პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება" - აშშ-ში რუსეთის ელჩი
"პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება" - აშშ-ში რუსეთის ელჩი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კურსკის ოლ­ქზე თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ ვა­შინგტონ­ში რუ­სე­თის ელჩმა, ანა­ტო­ლი ან­ტო­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

“გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მტკი­ცედ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა მკაც­რად და­ის­ჯე­ბა იმის­თვის, რაც კურსკის ოლ­ქში მოხ­და“, - აღ­ნიშ­ნა ან­ტო­ნოვ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე “ბუ­ფე­რუ­ლი ზონა“ არ არის და არც შე­იქ­მნე­ბა. ანა­ტო­ლი ან­ტო­ნო­ვის თქმით, მოს­კო­ვი არ აპი­რებს ვა­შინგტონ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს კურსკის რე­გი­ო­ნი­დან უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­დევ­ნის მიზ­ნით.

"ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბუ­ფე­რუ­ლი ზონა არ იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და დიპ­ლო­მატ­მა პენ­ტა­გო­ნის პრესმდივ­ნის მო­ად­გი­ლის, საბ­რი­ნა სინ­გჰის და ამ თე­მა­ზე კი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი კურსკის ოლ­ქში ოპე­რა­ცი­ას 6 აგ­ვის­ტო­დან ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი, ამ დრო­ის­თვის, 90-ზე მეტ და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება" - აშშ-ში რუსეთის ელჩი

"პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება" - აშშ-ში რუსეთის ელჩი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

“გულწრფელად გეუბნებით, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკის ოლქში მოხდა“, - აღნიშნა ანტონოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე “ბუფერული ზონა“ არ არის და არც შეიქმნება. ანატოლი ანტონოვის თქმით, მოსკოვი არ აპირებს ვაშინგტონთან კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კურსკის რეგიონიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნის მიზნით.

"ეს შეუძლებელია. რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერული ზონა არ იქნება" - განაცხადა დიპლომატმა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილის, საბრინა სინგჰის და ამ თემაზე კიევის განცხადებების კომენტირებისას.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.

წყარო