მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი?
გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი?

"ოჩამ­ჩი­რე­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნა არ იგეგ­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი შამ­ბამ მას შემ­დეგ, რაც ე.წ აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. თვე­ე­ბით ადრე კი ჯერ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია და შემ­დეგ სერ­გეი შამ­ბაც აცხა­დებ­დნენ, რომ 2024 წელს ოჩამ­ჩი­რე­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და­ი­წყებ­და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პორ­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შამ­ბამ ამ ბოლო გან­ცხა­დე­ბით რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის გან­თავ­სე­ბის გეგ­მა უარ­ყო, ოჩამ­ჩი­რე­ში სამ­ხედ­რო პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ აპ­რილ­ში, შემ­დეგ ივ­ნის­ში გავ­რცელ­და სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ბა­ზა­ზე ახა­ლი ნა­გე­ბო­ბა ჩანს, ივ­ლის­ში კი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "ნა­ვალ ნი­უ­სის" ცნო­ბით, ნო­ვო­რო­სი­ის­კი­დან ოჩამ­ჩი­რე­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო გე­მიც შე­ვი­და. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერ­და, შავი ზღვის პორ­ტი, შე­საძ­ლოა რუ­სუ­ლი ფლო­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნავ­სა­ყუდ­ლად იქ­ცეს უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზღვაო დრო­ნე­ბის­გან და­სა­ცა­ვად. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ოჩამ­ჩი­რის პორ­ტში უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე სა­პატ­რუ­ლო ხო­მალ­დი (ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ამ პორ­ტში სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი გა­მოჩ­ნდა). სა­უ­ბა­რია Pრო­ჯე­ცტ 22870-ზე, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, სა­ბუქ­სი­რო-სა­მაშ­ვე­ლო ხო­მალ­დად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვი­საც, სა­დე­სან­ტო გე­მე­ბის გა­სა­ცი­ლებ­ლად და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის გა­და­სა­ტა­ნად. "ოჩამ­ჩი­რე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რად რთუ­ლი სა­მა­ლა­ვი უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის­გან", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

  • ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი: "ჩვენ მათ ყველ­გან მივ­წვდე­ბით"

შამ­ბა რუ­სულ მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ ოჩამ­ჩი­რე­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნა არ იგეგ­მე­ბა, იქ არის მხო­ლოდ სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი, სა­დაც სა­სა­ზღვრო კა­ტარ­ღე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. მისი თქმით, რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­შიც: "რეს­პუბ­ლი­კა­ში მე-7 რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო ჯა­რე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ აფხა­ზეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საქ­მე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო უარს ამ­ბობს ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ზე"... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი?

გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი?

"ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება", - განაცხადა სერგეი შამბამ მას შემდეგ, რაც ე.წ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. თვეებით ადრე კი ჯერ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და შემდეგ სერგეი შამბაც აცხადებდნენ, რომ 2024 წელს ოჩამჩირეში ფუნქციონირებას დაიწყებდა რუსეთის სამხედრო პორტი.

მიუხედავად იმისა, რომ შამბამ ამ ბოლო განცხადებით რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსების გეგმა უარყო, ოჩამჩირეში სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჯერ აპრილში, შემდეგ ივნისში გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც ბაზაზე ახალი ნაგებობა ჩანს, ივლისში კი, ინტერნეტგამოცემა "ნავალ ნიუსის" ცნობით, ნოვოროსიისკიდან ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემიც შევიდა. როგორც გამოცემა წერდა, შავი ზღვის პორტი, შესაძლოა რუსული ფლოტისთვის მნიშვნელოვან ნავსაყუდლად იქცეს უკრაინული საზღვაო დრონებისგან დასაცავად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოჩამჩირის პორტში უკვე გაჩერებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე საპატრულო ხომალდი (ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ პორტში სამხედრო ხომალდი გამოჩნდა). საუბარია Pროჯეცტ 22870-ზე, რომელიც, მართალია, საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად. "ოჩამჩირე შეიძლება გახდეს პოლიტიკურად რთული სამალავი უკრაინული ძალებისგან", - ნათქვამია სტატიაში.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: "ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით"

შამბა რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება, იქ არის მხოლოდ სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროშიც: "რესპუბლიკაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე"... წაიკითხეთ ვრცლად