მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე ღამე ისრაელში და “ჰეზბოლას“ შურისძიება - ქვეყანამ ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა მოიგერია, არიან დაშავებულები: რას აანონსებს ბენიამინ ნეთანიაჰუ? (ფოტო/ვიდეო)
მძიმე ღამე ისრაელში და “ჰეზბოლას“ შურისძიება - ქვეყანამ ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა მოიგერია, არიან დაშავებულები: რას აანონსებს ბენიამინ ნეთანიაჰუ? (ფოტო/ვიდეო)

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც “ჰეზ­ბო­ლას“ მიერ, ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმაა ასა­ხუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ტყმე­ბი მათი ჯგუ­ფის ლი­დე­რის - ფა­უ­და შუკ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მოხ­და.

IDF-მა უკვე და­ი­წყო პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყმა ლი­ბან­ზე. ის­რა­ელ­მა მომ­დევ­ნო 48 სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

  • ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ლი­ბა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰეზ­ბო­ლა“ აცხა­დებს, რომ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 320-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა და ამით ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ფაზა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ათი მტკი­ცე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში მდე­ბა­რე 11 სამ­ხედ­რო ობი­ექტს “კა­ტი­უ­შას“ ასო­ბით რა­კე­ტით შე­უ­ტი­ეს.

“ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ფაზა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ეს არის ის­რა­ე­ლის ყა­ზარ­მე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მიზ­ნე­ბის ფაზა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია “ჰეზ­ბო­ლას“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი “ჰეზ­ბო­ლამ“ თავ­დას­ხმი­სას 210 რა­კე­ტა და 20 დრო­ნი გა­უშ­ვა.

“ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში, “ჰეზ­ბო­ლას“ მიერ დღეს დი­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს, და­ახ­ლო­ე­ბით 210 რა­კე­ტა და 20 დრო­ნი გა­უშ­ვეს, - ნათ­ქვა­მია The Times of Israel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­ა­ჩე­რეს, ზო­გი­ერ­თმა კი ადა­მი­ა­ნე­ბის და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, ბევ­რი რა­კე­ტა ღია ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ე­ცა.

  • “ვინც გვავ­ნებს, ჩვენც ვავ­ნებთ...“

ფაქტს მყი­სი­ე­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ. მისი თქმით, ის­რა­ელ­მა დღეს დი­ლით “ჰეზ­ბო­ლას“ ათა­სო­ბით რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა.

  • ”ამ დი­ლით ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ "ჰეზ­ბო­ლას" მზა­დე­ბა ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­როს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით, და­ვა­ვა­ლეთ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებს, პრო­აქ­ტი­უ­რად ემოქ­მე­და საფრ­თხის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.
  • მათ გა­ა­ნად­გუ­რეს ათა­სო­ბით რა­კე­ტა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თის­კენ; ის ასე­ვე ხელს უშ­ლის ბევრ სხვა საფრ­თხეს და მოქ­მე­დებს დიდი ძა­ლით - რო­გორც თავ­დაც­ვის, ასე­ვე შე­ტე­ვის კუ­თხით“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ თელ-ავივ­ში, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნე­ტის სა­გან­გე­ბო სხდო­მის და­წყე­ბი­სას.

მისი თქმით, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად და იმის­თვის, რომ ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხოდ და­აბ­რუ­ნონ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში.

“ვაგ­რძე­ლებთ მარ­ტი­ვი წე­სის დაც­ვას: ვინც გვავ­ნებს, ჩვენც ვავ­ნებთ “, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა წი­ნას­წა­რი სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში “ჰეზ­ბო­ლას“ სა­მიზ­ნე­ებ­ზე ლი­ბან­ში მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­ა­ჩი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მე­ბი. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, იოავ გა­ლან­ტმა ქვე­ყა­ნა­ში 48-სა­ა­თი­ა­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

დრო­ე­ბით შე­ჩერ­და ავი­ა­რე­ი­სე­ბი თელ-ავი­ვი­სა და ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტებ­ში, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­დგა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით IDF-ის სპი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ამ­ჟა­მად ათო­ბით სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნა­ვი ებ­რძვის სა­მიზ­ნე­ებს სამ­ხრეთ ლი­ბა­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას“.

