საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში..." რომან გოცირიძე
"რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში..." რომან გოცირიძე

რუ­სე­თი ღიად ერ­თვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვა - ძა­ლი­ან ღე­ლავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­ით იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ფე­რად რე­ვო­ლუ­ცი­ას“ ამ­ზა­დე­ბენ.

გო­ცი­რი­ძის თქმით, რუ­სე­თი იგი­ვე პო­ლი­ტი­კურ-პრო­პა­გან­დულ თე­ზი­სებს იმე­ო­რებს, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ამ­ბობს ევ­რო­პას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“რუ­სე­თი ერე­ვა ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის არ­ჩევ­ნებ­ში - ბალ­კა­ნე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ახლა უნდა ამ არ­ჩევ­ნებ­შიც ჩა­ე­რი­ოს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს. იგი­ვე პო­ლი­ტი­კურ- პრო­პა­გან­დულ თე­ზი­სებს იმე­ო­რებს, რა­საც დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ამ­ბობს ევ­რო­პას­თან და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სე­თი ღიად ერ­თვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. რუ­სე­თი არის და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი, გა­რი­ყუ­ლი ქვე­ყა­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში აგ­რე­სი­ის შემ­დეგ ზურ­გი აქ­ცია მსოფ­ლი­ომ და არ შეს­წევს ძალა, რომ აქ გა­ი­მე­ო­როს ის აგენ­ტუ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ერთხელ მო­იყ­ვა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ძა­ლი­ან ღე­ლავს რუ­სე­თი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­ით იც­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ფე­რად რე­ვო­ლუ­ცი­ას“ ამ­ზა­დე­ბენ.

უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ამი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რეკ­რუ­ტე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას აგ­რო­ვე­ბენ, რათა ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დნენ ხმის მი­ცე­მის პრო­ცესს. მათ ევა­ლე­ბათ „აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის“ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­ფიქ­სი­რე­ბა.

„ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ფე­რად რე­ვო­ლუ­ცი­ას“ ამ­ზა­დე­ბენ. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის პრეს-ბი­უ­რო იუ­წყე­ბა, რომ, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თეთ­რი სახ­ლი უკი­დუ­რე­სად უკ­მა­ყო­ფი­ლოა 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში..." რომან გოცირიძე

"რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში..." რომან გოცირიძე

რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვა - ძალიან ღელავს, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

გოცირიძის თქმით, რუსეთი იგივე პოლიტიკურ-პროპაგანდულ თეზისებს იმეორებს, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს ევროპასთან დაკავშირებით.

“რუსეთი ერევა ყველა დემოკრატიული ქვეყნის არჩევნებში - ბალკანეთიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული. ახლა უნდა ამ არჩევნებშიც ჩაერიოს და საქართველოს ხელისუფლებას სოლიდარობას უცხადებს. იგივე პოლიტიკურ- პროპაგანდულ თეზისებს იმეორებს, რასაც დღეს “ქართული ოცნება” ამბობს ევროპასთან და ჩვენს პარტნიორებთან დაკავშირებით. რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსეთი არის დაჩაჩანაკებული, გარიყული ქვეყანა. უკრაინაში აგრესიის შემდეგ ზურგი აქცია მსოფლიომ და არ შესწევს ძალა, რომ აქ გაიმეოროს ის აგენტურული ხერხები, რითაც „ქართული ოცნება“ ერთხელ მოიყვანა ხელისუფლებაში. ძალიან ღელავს რუსეთი, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"