პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ რამდენიმე სპორტსმენი უმაღლეს ჯილდოებს, მწვრთნელები, ექიმები და ჯგუფის სხვა წევრები კი გაზრდილ პრემიებს მიიღებენ: პრემიერის ახალი გადაწყვეტილება
კიდევ რამდენიმე სპორტსმენი უმაღლეს ჯილდოებს, მწვრთნელები, ექიმები და ჯგუფის სხვა წევრები კი გაზრდილ პრემიებს მიიღებენ: პრემიერის ახალი გადაწყვეტილება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის, მე­და­ლოს­ნე­ბის, მწვრთნე­ლე­ბის, სა­ე­ქი­მო პერ­სო­ნა­ლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის და­პი­რე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დღეს დამ­ტკიც­დე­ბა.

ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ორ­დენ­ზე ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი: ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი და ნინო სა­ლუქ­ვა­ძეც არი­ან წარ­დგე­ნი­ლე­ბი.

“ჩვენს სა­ხე­ლო­ვან სპორ­ტსმე­ნებს, ჩვენს ოლიმ­პი­ე­ლებს კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მი­ვაღ­წი­ეთ. ჩვენ გვქონ­და იმის იმე­დი, რომ ის­ტო­რი­უ­ლად სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი და­ფიქ­სირ­დე­ბო­და ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე და ეს ასეც მოხ­და. 3 ოქრო, 3 ვერ­ცხლის მე­და­ლი და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი, ეს არის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ და ყვე­ლას მინ­და წარ­მა­ტე­ბა მი­ვუ­ლო­ცო. ასე­ვე, 204 ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ქარ­თვე­ლო 24-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და, რაც არის ის­ტო­რი­უ­ლად სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი. ყვე­ლას მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ეს ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა და რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ვუ­ლო­ცავ ოლიმ­პი­ე­ლებს, მწვრთნე­ლებს, სა­ე­ქი­მო პერ­სო­ნალ­სა და მთლი­ა­ნად იმ გუნდს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე წარ­მო­ად­გენ­და.

  • დღეს დამ­ტკიც­დე­ბა მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც და­პი­რე­ბულ პრე­მი­ებს მი­ი­ღე­ბენ ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბი, ასევ გაზ­რდილ პრე­მი­ებს მი­ი­ღე­ბენ ოლიმ­პი­ე­ლე­ბის მწვრთნე­ლე­ბი, ექი­მე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი. ასე­ვე, ჩვენ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ უმაღ­ლეს ჯილ­დო­ებ­ზე. ჩემ­პი­ო­ნე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დენ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პრი­ზი­ო­რებს, ისი­ნი წარ­ვად­გი­ნეთ ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე. და­მა­ტე­ბით ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი წარ­გვედ­გი­ნა ასე­ვე უმაღ­ლეს ჯილ­დო­ებ­ზე. ესე­ნი არი­ან: ნინო სა­ლუქ­ვა­ძე და ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც წარ­ვად­გი­ნეთ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დენ­ზე.

ესე­ნი არი­ან ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ გა­მორ­ჩე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, ისი­ნი ორი­ვე არი­ან სა­მი­ვე სინ­ჯის ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი. ასე­ვე, ისი­ნი არი­ან მსოფ­ლიო და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი და ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის წარ­დგე­ნილ­ნი არი­ან წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დენ­ზე.

  • ასე­ვე, გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ისი­ნი არი­ან ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნე­ბი და ისი­ნიც წარ­ვად­გი­ნეთ ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე. ასე­ვე ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე არი­ან წარ­დგე­ნი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი­სა და პრი­ზი­ო­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბი: ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი, გუ­რამ მო­დე­ბა­ძე, ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ამ­ბა­კო ავა­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი იანტბე­ლი­ძე, და­ვით ხურ­ცია, გი­ორ­გი ასა­ნი­ძე, ავ­თან­დილ გა­ხო­კი­ძე, ბეჟან ჭი­ჭი­ნა­ვა, ილია ტლა­შა­ძე, ალექ­სი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, კახა წიკ­ლა­უ­რი, არ­ჩილ ბა­რა­მი­ძე, ლე­ვან ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი, მირ­ზა ხა­ბა­რე­ლი და გია ობო­ლა­ძე.

თი­თო­ე­ულ მათ­განს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ჩვენ ვი­ცით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მწვრთნე­ლის როლი სპორ­ტსმე­ნის წარ­მა­ტე­ბა­ში. რა თქმა უნდა, თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა და­იმ­სა­ხუ­რა უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო.

ასე­ვე, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 17 წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­მარ­თა თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, სა­დაც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ძმამ, კოტე პეტ­რი­აშ­ვილ­მა მო­ი­გო ოქ­როს მე­და­ლი, გახ­და 17 წლამ­დელ­თა შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა და ასე­ვე, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძეს მინ­და მი­ვუ­ლო­ცო მსოფ­ლი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ო­ნო­ბა. ქარ­თუ­ლი სპორ­ტი არის წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე და, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან იმის­თვის, რომ ამ ტენ­დენ­ცი­ას ხელი შე­ვუ­წყოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბა ექ­ნე­ბა ქარ­თულ სპორ­ტს, რა­საც ჩვენ ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვაკ­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კიდევ რამდენიმე სპორტსმენი უმაღლეს ჯილდოებს, მწვრთნელები, ექიმები და ჯგუფის სხვა წევრები კი გაზრდილ პრემიებს მიიღებენ: პრემიერის ახალი გადაწყვეტილება

კიდევ რამდენიმე სპორტსმენი უმაღლეს ჯილდოებს, მწვრთნელები, ექიმები და ჯგუფის სხვა წევრები კი გაზრდილ პრემიებს მიიღებენ: პრემიერის ახალი გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის განკარგულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების, მედალოსნების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებისთვის დაპირებული პრემიების მიღების შესახებ დღეს დამტკიცდება.

ახალი გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე ოლიმპიური გუნდის წევრები: ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძეც არიან წარდგენილები.

“ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მივაღწიეთ. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა. 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა წარმატება მივულოცო. ასევე, 204 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი. ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, საექიმო პერსონალსა და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა.

  • დღეს დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები, ასევ გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. ასევე, ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები წარვადგინეთ უმაღლეს ჯილდოებზე. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. დამატებით ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ოლიმპიური გუნდის წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე. ესენი არიან: ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.

ესენი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომელთაც აქვთ გამორჩეული მიღწევები, ისინი ორივე არიან სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელები. ასევე, ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის წარდგენილნი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.

  • ასევე, გურამ თუშიშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები და ისინიც წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელები: ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ლომერ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი და გია ობოლაძე.

თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში. რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა 17 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი. მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე, ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რასაც ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.