გა­ნახ­ლე­ბა 12:29

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სამ­ხრეთ ლი­ბან­ში “ჰეზ­ბო­ლას“ სა­რა­კე­ტო გამ­შვე­ბებ­ზე დარ­ტყმე­ბი 100-მდე მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, სა­რა­კე­ტო გამ­შვე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის­კენ, ზო­გი­ერ­თი კი ქვეყ­ნის ცენ­ტრის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი და იე­რი­შის შე­დე­გად 40-ზე მეტ ტე­რი­ტო­რი­ას და­არ­ტყეს, სა­დაც გამ­შვე­ბე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი.

ლი­ბა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ ის­რა­ე­ლის ავი­ა­ი­ე­რიშს, სულ მცი­რე, ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

მძიმე ღამე ისრაელში და “ჰეზბოლას“ შურისძიება - ქვეყანამ ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა მოიგერია, არიან დაშავებულები: რას აანონსებს ბენიამინ ნეთანიაჰუ? (ფოტო/ვიდეო)

მძიმე ღამე ისრაელში და “ჰეზბოლას“ შურისძიება - ქვეყანამ ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა მოიგერია, არიან დაშავებულები: რას აანონსებს ბენიამინ ნეთანიაჰუ? (ფოტო/ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც “ჰეზბოლას“ მიერ, ისრაელზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმაა ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები მათი ჯგუფის ლიდერის - ფაუდა შუკრის გარდაცვალების საპასუხოდ მოხდა.

IDF-მა უკვე დაიწყო პრევენციული დარტყმა ლიბანზე. ისრაელმა მომდევნო 48 საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

  • ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 320-ზე მეტი რაკეტა გაისროლა და ამით ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის პირველი ფაზა დასრულებულია. ათი მტკიცებით, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე 11 სამხედრო ობიექტს “კატიუშას“ ასობით რაკეტით შეუტიეს.

“ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის პირველი ფაზა დასრულებულია. ეს არის ისრაელის ყაზარმებისა და ტერიტორიების დამიზნების ფაზა“, - აღნიშნულია “ჰეზბოლას“ განცხადებაში.

ისრაელის ინფორმაციით, კი “ჰეზბოლამ“ თავდასხმისას 210 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა.

“ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში, “ჰეზბოლას“ მიერ დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის დროს, დაახლოებით 210 რაკეტა და 20 დრონი გაუშვეს, - ნათქვამია The Times of Israel-ის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.

  • “ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ...“

ფაქტს მყისიერად გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, ისრაელმა დღეს დილით “ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა.

  • ”ამ დილით ჩვენ აღმოვაჩინეთ "ჰეზბოლას" მზადება ისრაელზე თავდასხმისთვის. თავდაცვის მინისტრთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან კონსულტაციით, დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, პროაქტიურად ემოქმედა საფრთხის აღმოსაფხვრელად.
  • მათ გაანადგურეს ათასობით რაკეტა, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის ჩრდილოეთისკენ; ის ასევე ხელს უშლის ბევრ სხვა საფრთხეს და მოქმედებს დიდი ძალით - როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის კუთხით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებისას.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის დასაცავად და იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნონ საკუთარ სახლებში.

“ვაგრძელებთ მარტივი წესის დაცვას: ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ “, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განახორციელა წინასწარი საჰაერო იერიში “ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.

მოგვიანებით IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ “ამჟამად ათობით საჰაერო ძალების თვითმფრინავი ებრძვის სამიზნეებს სამხრეთ ლიბანის სხვადასხვა ადგილას“.

განახლება 12:29

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში “ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, სარაკეტო გამშვებების უმეტესობა ჩრდილოეთ ისრაელისკენ, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრისკენ იყო მიმართული და იერიშის შედეგად 40-ზე მეტ ტერიტორიას დაარტყეს, სადაც გამშვებები იყო განლაგებული.

ლიბანური მედიის ცნობით, ლიბანის სამხრეთ ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: