მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს თანამდებობებიდან ათავისუფლებს
მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს  თანამდებობებიდან ათავისუფლებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩებს, ასე­ვე ჟე­ნე­ვა­ში გა­ე­როს გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს.

გან­კარ­გუ­ლე­ბა 26 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა და მას­ზე ხელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აწერს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბით მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თავს, რომ სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2024 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდეს;

ვიქ­ტორ დო­ლი­ძე ნა­ტოს-თან სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2024 წლის 21 სექ­ტემ­ბერს და­ტო­ვებს;

რე­ვაზ ლო­მი­ნა­ძე შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2024 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვებს;

ალექ­სან­დრე მა­ი­სუ­რა­ძე ჟე­ნე­ვა­ში გა­ე­როს გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი რო­ტა­ცი­ის ვა­დის ამო­წურ­ვა გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს თანამდებობებიდან ათავისუფლებს

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს  თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.

განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 2024 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდეს;

ვიქტორ დოლიძე ნატოს-თან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის 21 სექტემბერს დატოვებს;

რევაზ ლომინაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს დატოვებს;

ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი როტაციის ვადის ამოწურვა გახდა.