პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“ - ირაკლი კობახიძე
“განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“ - ირაკლი კობახიძე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რა­ჭა­ში შა­ო­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვდა. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ბა­ნაკ­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან; თბი­ლი­სის მერ კახა კა­ლა­ძეს­თან და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ პრო­ექ­ტებ­ზე ესა­უბ­რა.

“გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას და­ვუთ­მობთ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბას, მათ შო­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გან­ვი­თარ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, რა­ზეც მთავ­რო­ბა მო­მა­ვალ­შიც იმუ­შა­ვებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს გე­ხე­ბათ და ამ კუ­თხი­თაც გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ჩვენ გვქონ­და ერთი ასე­თი ძა­ლი­ან კარ­გი პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­მუ­შავ­და ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბა. შეხ­ვედ­რე­ბი გავ­მარ­თეთ ახალ­გაზ­რდებ­თან და მათ­გან მო­ვის­მი­ნეთ მო­საზ­რე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს პროგ­რა­მა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ამან ამ პროგ­რა­მის დახ­ვე­წის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. წელს პირ­ვე­ლად ამოქ­მედ­დე­ბა ასე­თი მას­შტა­ბუ­რი, ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 3500 კურსდამ­თავ­რე­ბულს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზეც.

მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი პრო­ექ­ტი, ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რაც მეტი ახალ­გაზ­რდა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი ამ პროგ­რა­მებ­ში, მით უკე­თე­სი”, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

“შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა და მას პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

შა­ო­რის ბა­ნა­კი წელს სტუ­დენ­ტე­ბის ბოლო ნა­კადს მას­პინ­ძლობს. ბა­ნაკ­მა 2024 წლის­თვის ჯამ­ში 800-მდე ახალ­გაზ­რდა 8 ნა­კა­დად მი­ი­ღო.

ბა­ნა­კის ფარ­გლებ­ში ახალ­გაზ­რდებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ჩა­ერ­თონ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სპორ­ტულ და შე­მეც­ნე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­სა და შეხ­ვედ­რებ­ში. მათ ასე­ვე უტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე.

წელს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით, ახალ­გაზ­რდულ­მა ბა­ნა­კებ­მა 4500-მდე ახალ­გაზ­რდას უმას­პინ­ძლა. პრო­ექ­ტის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“ - ირაკლი კობახიძე

“განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“ - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა.

“განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდება მნიშვნელოვნად და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მთავრობა მომავალშიც იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ახალგაზრდებს გეხებათ და ამ კუთხითაც გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ჩვენ გვქონდა ერთი ასეთი ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც კურსდამთავრებულებისთვის შემუშავდა ანაზღაურებადი სტაჟირება. შეხვედრები გავმართეთ ახალგაზრდებთან და მათგან მოვისმინეთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროგრამა ჩამოყალიბებული და ამან ამ პროგრამის დახვეწის საშუალება მოგვცა. წელს პირველად ამოქმედდება ასეთი მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, - აღნიშნა პრემიერმა.

“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.

წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.