საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 24 წლის კრიპტო ქოუჩი, რომელიც სავარაუდოდ დუროვის დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა - “დუბაიში გადასვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა...“
ვინ არის 24 წლის კრიპტო ქოუჩი, რომელიც სავარაუდოდ დუროვის დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა - “დუბაიში გადასვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა...“

ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ Telegram-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, პა­ველ დუ­რე­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ლი­არ­დე­რის და­კა­ვე­ბის დროს, პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში, მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ქალი - რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ეს სა­ვა­რა­უ­დოდ კრიპ­ტო ქო­უ­ჩი იუ­ლია ვა­ვი­ლო­ვაა.

16 აგ­ვის­ტოს იუ­ლი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა “სთო­რი“, რომ ყა­ზა­ხე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში გაფ­რინ­და. შემ­დეგ გო­გო­ნამ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფოტო და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში და იმ ლო­კა­ცი­ი­დან, სა­დაც პა­ველ დუ­რო­ვი იმ­ყო­ფე­ბოდ.

ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტერ­ნეტ აქ­ტი­ვო­ბა შე­წყვი­ტა.

“იუ­ლია სა­კუ­თარ თავს სტრი­მერს უწო­დებს, ინა­ხავს ან­გა­რიშს Twitch-ზე და ასე­ვე აქვს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბლო­გი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის შე­სა­ხებ“, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

პა­ველ დუ­რო­ვის შე­საძ­ლო 24 წლის კომ­პა­ნი­ო­ნი დუ­ბა­ი­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­ნამ­დე კი მოს­კოვ­ში, ჩერ­ტა­ნო­ვოს რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­და.

“მისი დედა ფლობ­და სა­ბავ­შვო ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას. ბლო­გერ­მა არა­ერ­თხელ გა­ა­პი­ა­რა მისი დე­დის ბი­ნე­სი.

2022 წელს ვა­ვი­ლო­ვა სა­ცხოვ­რებ­ლად დუ­ბა­ი­ში გა­და­ვი­და, სა­ი­და­ნაც ინ­გლი­სუ­რად აწარ­მო­ებ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს,“ - წერს SHOT და იქვე დას­ძენს, რომ ვა­ვი­ლო­ვას შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მო­ი­პო­ვეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფაქ­ტი, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ვი­ლო­ვა ეწ­ვია ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთს იმა­ვე თა­რი­ღებ­ში, რა დრო­საც პა­ველ დუ­რო­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ პა­რიზ­ში ჩაფ­რე­ნამ­დე, პა­ველ დუ­რო­ვი ბა­ქო­ში ვლა­დიმრ პუ­ტინს შეხ­ვდა. სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

Telegram-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის და­კა­ვე­ბას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ­სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ჩუმ­დე­ბი­ან თუ არა და­სავ­ლუ­რი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მის და­პა­ტიმ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას შემ­დეგ რაც 2018 წელს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მო­ი­თხო­ვეს, შე­ე­წყვი­ტა Telegram-ის მუ­შა­ო­ბის­თვის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა.

“რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­ჯე­რად ისი­ნი პა­რიზს მი­მარ­თა­ვენ და დუ­რო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ, თუ ენას ჩაყ­ლა­პა­ვენ?“, - წერს ზა­ხა­რო­ვა.

მისი თქმით, რო­დე­საც მოს­კოვს ჰქონ­და პრე­ტენ­ზი­ე­ბი დუ­რო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, ის მთე­ლი იმ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და გა­ნაგ­რძობ­და Telegram-ის გან­ვი­თა­რე­ბას. ამას­თან, მისი თქმით, რო­გორც კი ცნო­ბი­ლი გახ­და, საფ­რან­გეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო Telegram-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ში ჩა­ერ­თო.

“არ არის სა­ჭი­რო ჩვენს დიპ­ლო­მა­ტებს შე­ვახ­სე­ნოთ მათი ფუნ­ქცი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - დას­ძი­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი პა­ველ დუ­რო­ვი და­ა­კა­ვა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დუ­რო­ვი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც მისი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი ლე ბურ­ჟეს აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 39 წლის მი­ლი­არ­დე­რი ბრალ­დე­ბუ­ლია იმა­ში, რომ “ვერ გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი Telegram-ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად”.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის 24 წლის კრიპტო ქოუჩი, რომელიც სავარაუდოდ დუროვის დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა - “დუბაიში გადასვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა...“

ვინ არის 24 წლის კრიპტო ქოუჩი, რომელიც სავარაუდოდ დუროვის დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა - “დუბაიში გადასვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა...“

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დურევის მეგობარ გოგონას. როგორც ცნობილია, მილიარდერის დაკავების დროს, პარიზის აეროპორტში, მასთან ერთად იმყოფებოდა ქალი - რუსული წყაროების მიხედვით ეს სავარაუდოდ კრიპტო ქოუჩი იულია ვავილოვაა.

16 აგვისტოს იულიამ გამოაქვეყნა “სთორი“, რომ ყაზახეთიდან აზერბაიჯანში გაფრინდა. შემდეგ გოგონამ კიდევ რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, ზუსტად იმ პერიოდში და იმ ლოკაციიდან, სადაც პაველ დუროვი იმყოფებოდ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გოგონამ ყველანაირი ინტერნეტ აქტივობა შეწყვიტა.

“იულია საკუთარ თავს სტრიმერს უწოდებს, ინახავს ანგარიშს Twitch-ზე და ასევე აქვს ინგლისურენოვანი ბლოგი კრიპტოვალუტების შესახებ“, - წერს რუსული მედია.

პაველ დუროვის შესაძლო 24 წლის კომპანიონი დუბაიში დაახლოებით ორი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მანამდე კი მოსკოვში, ჩერტანოვოს რაიონში ცხოვრობდა.

“მისი დედა ფლობდა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიას. ბლოგერმა არაერთხელ გააპიარა მისი დედის ბინესი.

2022 წელს ვავილოვა საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა, საიდანაც ინგლისურად აწარმოებდა სოციალურ ქსელებს,“ - წერს SHOT და იქვე დასძენს, რომ ვავილოვას შესახებ რუსეთის საელჩოში ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვავილოვა ეწვია ყაზახეთსა და ყირგიზეთს იმავე თარიღებში, რა დროსაც პაველ დუროვი იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით არსებობს მოსაზრება, რომ პარიზში ჩაფრენამდე, პაველ დუროვი ბაქოში ვლადიმრ პუტინს შეხვდა. სხვა დეტალები უცნობია.

Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომსაინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2018 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა.

“როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?“, - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, როდესაც მოსკოვს ჰქონდა პრეტენზიები დუროვის წინააღმდეგ, ის მთელი იმ ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო და განაგრძობდა Telegram-ის განვითარებას. ამასთან, მისი თქმით, როგორც კი ცნობილი გახდა, საფრანგეთში რუსეთის საელჩო Telegram-ის დამფუძნებლის დაკავების საქმეში ჩაერთო.

“არ არის საჭირო ჩვენს დიპლომატებს შევახსენოთ მათი ფუნქციური პასუხისმგებლობა", - დასძინა ზახაროვამ.

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ “ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად”.

იხილეთ ასევე: