბის ან მო­ნა­ცე­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, გა­და­ცე­მა ან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია ან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის.
  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - თაღ­ლი­თო­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბა მძი­მე ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 5 წლით ვა­დით.
  • ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­გან

რე­ზო­ნან­სულ საქ­მეს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, "ტე­ლეგ­რა­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის.

"ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა უნდა მი­ი­ღონ“, - გა­ნა­ცხა­და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, "ტე­ლეგ­რა­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, პა­ველ დუ­რო­ვი საფ­რა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში შა­ბათს ღა­მით და­ა­კა­ვა. პლატ­ფორ­მა "ტე­ლეგ­რამ­მა“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ პა­ველ დუ­როვს და­სა­მა­ლი არა­ფე­რი აქვს და კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ნარკოტრაფიკი და სხვა“ - მძიმე ბრალდებები "ტელეგრამის" დამფუძნებლის წინააღმდეგ: პარიზის პროკურატურის განცხადება და მაკრონის კომენტარი

“არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ნარკოტრაფიკი და სხვა“ - მძიმე ბრალდებები "ტელეგრამის" დამფუძნებლის წინააღმდეგ: პარიზის პროკურატურის განცხადება და მაკრონის კომენტარი

საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ “ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავების მიზეზები განმარტა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მილიარდერი “კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს“.

უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრაფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს. დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 ივლისს დაიწყო. პარიზის პროკურატურის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დაკავების ვადა, შეიძლება, 96 საათამდე, ანუ 28 აგვისტომდე გაგრძელდეს.

საქმეს კიბერდანაშაულის ცენტრისა და თაღლითობის საწინააღმდეგო ეროვნული სამსახური იძიებს. თუ მას ბრალს არ წაუყენებენ, დუროვის პატიმრობის ვადა, რომელიც უკვე ერთხელ გაგრძელდა, 28 აგვისტოს ეწურება.

“პატიმრობის ვადა მოსამართლემ 2024 წლის 25 აგვისტოს გაახანგრძლივა და შეიძლება გაგრძელდეს 96 საათამდე (ანუ 2024 წლის 28 აგვისტომდე), იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც ვრცელდება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე,“ -აღნიშნავს პროკურატურა.

39 წლის Telegram-ის დამფუძნებელს სხვა ეპიზოდებთან ერთად “პლატფორმის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების შესაჩერებლად, ზომების მიუღებლობასაც“ ედავებიან.

საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გამოაქვეყნეს ბრალდებების სრული სია, რომლის საქმეზეც დუროვი დააკავეს და დაკითხეს. მასში რვა პუნქტია:

  • თანამონაწილეობა - ონლაინ პლატფორმის ოპერირება უკანონო გარიგების გასაადვილებლად
  • უარი უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნაზე, ინფორმაციის ან დოკუმენტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია კომუნიკაციებში კანონიერად ნებადართული ჩარევის განსახორციელებლად
  • თანამონაწილეობა - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული სურათების ფლობა
  • ბავშვთა პორნოგრაფიის ორგანიზებული გავრცელება, შეთავაზება ან მიწოდება,
  • თანამონაწილეობა - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა, შეთავაზება ან გადაცემა,
  • ფასილიტაცია - აღჭურვილობის, ხელსაწყოების, პროგრამების ან მონაცემების შეთავაზება, გადაცემა ან ხელმისაწვდომობა, იურიდიული საფუძვლის გარეშე, რომლებიც შექმნილია ან ადაპტირებულია მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემების მუშაობისთვის.
  • თანამონაწილეობა - თაღლითობა ორგანიზებული ბანდის შემადგენლობაში თანამონაწილეობა, დანაშაულებრივი შეთქმულება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლით ვადით.
  • ფულის გათეთრება ორგანიზებული დანაშაულისგან

რეზონანსულ საქმეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.

"ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, "ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა "ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.

წყარო

იხილეთ ასევე: